საშინელი სენი შემეყარა! დიდი იმედი მაქვს, რომ უკურნებელი არაა, თორემ ჯობია ახლავე ვეძებო თოკი თავის ჩამოსახრჩობად

დიაგნოზი საკუთარ თავს რამდენიმე წუთის წინ დავუსვი იმ ერთადერთი სიმპტომის გაანალიზების შემდეგ, რომელიც მაქვს: დილიდან საღამომდე კომპიუტერთან ჯდომა, მექანიკურად ბოდიალი ერთი და იმავე საიტებზე დროის გაყვანის მიზნით (ზოგჯერ ვიღაცის სირ... პოსტებზე დაპოსტვა). თითქოს ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს უმნიშვნელოვანესი კონტექსტი, რომელიც სამი სიტყვით გამოიხატება - ”უამრავი გასაკეთებელი საქმე" : ბავშვებისთვის (+უსურობა). რა ჰქვია ამ ავადმყოფობას, სიზარმაცე? არააა - “უ ს ი ზ ა რ მ ა ც ე ს ო ბ ა”
ზარმაცი კაცის9 მცნება
1)ადამიანი დაბადებისთანავე დაღლილია ამიტომ უნდა იცხოვროს იმისთვის რომ დაისვენოს
2)შეიყვარე საწოლი შენი, როგორც თავი შენი
3)თუ ხედავ რომ ვინმე ისვენებს დაეხმარე მას დასვენებაში
4)დაისვენე დღისით რათა შეძლო ღამით დაძინება
5)სამუშაო წმინდა რამ არის და ნუ შეეხები მას
6)იმუშავე რაც შეიძლება ნალები, რათა სხვას დაუტოვო სამუშაო
7)დაწყნარდი, დასვენებისგან არავინ მომკვდარა, სამუშაოსგან კი
8)თუ გრძნობ რომ მუშაობა გინდა დაჯექი და ყველაფერი გაგივლის........
9)თუ მუშაობა ჯანმრთელობააა დაე ავადმყოფებმა იმუშაონ......
სასწავლებელი კატასტროფულ ენერგიას და დიდ დროს მართმევდა. ახლა უნივერსიტეტში არდადეგები მაქვს და სამსახურსაც დღის პირველ ნახევარში ვამთავრებ, ანუ თავისუფალი დრო გამომიჩნდა, მაგრამ მაინც არავისთან არ მივდივარ და მთელი დღე ზემოთხსენებულ უაზრო და უსარგებლო ქმედებას ვახორციელებ
http://fans.ge/index.php?action=3&obj=klbhjbzxbhjbjkb http://fans.ge/index.php?action=3&obj=fgbasbasbzxbklb This post has been edited by n^E*V^r^O*z@ on 24 Jan 2012, 22:08