მართლაც რომ ფსიქოლოგიაა სიზმარი. რამდენი პოსტი გადავიკითხე და რამდენია რომ სულ ომსა და მისთანებს ხედავენ, ასევე ხშირია სიზმრები, როცა შეიძლება ახსნა როგორც ომის შიშით გამოწვეული.
რა დონეზე მოქმედებს ყველაფერი ეს ჩვენზე

უმეტესობა ამ ომების პერიოდში პატარებიც იყვნენ ასაკით და ქვეცნობიერად დარჩენილია ეს შიშის გრძნობა. რამდენი თემაც გადავიკითხე სიზმართან დაკავშირებით, სამწუხაროდ(სტატისტიკურად) ომის სიზმრები სჭარბობს.
ომის მინისტრი მინდაო ხომ გაგიგიათ, აი სწორედ ეს მინისტრი გვასიზმრებს(ეს შუტკა)

ისე ბევრი წინასწარმეტყველური სიზმარია, ძალიან ბევრი და თან მგონი ახალგაზრდობა უფრო ღრმა სიზმარს ხედავს, მგონი (რაც დავინახე თუ მომეჩვენა არ ვიცი) ახალგაზრდობა უფრო მგრძნობიარე არის გამხდარი სიზმრად, ძალიან საინტერესოა.
შეიძლება მოდერატორი ამ თემაში კრძალავს სიზმრების მოყოლას, მაგრამ ვგონებ მოყოლილი სიზმრები თუ გადაიკითხეთ, ერთიანად რაღაც საერთო სურათსაც ხედავთ.
საერთო ჯამში ძალიან საინტერესო თემაა, ძალიან მომეწონა

))