წეღან ...

სამნაწილიანი სიზმარი - 1 სთში

I
ჩემი ჯგუფელი მაჩვენებდა თავის ნახატს, ერთი გოგო ეხატა სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა პოზაში ... ფანქრით იყო ნახატი, მსუბუქი და ნარნარი გოგო იყო

და მე იმ გოგოს ვიცნობდი

II
სამედიცინო ინსტიტუტში მივედი ჩემი ძმის სანახავად (?) როგორც თსუ-ს ოფიციალური წარმომადგენელი, ასე ვუთხარი დაცვას რომელიც ეზოს კეტავდა ჩემი მისვლის პერიოდში და დაგვიანებულ სტუდენტებს არ უშვებდა - მე შემიშვა - ადამიანების კორიდორში გავიარე დემონსტრაციულად
შენობაში საბუთები წარმოვუდგინე, სტუდბილეთი - ახალი, ძველი; პირადობა; საჯაროს საშვი (

) პლასტიკური ბარათები ბლომად და დროებითი პირადობა ტურისტებისთვის (

) რომელიც ჩამოტანილი მქონდა სამხრეთ ამერიკიდან (?)
ვეძებდი სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსს, ვიპოვე - რაღაცნაირი ფაშფაშა ქალი იყო, თავს რომ არ უვლიან და მარტო საქმეს აკეთებენ ისეთი. როცა ველაპარაკებოდი ტელეფონდა დარეკა LP-ს სიმღერა იყო (enemy across the line ... :music:) ამ ქალს მოეწონა, მაგარიაო და დაიწყო საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე და აფხაზეთის დაბრუნების გეგმაზე ლაპარაკი (?)
III
ჩემი ძმა ვნახე და რატომღაც შუაგულ მანჰეტენზე არმოვჩნდი იმასთან ერთად
მისი ჯგუფელი დედასთან ერთად - რომელიც პირველად ვნახე, მაგრამ მიცნობდა და ძალიან ვუყვარდი (

)
აქ ვიბოდიალეთ, ნაყინები ვჭამეთ და ...
დედაჩემი მაჯანჯღარებს - გაიღვიძე მერე ღამე ვეღარ დაიძინებო
Don't worry baby, it's just the end of the world... :)
ზოდიაქოთი დარიშხანი ხარ © demna_
ინ მოკლე კაბაზ ვი თრასთ :ბოლი: