ჩემი არაპროფესიონალური და ადამიანური ლოგიკით ვეცდები დავწერო რა არის ჩემთვის ოჯახი:
1. ყველაზე მთავარი რაც არ უნდა გაქრეს სიყვარული. ერთმანეთის გვერდით დგომა, ლტოლვა, მეგობრობა, გვერდით დგომა, მონატრება და სხვა ყევლაფერი რაც თან ახლავს სიყვარულს...
2. ერთგულება და ნდობა... იმის გაცნობიერება რომ შენ სახლში ყველაზე ახლო მეგობარი გელოდება რომელსაც ნებისმიერ საიდუმლოს ანდობს, ნებისმიერ გაჭირვებაში შენთან და შენს მხარეს იქნება
3. თანამშრომლობა ეს არის ორი ადამიანის ერთი გზით სიარული... ერთი მიზანი და ერნაიტრად გადადგმული ნაბიჯები. ამ დროს როგორც წესი ერთი მიდის წინ და მეორე უწყობს ნაბიჯს.
4. დიალოგი რთულ სიტუაციებში და არა ჩხუბი. დიალოგი ნებისმიერი ფორმით, წერილობით ბევრად ადვილია ნუ ჩემთვის ყოველშემთხვევაში...
დანარჩენი წვრილმანებია
რაც შეეხება ვინმეს მიჩმორებას და ვინაა "უმფროსი" იმის მტკიცებას ეს სისულელეა.
საერთოდ ვთვლი რომ ადამიანმა ის უნდა აკეთოს რაც შეუძლია. ძალით არც მე მიყვარს კეთება და არც სხვამ მინდა გამიკეთოს რამე.
სულაც არ ვთვლი თავს დამცირებულად და შეურაცყოფილად როცა სამზარეულოში ვტრიალებ და მისთვის რამე გემრიელს ვამზადებ. თუნდაც შეშლილი სამუშაო დღის შემდეგ... (როცა არ შემიძლია უბრალოდ არ ვაკეთებ და მორჩა) პირიქით ეს პროცესი მთელი სიამოვნებაა, განსაკუთრებით როცა შედეგად კმაყოფილ სახეს ვიღებ. არც ის მიმაჩნია დამცირებად დილით სუფთა ტანსაცმელი დავუწყო ან თუნდაც ჩავაცვა, არც მილაგება და ჭურჭლის რეცხვაა ტრაგედია. რატომ უნდა მოვთხოვო კაცს იმის კეთება რაც არ ესიამოვნება. მე ქალი ვარ და მსიამოვნებს ქალად ყოფნა. წინსაფარ აკრული მამაკაცის ყოფნა სახლში ნამდვილად არ მინდა.
საერთოდ
ორივე ადამიანმა უნდა ეცადოს ნაკლები ყურადღება მიაქციონ წვრილმანებს. ზოგადად არ ვაქცევ დიდ ყურადღებას წვრილმანებს ცხოვერბაში და რატომ უნდა ვუკირკიტო საყვარელ ადამიანს.
ერთი სიტყვით ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს.
ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს კარგად
ერთმანეთს უნდა გაუგოთ და აპატიოთ თითქმის ყველაფერი რასაც მიზეზი აქვს...
მეუღლეზე ახლობელი ადამიანი არც გყავთ და არც გეყოლებათ...
არაჩვეულებრივია იმის შეგრძნება რომ ვიღაცის ნაწილი ხარ და ვიღაცა კიდევ შენი ნაწილია და ეს ყველაფერი ერთ ორგანიზმს ქმნის.
ფეხები ხომ არ აპროტესტებენ თვითონ რომ ბევრს შრომობენ და თავი კიდევ ფაქტიურად არაფერს აკეთებს

(ერთი შეხედვით)
ყველას ბედნიერებას გისურვებთ და იმაში გარკვევას რა გინდათ ამ ცხოვრებისგან
ამას რომ მიხვდებით მერე ყველაფერი დალაგდება...
მანამდე კი ძალიან დიდი გზაა