ბოლო 2 წელზე მეტია მაწუხებს დეპრესია. ვიარე ფსიქოლოგთან 2007 წლის ბოლოს. მან მითხრა რომ მქონდა ნევროზი და დეპრესიის ნიშნები.
თვის მოკვლის სურვილი არასოდეს გამივლია აზრად, უბრალოდ დიდი სტრესის გამო დამეწყო (რამდენიმე სტრესი გადავიტანე). მაშინ მქოდნა შემდეგი ნიშნები:
1. დაქვეითებული გუნება-განწყობა მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე, რაც შეიძლება დადგინდეს როგორც თავადვე პაციენტის პირადი ჩივილით (სიცარიელის, სევდის შეგრძნება) ასევე გარშემომყოფთა დაკბირვების შედეგად (ხშირი ტირილი).
2. ინტერესების შემცირება და სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითება ყველაფერში ან თითქმის ყველაფერში. ასევე მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე.
5. ფსიქომოტორული (მოძრაობითი) შენელება ან პირიქით აჩქარება/აგზნება. ამის შესახებ დასკვნა არამხოლოდსუბიექტური შეგრძნებებით, არამედ გარშემომყოფთა დაკვირვების საფუძველზე უნდა გაკეთდეს.
6. დაღლილობა და ენერგიეს ნაკლებობა თითქმის ყოველდღე.
7. თითქმის ყოველდღიური საკუთარი უვარგისობის, არარაობის და ბრალეულობის გადაჭარბებული შეგრძნება.
8. აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრიტრების გაძნელება.
დაახლოებით 1-2 თვე როცა აბსოლიტურად ვერ ვიმორჩილები თავს, სამსახურში ვერ ვჩერდებოდი, ადამიანებთან საუბარი არ შემეძლო ძალიან ვღიზიანდებოდი. ვიჯექი/ვიწექი სახლში.
შემდგომში ახალი სამსახური ახალი ინტერესები ... სხვა რაღაცეებიც დალაგდა ... დრო გავიდა და უკეთესად გავხდი.
დღეს რაც მაწუხებს არის ის რომ:
სიხარულის, ბედნიერების სილაღის არანაირი- ვიმეროებ - არანაირი შეგრძნება არ მაქვს.
მაშინ როცა ყველანაირი ნოვაციების ინიციატორი მე ვიყავი ამის სურვილი აღარ მიჩნდება.
ეხლახანს 4-5 თვიან სასწავლო კურსზე შევედი და ვხვდები რომ კითხვა/ კონცენტრაცია ძალიან დამიქვეითდა (მაშინ როდა ერთერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის თოპ რეიტინგში ვიყავი სწავლისას). ადვილად კი ვიმახსოვრებ და ვკითხულობ მარა მიჭირს ჯდომა და გადაბმულად რამდენიმე გევრდის წაკითხვა.
მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში კარგად არის, იმის აღქმა / გათავისება/ დაჯერება რომ მართლა კარგად არის და კარგად იქნება არ გამომდის.
ჩემმა მეგობარმა რომელიც ეკლესიურია რომ მომისმინა მითხრა რომ სულიერება გაქვს დაკარგულიო და ეკლესია გიშველისო და მაგის იმედი მაქვს.
პ.ს კიდე მინდა შვილი გავაჩინო
პ.ს 2 მაინც მინდა კიდე ფსიქოლოგთან მისვლა. ეხლა დეპრესიული აღარ ვარ მაგრამ დადებითი ემოციები მინდა
This post has been edited by jellyboss on 13 Apr 2009, 13:58