რამდენად ეჭვიანი ხართ : )
1. თქვენ არ იცით, სად იმყოფება თქვენი საყვარელი ადამიანი მოცემულ მომენტში:
ა) თქვენ ეს არ გაღელვებთ და თითქმის არასოდეს კითხულობთ, რა საქმეებით იყო იგი დაკავებული;
ბ) თქვენ ჩვეულებრივ ინტერესდებით იმით, თუ სად იყო იგი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ღალატის გეშინიათ;
ბ) ღალატის შესაძლებლობა რომ გამორიცხოთ, ყოველთვის დაწვრილებით ეკითხებით სად და ვისთან ერთად იყო იგი.
2. როდესაც საშუალება გაქვთ პარტნიორის მობილური შეამოწმოთ, თქვენ:
ა) აზრადაც არ მოგივათ წაიკითხოთ მისი SMS-ები;
ბ) არ წაიკითხავთ SMS-ებს დელიკატურობის მოსაზრებით;
გ) დაუყოვნებლივ შეისწავლით მის მიმოწერას.
3. თქვენ შეიტყვეთ, რომ თქვენს პარტნიორს თქვენამდე სხვასთან ჰქონია ინტიმური ურთიერთობები:
ა) ეს არც გაინტერესებთ და არც გენაღვლებათ;
ბ) ეს არ მოგწონთ, მაგრამ ამას არ განიხილავთ (რაც იყო, წარსულში დარჩა);
გ) ეს საშინლად გაღიზიანებთ, გაიძულებთ რომ იეჭვიანოთ.
4. თქვენ გაიგეთ, რომ მან გიღალატათ:
ა) ეს თქვენთვის მომაკვდინებელი არ არის, მოიცდით, როდის მოგიყვებათ ყველაფერს თავად;
ბ) თუ ბოდიშს მოიხდის, აპატიებთ, ეს ხომ აღარ განმეორდება მომავალში;
გ) არ დაივიწყებთ და არც აპატიებთ, შესაძლოა, არც მიატოვოთ, მაგრამ თვალყურის დევნებას დაიწყებთ.
5. თუ პარტნიორის ღალატის საშუალება მოგეცემოდათ, თქვენ
ა) ისარგებლებდით ამით, თუ სურვილი გაგიჩნდებოდათ;
ბ) ყველაფერს გააკეთებდით, ერთგულება რომ შეგენარჩუნებინათ;
გ) არაფრის გარანტირება არ შეგიძლიათ, მაგრამ ქმარს ღალატს არ აპატიებდით.
6. თქვენი აზრით, ერთგულება:
а) არ არის ყველაზე მთავარი, უფრო მნიშვნელოვანია, ერთმანეთის თავისუფლება არ შეზღუდოთ;
ბ) მნიშვნელოვანია, მას უნდა ინახავდეს ორივე პარტნიორი;
გ) აუცილებელია და არც ერთმა პარტნიორმა არ უნდა შექმნას საბაბი მასში ეჭვის შეტანისა.
პასუხები:
თუ ჭარბობს პასუხები ,,ა”
თქვენთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა გაგებას - ერთგულება, იგი თქვენთვის არაფერს ნიშნავს. სწორად ეს გიშლით ხელს პარტნიორთან ღრმა და სტაბილური ურთირთობების დამყარებაში.
თუ ჭარბობს პასუხები ,,ბ”
თქვენთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ერთგულებას, მაგრამ არ გადადიხართ პათოლოგიურ, ავადმყოფურ ეჭვიანობაში.
თუ ჭარბობს პასუხები ,,გ”
ერთგულება თქვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ფრთხილად: თავშეუკავებელ ეჭვიანობას შეუძლია დაანგრიოს ნაზი გრძნობები. თქვენი ეჭვებ ხომ უსაფუძვლო შეიძლება იყოს. ისწავლეთ საკუთარი თავის კონტროლი! -------------------------------------------------------------------------
გაქვთ საქმიანი შეხვედრა, პირველი პაემანი, გასაუბრება და, რა თქმა უნდა, თავი უნდა წარმოაჩინოთ ყველაზე კარგი მხრიდან. შეეცადეთ, გაიაროთ ტესტი, ეს დაგეხმარებათ, გაიგოთ, რამდენად გეხერხებათ ამის გაკეთება.
1. გაიხსენეთ სტუდენტური სესიების პერიოდი. ზეპირი გამოცდის დროს თქვენ:
ა. თავს წესიერ მოსწავლედ აჩვენებდით – 1 ქულა
ბ. ცდილობდით, ნათლად გამოგეხატათ თქვენი აზრი – 2 ქულა
გ. ცდილობდით, რომ თქვენი ხმა გაეგონათ – 3 ქულა
დ. აგრძნობინებდით პედაგოგს, რომ მისი შეკითხვები საკმაოდ ბანალურია – 4 ქულა
2. როდესაც ვიღაცამ გადაწყვიტა თქვენთვის შენიშვნა მოეცა, თქვენი რეაქცია:
ა. დაე იფიქროს, მისი სიტყვები ჩემს თავმოყვარეობას შეეხო! – 4 ქულა
ბ. ვწითლდები და თვალებს დაბლა ვხრი – 3 ქულა
გ. ყველაფერს ხუმრობაში გავატარებ - 2 ქულა
დ. საერთოდ არ მიცნობს, ამას სერიოზულად არ მივიღებ! - 1 ქულა
3. დაბადების დღეზე, სადაც დაპატიჟებული ხართ, იქნება ბევრი დასაქორწინებელი მამაკაცი, თქვენ:
ა. ცხოვრებაში ერთხელ მაინც თავს სრულ წესრიგში მოვიყვან! – 2 ქულა
ბ. ჩავიცვამ იმას, რაც გარდერობიდან პირველად მომხვდება ხელში! - 4 ქულა
გ. ჩავიცვამ იმას, რაც ყველას შოკში ჩააგდებს! – 1 ქულა
დ. გამოვეწყობი ჩვეულებრივად, ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის შესაფერისად – 3 ქულა
4. თუ სამსახურში მიღებისას გასაუბრების დროს შეგეკითხებიან თქვენი ნაკლოვანებების შესახებ:
ა. თქვენთვის გადაწყვეტთ, რომ ეს აშკარად ცუდი ნიშანია – 3 ქულა
ბ. რა აზრი აქვს შეკითხვას, კანდიდატები ხომ მაინც ტყუილს იტყვიან? – 4 ქულა
გ. გულწრფელად დაასახელებთ რამდენიმე თქვენ სუსტ წერტილს – 2 ქულა
დ. ამაყად განაცხადებთ, რომ საკუთარ ნაკლოვანებებზე აქტიურად მუშაობთ, მათ ღირსებებად გადაქცევას ცდილობთ – 1 ქულა.
5. თქვენი საპირისპირო სქესის სანდომიანი კოლეგა მიგანიშნებთ თავის აშკარა სიმპათიაზე თქვენს მიმართ. თქვენ:
ა. ელოდებით მისი მხრიდან გრძნობების აშკარა გამოხატვას – 4 ქულა
ბ.ასევე ბუნდოვნად მიანიშნებთ საპასუხოდ – 1 ქულა
გ. თქვენი გადაადგილება ოფისში ძალიან ფრთხილი გახდება, თქვენ გეშინიათ არ შეხვდეთ მას პირსპირ – 3 ქულა
დ. თქვენი გზა ახლა მხოლოდ მისი კაბინეტის წინ გაივლის – 2 ქულა
6. როგორ ფიქრობთ, როგორ გიყურებენ ადამიანები?
ა. ვფიქრობ აღმიქვამენ ისე, როგორიც ვარ – 2 ქულა
ბ. ხედავენ იმას, რისი დანახვაც სურთ – 4 ქულა
გ. მხოლოდ იმას ხედავენ, რისი დანახვის საშუალებასაც ვაძლევ – 1 ქულა
დ. ვფიქრობ, იმასაც კი ხედავენ, რაც მე არ ვიცი – 3 ქულა
7. თქვენი შეხედულებით საზოგადოებაში ცხოვრება ეს არის:
ა. უღრანი ჯუნგლები – 3 ქულა
ბ. საზეიმო მეჯლის-მასკარადი – 1 ქულა
გ. შესანიშნავი მოგზაურობა თავგადასავლებით – 2 ქულა
დ. ნამდვილი ლატარია - 4 ქულა
8. როდესაც სარკეში იყურებით, ფიქრობთ, რომ გამოიყურებით:
ა. საკმაოდ კარგად – 4 ქულა
ბ. ოდნავ შეზღუდულად – 3 ქულა
გ. ბუნებრივად – 2 ქულა
დ. ჩვეულებრივად – 1 ქულა
9. თქვენ ცოტათი გშურთ ადამიანების:
ა. რომელთაც შეუძლიათ პირში გითხრან ის, რასაც ფიქრობენ – 1 ქულა
ბ. რომელთაგან იფრქვევა ადამიანური სიკეთე – 2 ქულა
გ. რომელთაც არ ეშინიათ, ყურადღება მიიქციონ – 3 ქულა
დ. რომლებიც ყველასთვის საყვარელნი არიან, თუმცა ამისთვის არანაირი ძალისხმევა არ სჭირდებათ – 4 ქულა
10. იმისათვის, რომ საკუთარი თავმოყვარეობა გაათამამოთ, საჭიროა:
ა. ღიმილი, რომელსაც თანამოსაუბრე გაჩუქებთ – 2 ქულა
ბ. კომპლიმენტი – 3 ქულა
გ. თქვენკენ მომართული აღფრთოვანებული მზერა – 1 ქულა
დ. ადამიანი, რომელიც დაინახავს იმას, რაც სხვებს გამორჩა – 4 ქულა
ტესტის შედეგები
თუ მოაგროვეთ:
10-18 ქულა
თქვენ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იმყოფებით, ყველას მოსწონხართ და ყველასთან კარგად ხართ, მაგრამ რის ფასად გიჯდებათ ეს? უბრალოდ ნებისმიერ სიტუაციაში თქვენ ხდებით ის, როგორიც უნდა რომ დაგინახონ? თქვენ გაქვთ ასეულობით სხვადასხვა უკვე არაერთხელ გათამაშებული როლის მარაგი სხვადასხვა სიტუაციისთვის. ყოველთვის ზუსტად ისეთი ხართ, როგორიც საჭიროა იყოთ სცენარის მიხედვით, ამით თავს არიდებთ კონფლიქტებს გარშემომყოფებთან, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თქვენ მათი გუნდიდან ხართ, თქვენ – თამაშის გენიოსი ხართ! ასეთ პოზიციას ერთი დიდი ნაკლი აქვს – იმის საფრთხე გექმნებათ, რომ ამ თამაშის შედეგად დაკარგავთ საკუთარ "მეს”. ნუ შეგეშინდებათ, თავი ისეთად წარმოაჩინოთ, როგორიც ხართ, მიიღეთ საკუთარი თავი როგორც პიროვნება თავისი ღირსებებით, სილამაზითა და ძალით! ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ – ნამდვილი – არავის მოეწონებით! ის, ვისაც შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში ბოლომდე იყოს ის, ვინც არის, ადამიანებთან უფრო მყარ ურთიერთობებს აშენებს! სხვა რომ არაფერი, ნუთუ თავად არ გინდებათ, მოიხსნათ ნიღაბი და იყოთ ნამდვილი?
19-24 ქულა
გილოცავთ! თქვენ ხართ – ოქროს შუალედი! მშვენივრად უწყით რა თქვენი ყველა ღირსების შესახებ, როგორც ნამდვილ სტრატეგს, გეხერხებათ აჩვენოთ ისინი მაშინ, როდესაც საჭიროა. ეჭვებმაც რომ გძლიონ, თქვენი საღი აზრი არ გაუშვებს ხელიდან მოცემულ შანსს და თქვენ დასძლევთ ეჭვებს და თავს წარმოაჩენთ, როგორც იტყვიან "ცხენზე ამხედრებულად”. ამასთან, თქვენ, როგორც ნამდვილი ბრძენი, არ დაიწყებთ თავის მოწონებას თქვენი შესაძლებლობებითა და ნიჭით, როდესაც ამის დრო არ არის. ასეთ ადამიანებს ბედი აუცილებლად უღიმით. თუ ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა, ელოდეთ, სულ მალე წარმატება გელოდებათ!
25-31 ქულა
ზოგჯერ ძალიან გინდათ, შეგამჩნიონ და თქვენით აღფრთოვანდნენ. მაშ, რატომღა რჩებით ყოველთვის ჩრდილში? გეშინიათ, ყურადღების ცენტრში მოექცეთ, თქვენი შესაძლებლობების საჯაროდ დემონსტრირება კი პირდაპირ გაძრწუნებთ. ვინ გითხრათ, რომ ყველასგან გამორჩევა ცუდია? გაერკვიეთ საკუთარ თავში, რა გიშლით ხელს თავის წარმოჩენაში? განაგდეთ ყოველგვარი ეჭვი და ორჭოფობა! გჯეროდეთ, თქვენი შესაძლებლობების გამოაშკარავება საშუალებას მოგცემთ, სხვაგვარად შეხედოთ სამყაროს! ჩრდილში დარჩენით თქვენ მიდიხართ რისკზე, მთელი ცხოვრება გაატაროთ უბედურ ადამიანად, რომელიც თვითრეალიზებას ვერასოდეს შეძლებს!
32-40 ქულა
უკვე დიდი ხანია, საზოგადო აღიარებას მოიპოვებდით, ადამიანებს ერთმანეთის აზრების კითხვა რომ შესძლებოდათ! თქვენ არ ახდენთ თქვენი ღირსებების დემონსტრირებას, მიგაჩნიათ რა, რომ გარშემომყოფნი მათ ისეც დაინახავენ. ელოდებით, სხვებმა გადმოდგან ნაბიჯი თქვენკენ, თვითონ კი არ აპირებთ ამისათვის რაიმე ზომების მიღებას. ასეთი მიდგომა შეიძლება ბევრ რამეში იმედგაცრუების საბაბი გახდეს. თქვენ იფიქრებთ: "ისინი იმდენად უგუნურნი არიან, რომ ვერ შენიშნეს ჩემი არაორდინალურობა!” ეს არ იქნება ჭეშმარიტება! ყველა არ ფლობს უტყუარ ინტუიციას და ყველას არ შეუძლია თქვენი შინაგანი სამყარო დაინახოს! არ შეიძლება ამის გამო წყენა ჩაიდოთ ადამიანებზე. გამოამჟღავნეთ თავი – და აღიარებული იქნებით!
-------------------------------------------------------------
ამ ტესტის მიზანია - ადამიანში პოტენციური პრობლემების აღმოჩენა, რათა ექიმები და პესონალი უფრო ყურადღებით მოქცნენ ასეთ ადამიანებს.
ტესტის იდეა ძლიან მარტივია. ახალწვეული უყურებს ფურცელს და ასახელებს რიცხვებს რომლებიც წერებში არიან ჩახატულნი. თუ ახალწვეული ექვსივე წრეში ხედავს რიცხვებს მაშინ ის ჯანმრთელია. თუ ერთდროულად რამოდენიმეში ვერ ხედავას მაშინ ის სასურველია გაისინჯოს ფერის სიბრმავეზე- დალტონიზმზე. ხოლო თუ ახალწვეული მხოლოდ ერთ ერთ წრეში ვერ ხედავს ციფრს მაშინ შეიძლება განვითარდეს შემდეგი პრობლემები: შედეგები ქვევით.

1.ვერ ხედავთ პირველ წრეში ჩახატულ რიცხვს - აწეული აგრესიულობა,კონფლიქტურობა. შასურველია ყურადღება მიექცეს კონტრასტურ შხაპს და ფიზიკურ სავარჯიშოებს.
2.ვერ ხედავთ მეორე რგოლში ჩახატულ რიცხვს - დაქვეითებულია გონებრივი შესაძლებლობები. დამატებით ზომებს არ მოითხოვს.
3.ვერ ხედავთ მესამე რგოლში ჩახატულ რიცსვს- გასტერიმაგნია (ანუ ბევრი ჭამა უყვარს) სასურველია მეტი ფიზიკური დატვირთვა , უკუმაჩვენებელია ჯდომითი სამუშაო და სამუშაო სამზარეულოში.
4.ვერ ხედავთ მეოთხე რგოლში ჩახატულ რიცხვს - სადიზმი.
5.ვერ ხედავთ მეხუთე რგოლში ჩახატულ რიცხვს - ლატენტური ჰომოსექსუალიზმი. ასეთ ადამიანს შესაძლბელია გაუჩნდეს ნაკლებად კონტორლირებადი ლტოლვა თავისივე სქესის ადამიანთან. დამატებით ჩარევას არ საჭიროებს.
6.ვერ ხედავთ მეექვსე რგოლში ჩახატულ რიცხს - შიზოფრენია. რეკომენდირებულია ფსიქიატრის მიერ სრული შემოწმება.
--------------------------------------------------------
რამდენად ოპტიმისტი ხართ?
ადამიანებს, პიროვნული თვისებების შესაბამისად, სხვადასხვაგვარად აქვთ გამოხატული ოპტიმიზმის ან პესიმიზმის განცდა. ერთნი გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან, მეორენი, მუდამ პესიმისტურ ტალღაზე მომართულნი, მოვლენათა რეალური შეფასებისა და საღი ანალიზის უნარსაც კი კარგავენ. ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რამდენად ოპტიმისტი ხართ. ტესტის შეკითხვებს პასუხის 4 ვარიანტი (ა, ბ, გ, დ) აქვს. უნდა აირჩიოთ მხოლოდ ერთი.
1. როგორ სიზმრებს ხედავთ?
ა) დრამატულს (საშინელს);
ბ) გაურკვეველსა და უცნაურს;
გ) სასიამოვნოს;
დ) ძირითადად ეროტიკულს.
2. რაზე ფიქრობთ ყველაზე ხშირად დილაობით, ახალგამოღვიძებული?
ა) იმაზე, როგორი ამინდი იქნება;
ბ) საყვარელ სამუშაოზე;
გ) სამუშაოზე, რომელიც არ გიყვართ, მაგრამ უნდა შეასრულოთ;
დ) საყვარელ ადამიანზე.
3. როგორ საუზმობთ ჩვეულებრივ?
ა) სუფრის გაწყობით, რასაც გარკვეულ დროს უთმობთ;
ბ) საუზმობისას ჩივით იმაზე, რომ ვერ გამოიძინეთ;
გ) საუზმობისას გიყვართ საუბარი;
დ) ჩქარ-ჩქარა საუზმობთ, რადგან ხშირად გაგვიანდებათ.
4. როდესაც გაზეთს კითხულობთ, უპირველესად რაზე ამახვილებთ ყურადღებას?
ა) პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიახლეებზე;
ბ) სპორტის სიახლეებზე;
გ) კულტურის სფეროს მასალებზე;
დ) იუმორისტულ ჩანართებსა და ნაკვესებზე.
5. როგორ რეაგირებთ საგანგებო მოვლენის, სკანდალისა თუ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის ამოკითხვისას?
ა) არანაირად არ რეაგირებთ, ეს თქვენ არ გაინტერესებთ;
ბ) წუხხართ და ნერვიულობთ, რომ მსგავსი რამ თქვენ არ შეგემთხვათ;
გ) ბრაზობთ და აღშფოთებას გამოთქვამთ იმის გამო, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს არ შესწევთ მსგავსი ფაქტების აღკვეთის უნარი;
დ) მომხდარ ფაქტს განიხილავთ როგორც ნორმალურ, მოსალოდნელ, ჩვეულებრივ შემთხვევას.
6. როგორ იქცევით უცნობ ადამიანთან შეხვედრისას?
ა) უყოყმანოდ ენდობით;
ბ) ელოდებით, რომ ის რაღაცას გკითხავთ;
გ) ინტერესით აკვირდებით მას;
დ) თვალყურს ადევნებთ, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესის გარეშე.
7. რას აკეთებთ მაშინ, როცა შენიშნავთ, რომ ვიღაც საგულდაგულოდ გათვალიერებთ ქუჩაში, მეტროში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას?
ა) მღელვარება გეუფლებათ იმის გამო, რომ რაღაც წესრიგში არ გაქვთ ან სასაცილოდ გამოიყურებით;
ბ) არ გსიამოვნებთ, ეს ცუდად მოქმედებს თქვენზე;
გ) იყურებით სარკეში, ეძებთ მინას, რომ დაინახოთ საკუთარი გამოსახულება;
დ) ყურადღებასაც კი არ აქცევთ ასეთ ფაქტს.
8. როდესაც საჭირო მისამართს ეძებთ უცხო ქალაქში, გირჩევნიათ:
ა) დაიქირაოთ ტაქსი;
ბ) ჰკითხოთ ამის შესახებ ნაცნობებს;
გ) თავად ცდილობთ მიგნებას;
დ) მუდმივად შიშობთ, რომ ვერ იპოვით, ვერ მიაგნებთ.
9. როგორი ფიქრებით იწყებთ სამუშაო დღეს?
ა) იმედით, რომ ის წარმატებული იქნება;
ბ) სურვილით, რომ ის მალე დამთავრდეს;
გ) თანამშრომლებთან სასიამოვნო საუბრისა და კოლეგებთან საინტერესო შეხვედრების მოლოდინით;
დ) იმედით, რომ ამ დღეს უსიამოვნებები არ გელოდებათ.
10. როცა თამაშს აგებთ, ეს თქვენ:
ა) განწყობას გიფუჭებთ და ფიქრობთ, რომ ცუდი დღე იყო თქვენთვის;
ბ) გაიძულებთ ითამაშოთ მანამ, სანამ არ მოიგებთ;
გ) არ განერვიულებთ, რადგან მიგაჩნიათ, რომ თამაში თამაშია და ვიღაცამ უნდა წააგოს;
დ) გაიძულებთ, იფიქროთ იმ ხერხებსა და საშუალებებზე, რომლითაც შესაძლებელია მოგება.
11. როდესაც სუფრას უზიხართ და განსაკუთრებით გემრიელი კერძის მცირე ულუფას გაწვდიან:
ა) სასწრაფოდ შეექცევით;
ბ) გეშინიათ, რომ შეიძლება, წონაში მოიმატოთ;
გ) შეექცევით, მაგრამ სინდისი გქენჯნით;
დ) შიშობთ, რომ შესაძლოა, თქვენმა კუჭმა ის არ მიიღოს.
12. როდესაც ჩხუბი გიწევთ იმ ადამიანთან, რომელიც გესიმპათიურებათ:
ა) შიშობთ, საბოლოოდ არ გაგიფუჭდეთ მასთან ურთიერთობა;
ბ) მშვიდად ხვდებით ამ ფაქტს, რადგან მიგაჩნიათ, რომ ეს გარდაუვალია და ამას გარკვეული მნიშვნელობაც აქვს;
გ) ფიქრობთ, რომ მალევე შერიგდებით და ყველაფერი კარგად იქნება;
დ) მიგაჩნიათ, რომ ეს გარკვეულწილად კარგიცაა, რადგან ურთიერთობები ადამიანებს შორის ყოველმხრივ "რბილ" არ უნდა იყოს.
13. როდესაც სააბაზანოში საკუთარ სხეულს უყურებთ:
ა) ნორმალურად აღიქვამთ, თუმცა მიგაჩნიათ, რომ უფრო უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო;
ბ) ფიქრობთ, რომ უნდა დაიკლოთ ზედმეტი წონა და ამისთვის დიდი შრომა მოგიწევთ;
გ) მიგაჩნიათ, რომ თქვენი სხეული განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენს;
დ) იმავ წამს იღებთ გადაწყვეტილებას, რომ უნდა დაკავდეთ ტანვარჯიშით.
14. რამდენად უშუალო ხართ სასიყვარულო ურთიერთობებში?
ა) მთელი არსებით ეძლევით სიყვარულს, თუნდაც ის ხანმოკლე იყოს;
ბ) განუწყვეტლივ აანალიზებთ თქვენს ურთიერთობებს და ფიქრობთ იმაზე, რამდენად სასიამოვნოა პარტნიორისთვის თქვენი გრძნობების გამოხატვა;
გ) მუდმივად რაღაც გთრგუნავთ, სულ აფორიაქებული და შეწუხებული ხართ, მთლიანად ვერ ეძლევით გრძნობებს;
დ) არაფერზე ღელავთ, თავს კარგად და თავისუფლად გრძნობთ.
15. გაიარეთ სამედიცინო შემოწმება, ელოდებით შედეგებს...
ა) შიშობთ, არ აღმოგაჩნდეთ რომელიმე სერიოზული დაავადება;
ბ) დარწმუნებული ხართ, რომ ექიმი მაინც არ გეტყვით სიმართლეს;
გ) ფიქრობთ, რომ სერიოზული არაფერი გჭირთ და არაფერია საშიში;
დ) მიგაჩნიათ, რომ ყოველმა ადამიანმა უმჯობესია დროულად შეიტყოს სიმართლე საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ.
16. რას გრძნობთ ყოველდღე ადამიანებთან ურთიერთობისას?
ა) ხან სალმიანი ხართ, ხანაც ცივი, ადამიანებიდან და ვითარებიდან გამომდინარე;
ბ) ხშირად უხერხულად გრძნობთ თავს და არ იცით, როგორ მოიქცეთ;
გ) ყურადღებით აკვირდებით ადამიანთა რეაქციებს თქვენს ქცევაზე, ყურად იღებთ იმას, რასაც თქვენზე ამბობენ;
დ) არც ისე იშვიათად გეჩვენებათ, რომ სხვებზე უკეთ არ იქცევით.
17. როგორ ემზადებით ხანგრძლივი მოგზაურობისთვის?
ა) საგულდაგულოდ გეგმავთ მას;
ბ) ეჭვი არ გეპარებათ, რომ რაღაც ისეთი მოხდება, რაც აუცილებლად შეგიშლით ხელს;
გ) მიგაჩნიათ, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება და მაინცდამაინც არც სამზადისით იკლავთ თავს;
დ) გამგზავრებამდე პრაქტიკულად სულ აფორიაქებული ხართ და მხოლოდ გამგზავრების შემდეგ წყნარდებით.
18. ჩამოთვლილ ფერთაგან რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
ა) წითელს;
ბ) რუხს;
გ) მწვანეს;
დ) ლურჯს.
19. რას ეყრდნობით გადაწყვეტილების მიღებისას, ანუ რისი იმედი გაქვთ?
ა) წარმატების, გამართლების, რომ ეს იქნება ბედნიერი შემთხვევა;
ბ) მხოლოდ საკუთარი თავის;
გ) სწორად გათვლის, გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურად შეფასების;
დ) სხვადასხვა სახის მინიშნების (რომელი ფეხით ადექით, ქუჩაზე შემოგხვდათ თუ არა შავი კატა და ა.შ.).
20. თუ არჩევანის საშუალება მოგეცათ, რას მიანიჭებთ უპირატესობას?
ა) მიიღოთ მემკვიდრეობა;
ბ) მიაღწიოთ სტაბილურ წარმატებას პროფესიულ ასპარეზზე;
გ) შექმნათ რაიმე მნიშვნელოვანი მეცნიერებაში, ტექნიკაში, ხელოვნებაში და მოიპოვოთ აღიარება;
დ) შეხვდეთ საყვარელ ადამიანს, შეიძინოთ კარგი მეგობარი.
შეჯამებული ქულების მიხედვით
შეგიძლიათ განსაზღვროთ, რამდენად ოპტიმისტი ხართ:
91-100 ქულა - გადაჭარბებული ოპტიმიზმი, რეალური ცხოვრებისეული გარემოებებით განუპირობებელი, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად საღად აზროვნებას მოკლებულიც.
76-90 ქულა - ოდნავ მოჭარბებული, მაგრამ მაინც ნორმალური ოპტიმიზმია, რომელიც ზოგჯერ ხელსაც კი გიშლით ნაკლოვანებათა გაცნობიერება-გამოსწორებაში.
61-75 ქულა - ჯანსაღი რეალიზმია, რომელიც ნორმალურ ოპტიმიზმს ეფუძნება და სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში დომინირებს.
48-60 ქულა - ჯანსაღი მსოფლმხედველობაა, რომელსაც საკმაოდ ხშირად ახლავს პესიმიზმიც.
36-47 ქულა - უფრო ხშირად პესიმიზმი ჭარბობს, თუმცა ზოგჯერ ოპტიმიზმიც გამოანათებს.
24-35 ქულა - გადაჭარბებული და გამოუსწორებელი პესიმიზმია, რეალური ცხოვრებისეული გარემოებებით განუპირობებელი.
This post has been edited by Marikuna. on 23 Dec 2009, 15:07