დღეს დედაჩემმა მომწერა: "დედი, ცუდი სიზმარი ვნახე შენზე, წადი ეკლესიაში და ილოცეო" "ვნახე, თითქოს ვიღაცამ წაგაქცია და ფეხზე დანა გადაგისვაო. ჯანდაბა! ეს ყველაფერი ხიჩკოკის სცენარს გავს, მაგრამ მე არ შემეშინდება!

))))))))))))))))))). "dream a little dream". როგორც სეჩენოვი ამბობდა: "სიზმარი არსებულ შთაბეჭდილებათა საოცარი ნაზავიაო", ჰოდა დედაჩემმაც ალბათ სადღაც დამინახა ფეხგაკაწრული, ჰოდა ამ განცდას შეერწყა მეორე განცდა, როცა მე ვინმე ვცემე ან მცემეს (შფოთიანი ვარ ღმერთმანი

, ეს ორი გრზნობა ქვეცნობიერმა შეაერთა და გუშინ ეტყობა ჩემზე ფიქრობდა, ჰოდა ძილისას შუბლიმირდა ასეთ საშინელ სიზმრად

). პრინციპში ვერაფერს ვიტყვი სხვას. შემიძლია ვისაუბრო ფსიქოლოგიურ გავლენაზე და სიზმრით დაშინებულმა, თვითშთაგონებით რა შეილება მოსწიოს თავს, მაგრამ თუ ვინმე ამიხსნის ეტიოლოგიურად რა ჯანდაბამ გამოიწვია ეს ყოველივე, ვიტყვი რო მასში ფროიდი ჩასახლებულა

))))))
ნამდვილად კარგი ფენომენია, იყო დრო როცა მაღიზიანებდა სიზმრის გარეშე ძილი. დაკვირვებიხართ, როგორ გაგყვებათ, მთელი დღე სიზმრის განწყობა. ტვინს ჭედავენ, რომ გინდათუარა ქვეცნობიერიდან მოდისო. ჰო ეგრეა, მაგრამ არა 100%, უფრო კარგად რო ავხსნათ, წარმოიდგინეთ ფილმს აკეთებენ, ჰოდა სცენარისტი პროდისერს აძლევს ნამუშევარს, რომ მერე რეჟისორმა გადაიღოს( და შესანიშნავი იქნება ეს რეჟისორი, თუ მიშელ გონდრია

), სცენარისტი-ცნობიერია, პროდიუსერი-ქვეცნობიერი, რეჟისორი-ალტერ ეგო, ალბათ

))). ჩემის ღრმა რწმენით, სიზმარს ვერასდროს გამოიკვლევენ იმდენად კარგად, რომ მისი მართვა შეძლონ. და თუ მის მართვას ვერ შეძლებენ, ის იმდენად კარგად გამოკვლეული არ არის, რომ მისი მართვა შეძლონ

)))))))))))))). ეს ყველაფერი დაბნეულობას არ იწვევს ჩემში, პირიქით, ცოტა ინტიმიც კი აქვს; კარგია როცა, ამ დედა#####ულ საუკუნეში, რაღაც მაინც დარჩა ამოუხსნელი და არა პროგნოზირებადი.
* * *
ამ ბოლო დროს, თითქმის ყოველს სიზმარში იჩითება მოძრავი ხალიჩა. აი ჩვეულებრივ მიმდინარეობს სიზმარში რაღაც სიტუაცია და ამ დროს გაიჩითება ხალიჩა, იატაკზე რომელიც მოსრიალებს. გასრიალდება და სადღაც დაიკარგება, მერე ისევ გამოჩნდება და ასე გრძელდება მთელი სიზმარი. რა ჯანდაბაა?
გილოცავთ თქვენ ალადინი ხართ