შეფასება (დეპრესიული მდგომარეობის) უნდა ეყრდნობოდეს კლინიკურინტერვიუს, რომლის დროსაც დგინდება ცალკეული სიმპტომების არსებობა და ზუსტდება მათი მდგომარეობის სტრუქტურა ( დეპრესიისთვის დამახასიათებელი რა სიმპტომები აქვს კონკრეტულ პირს) და მისი სიმძიმე. მკვლევარმა უნდა დაადგინოს შეესაბამება პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე ძირითად ( 0, 2, 4, 6) თუ შუალედურ (1, 3, 5) ქულებს. თუ ვერ ხერხდება ზუსტი ინფორმაციის მოპოვება თავად პაციენტისგან, მიმართავენ დამატებით წყაროებს (სამედიცინო დოკუმნტაცია, ახლობლებისა და ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული მონაცემები). მდგომარეობის დინამიკაში დაკვირვებისთვის ტარდება განმეორებითი ტესტირება დროის გარკვეულ შუალედში.
დათგრუნულობის ობიექტური ნიშნებიდათრგუნულობის, მოწყენილობისა და სასოწარკვეთის გამოხატვა (ჩვეულებრივზე უფრო მეტად) მეტყველების მანერაში, მიმიკასა და სხეულის პოზაში. რანჟირება ხდება მდგომარეონის სიმძიმისა და განწყობის შეცლის შესაძლებლობის მიხედვით.
0 დათრგუნულობა არ შეიმჩნევა.
1
2 პაციენტი დათრგუნულია ან მოწყენილი, მაგრამ ადვილად უბრუნდება კარგ გუნება-განწყობას.
3
4 დროის მეტი წილი გამოიყურება დათრგუნულად და გაუბედურებულად
5
6 გამუდმებით დათრგუნულია, უბედურად და სასოწარკვეთილად გამოიყურება.
დათრგუნულობის სუბიექტური გამოვლინებებიპაციენტის გამონათქვამები საკუთარი დათრგუნულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, იმის და მიუხედავათ თუ რა გარეგნული ნიშნებია სახეზე. აქ შედის დათრგუნულობა და უძლურების/უიმედობის განცდა. შეფასება ხდება გამოვლინების ინტენსივობით და იმით თუ რამდენად უკავშირდება დათრგუნულობა გარემოპირობებს.
0 ეპიზოდური დათრგუნულობა რომელიც დაკავშირებულია გარეშე მოვლენებთან
1
2 პაციენტი დათრგუნულია ან მოწყენილი, მაგრამ ადვილად უბრუნდება კარგ გუნება-განწყობას.
3
4 მძიმე და ღრმა დათრგუნულობის განცდა, რომელიც ჯერ კიდევ დამოკიდებულია გარემოპირობებზე
5
6 დათრგუნულობის მუდმივი და უცვლელი განცდა.
შინაგანი დაძაბულობამტკივნეული დისკომფორტის, სასოწარკვეთის, გაღიზიანების, სულიერი ტკივილის განცდა, რომელიც პანიკის ან ძლიერი შიშის შეგრძნებამდე დადის.
0 მშვიდადაა, იშვიათად მცირე ღელვას გრძნობს
1
2 გაღიზიანებისა და შინაგანი დისკომფორტის ეპიზოდური შეგრძნება
3
4 შინაგანი დაძაბულობის ან პანიკის გამუდმებული შეგრძნება, რომელსაც პაციენტი ძნელად უმკლავდება
5
6 პასნიკური შიში, ტანჯვა, სულიერი ტკივილი, დაუძლეველი პანიკის შეგრძნება.
ძილის გაუარესებაძილის ხანგრძლივობის ან სიღრმის შემცუიირება, პაციენტისთვის ჩვეულებრივ დამახასიათებელ ძილის მახასიათებლებთან შედარებით
0 სძინავს ჩვეულებრივ
1
2 ოდნავშესამჩნევი ჩაძინების სიძნელე და ზედაპირული ძილი
3
4 ძლი დარღვეულია 2 საათის განმავლობაში მაინც
5
6 ძილის ხანგრძლივობა არ აღემატება 2-3 საათს.
მადის დარღვევებიმადის დაკარგვა. რანჟირდება საჭმლის მიღების სურვილის ან ძალისხმების ინტენსივობით, რომეიც საჭიროა რათა პაციენტმა მიიღოს საკვები.
0 ნორმალური ან მომატებული მადა
1
2 რამდენადმე დაქვეითებული მადა
3
4 მადის უქონლობა, შეგრძნება თითქოს საკვებს გემო არა აქვს
5
6 იკვებება ძალდატანებით
კონცენტარაციის დარღვევებიაზრეის მოკრების სიძნელე, იქამდე რომ აპაციენტისთვის შეუძურადღების კონცენტრირების დარღვევის ინტენსივობის, სიხშირის და ხარისხის მიხედვით.
0 არ აღინიშნება
1
2 ეპიზოდურად უჭირს აზრების მოკრება
3
4 კონცენტრირების და ხანგრძლივად ყურადღების გამახვილების გაძნელება, რასაცც თან ერთვის კითხვის და საუბრის გაძნელება.
5
6 კითხვის ან საუბარში მონაწილეობის უნარის დაკარგვა. აღნიშნული ხერხდება მხოლოდ მნიშვნელოვანი ძალისხმევით.
ინტენციის დარღვევებიინტენციის დარღვევაში იგულისხმება რაიმე ყოველდღიურ საქმეში ჩართვის, მისი დაწყების და შემდეგი განვითარების უუნარობა/სიძნელე.
0 საქმის დაწყების გაძნელება ეჭვის ქვეშაა, მოდუნებულობა არ აღინიშნება
1
2 საქმიანობაში ჩართვის გაძნელება
3
4 ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობაში ჩართვის გაძნელება, მათი შესრულება საჭიროებს პაციენტის მხრიდან დფამატებით ძალისხმევას.
5
6 სრული აპათია, მოდუნებულობა, რაიმე მიზანდასახული ქმედებების განხორციელერბის უუნარობა სხვისი დახმარების გარეშე
განცდის უნარის დაკარგვაგარემოსადმი ან საქმისადმი ინტერესის დაკარგვის სუბიექტური განცდა, რომელიც ჩვეულებრივ სიამოვნებას ანიჭებდა პაციენტს. მოვლენებზე ან ადამიანებზე ადექვატური ემოციური რეაგირების უნარის შემცირება.
0 მოვლენებისადმი და ადამიანებისადმი ნორმალური ინტერესი
1
2 სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითება იმისგან რაც ადრე საინტერესო იყო
3
4 გარემოსადმი ინტერესის დაკარგვა, ინტერესებისა და გრძნოიბების დაკარვა ახლობლებისა და მეგობრების მიმართ
5
6 ემოციური დამბლის გამოვლინებები, ბრაზის, უბედურების ან სიამოვნების განცდის უუნარობა, ახლობლებისადმი გრძნობების მტანჯველი არარსებობა.
პესიმისტური აზრებითვითბრალდების, თვითგვემის, ცოდვილიანობისა და სინანულის გადაჭარბებული იდეები
0 არ აღინიშნება
1
2 უიღბლობის, თვითდაკნინების, თვითბრალდების პერიოდული განცდები/იდეები
3
4 გამუდმებული თვითბრალდება და ცოდვილიანობის კონკრეტული, თუმცა რაზიონალური, იდეები, მზარდი პესიმისტური განწყობა მომავალთან დაკავშირებით.
5
6 სრული კრახის, სინანულის და შეუნდობელი ცოდვილიანობის ბოდვითი იდეები, აბსურდული და ერთმნიშვნელოვანი თვითბრალდება.
სუიციდალური აზრებიშეგრძნერბა იმისა რომ აღარ ღირს ცხოვრება, ფიქრი იმაზე რომ ბუნებრივი სიკვდილი სასურველი გამოსავალი იქნებოდა სიტუაციიდან, კონკრეტული სუიციდალური ფიქრები და მზადება თვითმკვლელობისათვის.
0 ღებულობს სიამოვნებას ცხოვრებისგან და აღიქვამს მას ისეთად როგორიც არის
1
2 ცხოვრებისგან დაღლილობა, პერიოდული სუიციდური ფიქრები
3
4 ფიქრები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა სიკვდილი ჯობდეს. სუიციდური აზრები ჩვეულებად იქცევა, თვითმკვლელობა განიხილება პრობლემის გადაჭრის მისაღებ ვარიანტად, თუმცა კონკრეტული გეგმები ამასთან დაკავშირებით არ აღინიშნება.
5
6 აშკარა სუიციდური განზრახვა. პაციენტი გეგმავს თუ როგორ განახორციელებს თვითმკვლელობას პირველივე შესაძლებლობისას, აქტიურად ემზადება თვითმკვლელობისათვის
me vs me
აი ესაა, ალაგ ალაგ კალკები გამომივიდა, მარა მგონი არაუშავს, აზრი გასაგებია...
This post has been edited by DrJohnes on 30 May 2010, 23:27