მივიწყებული თემაა, როგორც ჩანს

თუმცა ბავშვების პრობლემები ძალიან აქტუალურია თანამედროვე ცხოვრებაში:
- კომპიუტერებთან მიმჯდარი და არაკონტაქტური ბავშვები,
- ინტერნეტში ყველაფრის ხელმისაწვდომობა,
- მშობლები (დედები განსაკუთრებით) რომლებიც მთელი დღე სამუშაოზე არიან და ძიძები ზრდიან ბავშვებს,
- ცხოვრების აჩქარებული რიტმის და არასტაბილურობის გამო მუდამ განერვიულებული მშობლების ზეგავლენა,
- უკონტროლოდ მომრავლებული ეროტიული თუ ძალადობრივი სატელევიზიო გადაცემები,
- აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი ექსპერიმენტული სასკოლო პროგრამები და მათში გაუთვითცნობიერებელი მასწავლებლები ...
მოკლედ ეს და სხვა ბევრი საკითხია, რომლებიც ახალია და ღრმად გამოკვლეულია არაა, ჩემი რწმენით. ამიტომ მაქვს გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულება ფსიქოლოგების მიმართ და მეშინია ძალაუნებურად უარესი არ დავმართო ბავშვს ფსიქოლოგებთან კონსულტაციით.
ამავე დროს, ჩემი შვილების საქციელი ზოგჯერ სასოწარკვეთილებაში მაგდებს! არ ვიცი გამიხარდეს თუ შემეშინდეს, ვეჩხუბო თუ მოვეფერო, ვეჩიჩინო თუ თავი დავანებო... მოკლედ ძნელ დროში ვცხოვრობთ...