must haveდოსტოევსკის აქვს მოთხრობა "იგროკ".
აზარტული თამაშების ფსიქოლოგიაზეა. დეტალურად არის აღწერილი მოთამაშის განცდები
ფილმიც არის ამ მოთხრობაზე მგონი (გემბლერი ქვია)
წაიკითხე იქნებ გიშველოს, განცდას, ემოციას, სულიერ მდგომარეობას გაშიშვლებულად ხატავს
ამით არის დოსტოევსკი მაგარი, ვერც ერთი ფსიქოლოოგიის სახელმძღვანელო ვერ შეედრება მაგ მოთხრობას
მგონი დოსტოევსკისაც ჰქონდა კაზინოზე დამოკიდებულება, ფაქტიურად საკუთარ თავს აღწერს.
კიდევ შტეფან ცვაიგის ქალის ცხოვრების 24 საათიც შეგიძლია გადაიკითხო, მოთამაშის ხელებს აღწერს, როგორ მოძრაობენ თითები მაგიდაზე.
ლიტერატურა ზოგჯერ საუკეთესო თერაპიაა. საკუთარ თავს გაჩვენებს, იქნებ შეგჯავრდეს მაგის მერე კაზინო.
სულ მაგას ვამბობ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შემოაქვს ბიუჯეტში კაზინოს და ჯიდიპი რამდენით იზრდება
არ აქვს მნიშვნელობა, რომ სინგაპურშიც ასეა და სინგაპურის ეკონომიკაც ასე "აშენდა"
მასე შენდებოდა რომი და გადაშენდა ეგ ცივილიზაცია.
არ გვინდა ჩვენ კაზინოები, მასეთი ეკონომიკური ზრდის დედაც, ჯეკ

რამდენი ადამიანი ვიცი, ვისაც ცხოვრება აუწეწა და რამდენი კიდე არ ვიცი
ქალაქიდან მაინც გაიტანონ.
სულ მაინტერესებს რას ფიქრობს კაზინოს მეპატრონე. მისი შვილი, მშობელი, მეგობარი რომ აღმოჩნდეს მსხვერპლი, მოეწონება? თუ თავისიანებს მოარიდებს.
არის ადამიანის ბუნებაში თანდაყოლილი მიდრეკილება აზრატული თამაშისკენ, ფულზე დამოკიდებულებას ამძაფრებს, ადამიანს ისე მოაქცევს საკუთარ "კლანჭებში", ისედაც ძნელად გამოსავლენი ნებისყოფა, კიდევ უფრო სუსტდება, მექანიკურ რეჟიმში გადაერთვება და არსებობას ვერ გრძნობს
ეს თანდაყოლილია, ყველა ადამიანში, მაგრამ სხვადასხვა წონით. ზოგს მეტად "ჩაითრევს", სუსტი ნებისყოფის გამო ადამიანი თავს ვერ აკონტროლებს
ზოგს შეუძლია ნება გამოავლინოს და უარი თქვას
ასე ვითამაშოთ ადამიანიების ფსიქიკაზე?
This post has been edited by unknown lady on 29 Feb 2012, 12:34