revolucioneri
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4818
წევრი No.: 21374
რეგისტრ.: 5-July 06
|
#9768873 · 26 May 2008, 14:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
* * *
QUOTE (TukijaT @ 23 May 2008, 02:31 ) | რა გავლენას ახდენს ადამიანზე ესა თუ ის ფერი? როგორ შეიძლება სხვადასხვა ადამიანზე რომელიმე ფერმა ერთიდაიგივე ზეგავლენა მოახდინოს? ფერისადმი დამოკიდებულება ხო წლობით ყალიბდება (ჩვენი ცხოვრების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია) მოკლედ რას გვეტყვით ფერების ფსიქოლოგიაზე? შესაძლებელია თუა რა ადამიანის ხასიათის ზოგიერტი შტრიხის გამოცნობა მისი რომელიმე ფერისადმი მიდრეკილების განსაზღვრით?
ფერის ფსიქოლოგია. მგონი საინტერესო თემაა |
TukijaT სხვადასხვა ცივილიზაციებს უძველესი დროიდან სწამდათ, რომ ფერებს შეეძლოთ ადამიანზე გავლენის მოხდენა, ისინი ზუსტად ამ მიზნით ქვებსაც კი არჩევდნენ/ატარებდენ.
აი, ფერები და მათი მნიშვნელობა და თუ გაინტერესებთ უფრო მეტს დავწერ ამაზე.
მწვანე ფული, ხვავი, ბარაქა, კეთილდღეობა, წინსვლა(მატერიალური), ზრდა(სულიერი), ნაყოფიერება, განკურნება. დედამიწის, სიცოცხლის და ნაყოფიერების სიმბოლო. ამშვიდებს, ანახლებს, აცოცხლებს, აწყნარებს. ცეცხლისფერი/აგურისფერი ენერგიის, (საერთო)მიმზიდველობის, კოლორიტის, სითბოს, ენთუზიაზმის, გონების სტიმულაციის სიმბოლო. ლურჯი/ცისფერი წყლის, ოკეანის, ცის, ძილის, ბინდის, მშვიდობის, განახლების, სტაბილურობის, სიმშვიდე/სიწყნარის და ჰარმონიის სიმბოლო. ეს ფერი ასოცირდება განკურნება, სიმშვიდე, თავდაჯერებულობა, ნდობა, მოთმინება, ლოიალობა, ბედნიერებასთან. სხვადასხვა კულტურაში ამ ფერს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს; ეგვიპტელი ფარაონები ამ ფერს ავი/ცუდი/უბედურების/მავნე/ბოროტებისგან თავდასაცავად ატარებდნენ, თუმც ზოგგან ეს ფერი მოწყენილობას გამოხატავს(he's in a blue mood). შავი ეს ფერი აძევებს და შთანთქავს ყოველგვარ უარყოფითს, იგი გარე სამყაროსა და უნივერსის სიმბოლოა. ზოგ კულტურაში შავი ნაყოფიერების სიმბოლოა, სხვაგან სიბრძნის, სექსუალობის, მისტერიის, ჩვენთან გლოვის, მწუხარების. ყავისფერი ნიადაგის და ნაყოფიერების სიმბოლო. ასოცირდება სახლთან, კომფორტთან, ერთგულებასთან, რწმენის სიმტკიცესთან, სისადავე/უბრალოებასთან, სასიცოცხლო ძალებთან(სტამინა). ნაცრისფერი გიძლიერებს ერთგულების გრძნობას, უსაფრთხოებას, სიმწიფეს, ღირსებას, ჭკუა-გონება/საზრიანობას, თავმდაბლობას, თავშეკავებულობას, პრაქტიკულობას. ვარდისფერი ამ ფერს მოაქვს სიყვარული, მეგობრობა, თანაგრძნობა, ნაზი გრძნობები, დასვენება, კომფორტი, ქალურობა, ჯანმრთელობა. იისფერი/მეწამული სიმშვიდის, განახლების, სიწყნარის ფერი. სიბრძნის, მედიტაციის, სპირიტუალობის, რელიგიის, განკურნების, სიძლიერის სიმბოლო.ძველი ევროპის სამეფო კარის და დიდგვაროვნების ნიშანი. ზოგჯერ ასოცირდება ქედმაღლობასა და სისატიკესთან. წითელი ენერგიის, ჯანმრთელობის, სექსუალობის, ვნების, სიყვარულის, მფარველობის, სიმამაცის სიმბოლო. ასევე, აგრესიის, ძალგულოვნების, ძალადობის ნიშანი. ყვითელი ინტელექტუალობის, ფილოსოფიის, მჭერმეტყველების, აზროვნების, ფანტაზიის, თავდაჯერებულობის, ინტუიციის სიმბოლო. ჰაერის, მზის ფერი. ასოცირდება ბედნიერებასთან, სიხარულთან, იმედ/ოპტიმიზმთან, იდეალიზმთან. თეთრი მშვიდობის, მფარველობის, სიწმინდის, უმწიკვლობის, თავმდაბლობის, რიდის, ახალგაზრდობის, დაბადების სიმბოლო. ანსახიერებს მთვარეს. დასავლეთში ქორწინების, ხოლო აღმოსავლეთში მწუხარების ნიშანი.
This post has been edited by revolucioneri on 26 May 2008, 14:33
--------------------
საქართველო გაბრწყინდება!!!
|