რომ ვთქვა, ამ ტესტიდან 100% სწორი პასუხები მივიღე-მეთქი, დამიჯერებთ?

არადა, ასეა!
წვიმს, ცა ჩამოიქცა, მდინარე მტკვარი კვლავ ამღვრეულია, კვლავ ტალახიანია, კვლავ ბორგავს... (დიდი ხანია აღარ დუდუნებს წყნარად და აღაც ლაჟვარდი გამოკრთის მის კამკამა ტალღებში.), დავყურებ და ვფიქრობ, ოღონდ ღმერთი ისე ნუ გამწირავს, ამ საშინელ მდინარეში რომ დავიხრჩო, მეშინია მტკვრის ბავშვობიდან. მტვრის იქით ბაღი მოჩანს, ბერძნების ბაღებს ვეძახით, საოცრად მოვლილი, ამწვანებული, , ხეხილი ყვავის, ხარობს, იფურჩქნება, აქეთ ყვავილნარი გაუშენებიათ, ვარდები ჯერ არ აყვავებულა, ადრე გაზაფხულია, ტიტები კი ხასხასებს... მე მდინარის მეორე მხარეზე ვდგავარ და როგორც ვაშლსშაქარა, ისე შევცქერი აბიბინებულ ბაღს, ბაღში მებაღე ჩანს, ათვალიერებს თავის ტიტებს, ხან მდინარისკენ გამოიხედება და თავს გადაიქნევს. არადა, რაც გინდა ის ტქვი და გაზაფხულს უხდება წვიმაც და ადიდებული მდინარეც, ის სურნელიც, ჰაერში რომ შემოპარულა და სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს...
უცებ პატარა ბოქლომი შევნიშნე ძირს, დავიხარე, ავიღე... მეცნო

ჩემი სახლის კარადა გამახსენდა, დედაჩემი ბავშობისას ასეთ ბოიქლომს რომ ადებდა

გასაღები ყვეას გვქონდა, მაგრამ მაინც ედო ბოქლომი კარადას, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ უხდებოდა, მერე მე და ჩემი ძმა დავათრევდით და დავკარგე, ძალიან გული დამწყდა... აი, ახლა კვლავ ხეწლში მაქვს პატარა მწვანე ბოქლომი თავისი პატარა გასაღებით, რომელიც ჩემს შორეულ, ულამაზეს ხანაში მაბრუნებს, რასაც ჩემი ბავშვობა ჰქვია, თან გაზაფხულია, აყვავებულა ირგვლივ არე-მარე, სურნელიც უფრო მძაფრად იგრძნობა, წვიმაც საამოდ ცრის და მდინარის გრგვინვაც საოცრად უხდება ამ ყველაფერს.

დათვი? - დათვი არც გამხსენებია, ვინაიდან შავი მურა დათვი, რომლის შესახებაც ბერძნული ეზოს მკვიდრები ყვებოდნენ, საერთოდ არ არსებობს, ეს ბავშვობაში გვაშინებდნენ საზარელი მხეცით, რომლისაც, სიმართლე რომ ვთქვა, არც არასდროს მეIშნოდა, დათვი საოცრად საყვარელ ცხოველად მიმაჩნია და ალბათ ამიტომ

ეს რა კარგი გასართობი ვიპოვნეეეეეეეეეეეე

კიდევ მომეცით რა საგნები დასაწერად

რა ახსნა აქვს?
This post has been edited by miau on 7 Jul 2008, 21:26