varianeliნამდვილად ამოგლჟლეტთ. არსებობს თავის ტვინში ნივთიერება გამაამინოერბოს მჟავა,შემოკლებით გაემ-ი,რომელიც თავის ტვინის ნეირონებზე ახდენს შემაკავებელ ზემოქმედებას. ტრანკვილიზატორები სწორედ გაემის რეცეპტორებს უკავშირდებიან,რადგანაც დაახლოებით იგივე ქიმიური სტრუქტურა აქვთ,ამასთან ზრდიან ამ რეცეპტორების მგრძნობელობას გაემ-ის მიმართ. ეს ზემოქმედება შექცევადი და დროებითია და სწორედაც რომ ესაა ტკანქვილიზატორების ფართოდ და დიდი ხნით გამოყენების წინააღმდეგჩვენება,იმიტომ რომ ეფექტი დროებითია,"გამაბრუებელი" და ყალიბდება მათ მიმართ ფსიქო-ფიზიკური დამოკიდებულება... ისინი როგორც წესი ინიშნებინ ანტიდეპრესანტთან პარალელურად,სანამ ეს უკანასკნელი იწყებს მოქმედებას (2-4 კვირაში),მერე ნელ-ნელა იხსნება,რადგან მათი საჭიროება აღაც არის
კვლევებით დადგინდა,რომ სწორედ ანტიდეპრესანტებია ყველაზე ეფექტური არა მარტო სხვა და სხვა ფორმით და ნიღბით მიმდინარე დეპრესიული აშლილობების არამედ ყველანაირი შფოთვით-ფობიკური და აკვიატებული აშლილობების დროს,როგორებიცაა: ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, აზარტომანია,დისმოფრული აშლილობები,დერმატოლოგიური აშლილობები, მიზიდულობათა აშლილობები: აზარტომანია,პირომანია, კლეპტომანია, პარაფილიები, იპოქონდრიია და ა.შ.
და ეს ეფექთი არა დროებითია,არამედ სწორედაც თავის ტვინის ნივთიერებათა ცვლის სწორ "რელსებზე "გადაწყობას უწყობს ხელს და ხანგრძლივი განმამტკიცებელი თერაპიის შემთხვევაში მინიმუმამდე დაჰყავს რეციდივის ალბათობა,რაც ზემოხსენებული დაავადებებისთვის ძალიან დამახასიათებელია.
დადგინდა,რომ ყველა ამ პათოლოგიის დროს ნეირონებს შორის ნაპრალში(ანუ ნერვულ უჯერედებს შორის) დაქვეითებულია სეროტონინის და/ან ნორადრენალინის კონცენტრაცია (უფრო სეროტონინის) ანტიდეპრესანტები კი ზრდიან ამ ნეირომედიატორთა კონცენტრაციას ნეირონთა შორის ნაპრალში,მათი პრესინაფსური (ანუ "წინა") ნეირონის მიერ ფიზიოლოგიური უკუშეწოვის დათრგუნვის გზით. ამით ხდება პოსტსინაფსური ანუ შემდეგი ნეირონის რეცეპტორების მგრძობელობის შეცვლა,რასაც ხანგრძლივი ეფექტი აქვს.
ეს არ არის დროებითი ეფექტი. არც არანაირი გამაბრუებელი.უახლესი ანტიდეპრესანტები არათუ მომადუნებელი,არამედ პირიქით მასტიმულირებელი და ენერგიის მომცემია და მინიმუმამდეა დაყვანილი ძველი,ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისთვის დამახასიათებელია უსიამოვნო გვერდითი ეფექტები
(რომლებიც ასევე არა ყველა პაციენტს უვლინდება). ამასთან ისინი არ იწვევენ ტრანქვილიზატორებისთვის დამახასიათებელ მიჩვევის და მოხსნის სინდრომს,თუმცა ანტიდეპრესანტსაც ნელ-ნელა უნდა მოხსნა...
და ეს ბევრ ექიმს, განსაკუთრებით ნევროპათოლოგებს ეშლებათ. ისინი ძირიტადად ტრანქვილიზატორებს ნიშნავენ და თუ ანტიდეპრესანტი დანიშნეს,ისეთი არაადქევატურად დაბალი დოზით და მოკლე ვადით,რომ ისინი ვერც ასწრებენ ზემოქმედების დაწყებას(მათი ეფექტი საშუალო თერაპიული დოზის მიღწევიდან(რასაც ასევე დრო უნდა ხანდახან) 2-6 კვირაში იძლევიან ეფექტს)
ამიტომ მე სულ ხაზს ვუსვამ,ნევროპათოლოგების კომპეტენციაა ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებები,.ტავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა,ინსულტი,თ.ტ-ის სიმსივნეები,ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დასხვა ორგანული, დეგენერაციული პათოლოგიები,ეპილეფსია და ა.შ.
დეპრესია,ნევროზი,აკვიატების სინდორმი და ა.შ. ფსიქიატრის და/ან ე ქ ი მ ი-ფსიქოთერაპევტის კომპეტენციაა!
საქართველოში კი მორიგი გოიმური ცრურწმენა არსებობს,რომ ფსიქიატრთან სიარული "სიგიჟესთან " ასოცირდება. მსგავსი სიბნელე წარმოუდგენლად პოპულარულია ჩვენში,
ასე რომ,გეშინოდეთ არა მედკიმამეტის,რომელიც სწორად,ადექვატური დოზით და ხანგრძლივობით დანიშნული, სარგებლის მეტს არაფერს მოგიტანთ (და თუ მისი აუტანლობა მოხდა,წარმატებით შეილძლება შეცვალოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტით,არსენალი საკმაოდ დიდია),არამედ გეშინოდეთ თვით დაავადების!!!! დეპრესიის ყველაზე სერიოზული გართულება და საფთხეა სუიციდი!!!!
შფოთვით-ფობიკური აშლილობების კი- სოციალური ინვალიდიზაცია!!! რომ არაფერი ვთვქთ იმაზე,რომ ეს აშლილობები ისედაც ხანმოკლე ცხოვრების ხარიხს საოცრად აქვეითებენ!