ხო ანუ შეიძლება ხო რომ ცემი რარაცეების გაშიფვრაზე მივპოსტო....10X

მინდაააააააააააა!
დოხტურს თუ არ დაეზარება აი კიდევ ერთი ვერ "გავშიფრე":
მან, რამაც შეჭრა ჩემი სახე,
დაკვნიტა სულის ღარები,
რომლებიც მქონდა გამოშვერილი,
მზეში შესაყოფი და იმ მზისაგან დასამალები.
და ამ ძვალ მჭრელმა სისხლი ჩამასხა,
რკინით დამიღრღნა მალები,
ტკივილით გამომოიძახა სადაც ვერასდროს დავიმალები,
ტეხილი ხერხემლით შემომიღობა კომაში ნაშობი აზრები,
რომელთა სიგვამე უებარია და მათით მზერა ესობა თვალებს,
რომ პირმა, დუღით ამოლოკილმა, ყოველი ვნება ყორყში ჩაახრჩოს.
სულ მალე.
და ჩემი ტვინის ბოლო ბლოყინი,
კრთის ნერვულ ძაბვის გადართულობად.
რეფლექსია ვარ და ხროტინით სუნთქვა,
კოსმოსის სისხლის ლორწოვანება.
ალასხმულ სახიდან გამომზერილი,
მზიურ თვალებში წყვდიადს ავანთებ,
ჩემს ქვეცნობიერის ქვეწარმავლებს ცნობიერის ეკრანზე ვარწყევ.
სულს გადმოვიღებ ღებინებით,
ყორყში მიმხმარი, გამსკდარი ძვალით,
ნერვული ცოფის თანაფარდობით და უფრსკრულეთის მფეთქავი ხახით,
რომელსაც შია და ელანდება დანაყრებულობის ილუზიები,
ზღაპრის მჭამელი ბავშვობა,
ლოგიკის მზარდი ჭიები.
არა და მაგარი "ნარებინარი"-ა (ეგერე ვეძახი) ეს ბოლო