salo_salo___
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 91
წევრი No.: 89448
რეგისტრ.: 21-April 09
|
#13785395 · 10 May 2009, 16:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიეტა დეპრესიის წინააღმდეგ დეპრესიის რომელიმე სახეობით შეწუხებულია დედამიწის ყოველი მეხუთე მცხოვრები. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანის მკურნალობა შეიძლება სწორად შედგენილი მენიუს დახმარებით.
დეპრესიის ნიშნები:
რაც უფრო მეტ ჩამოთვლილ სიმპტომს შენიშნავთ თქვენს თავში, მით უფრო მაღალია თქვენი დეპრესიის დონე.
* დაღლილობისა და ძილის მოთხოვნილების მუდმივი გრძნობა. * ადრე გამოღვიძება(მაღვიძარას გარეშე) და ცუდი განწყობა დილაობით. * დაქვეითებული სექსუალური ლტოლვა (რომელ კაცებზეა ლაპარაკი, როცა სიცოცხლე არ გინდა!). * მადის სრული უქონლობა (რაც ისე საშიში არ არის) ან უკონტროლო ღორმუცელობა (რა კოშმარია!). * გულგრილობა ყველაფრის მიმართ (შოპინგის მიმართაც კი!). * იუმორის გრძნობის დაკარგვა. * გაბოროტება მთელს სამყაროზე. * პანიკური შიში ყველანაირი საფუძვლის გარეშე. * საკუთარი უღონობისა და ცხოვრებაში რაიმეს შეცვლის შეუძლებლობის შეგრძნება. * მოწყენილობის მკვეთრი ცვალებადობა ამაღლებული აქტივობის პერიოდებით. * ტკივილები მიზეზების გარეშე.
ფსიქოლოგებისა და ექიმების აზრით, სახელდობრ ზამთრის დასასრულსა და გაზაფხულის დასაწყისში ხდება შესამჩნევი დეპრესიის პიკი. მზის შუქის უკმარისობა ზამთრის ხანგრძლივ თვეებში, ვიტამინების დეფიციტი და ქრონიკული დაღლილობა იწვევს სამწუხარო შედეგებს. ამასთან, დეპრესიის ერთერთი მთავარი მიზეზია სეროტონინის მკვეთრი დაქვეითება თავის ტვინში – ნივთიერების, რომელიც სხვა რამეებთან ერთად თქვენს კარგ განწყობაზეც მოქმედებს.
მეცნიერებმა ერთი საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს – დეპრესიის ასაკი გაახალგაზრდავდა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში: ახლა მის ზემოქმედებას უფრო ხშირად განიცდის ის, ვინც სულ ახლახანს მიაღწია 25 წლის ასაკს, თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ ექიმები თვლიდნენ, რომ ეს იშვიათად ხდება 37 წლის ასაკამდე. ახლა დეპრესია მესამე ადგილზეა მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებათა შორის(ჰიპერტონიისა და გრიპის შემდეგ) და პირველზე – მოულოდნელად გარდაცვალებულთა რიცხვით.
მაშ ასე, სეროტონინის შესახებ... მას ხშირად ეძახიან "ბედნიერების ჰორმონს", რადგან იგი გამომუშავდება ორგანიზმის მიერ ექსტაზისა და ეიფორიის მომენტებში. როცა მისი დონე ნორმალურია, გაქვთ მშვენიერი განწყობა, ცხოვრებით კმაყოფილებისა და ბედნიერების შეგრძნება. ამ ჰორმონის მეშვეობით მუშაობთ უფრო პროდუქტიულად, რადგან შეგიძლიათ ყურადღების მოკრება და კონცენტრირება. სეროტონინი უზრუნველყოფს სრულყოფილ დასვენებას ძილის დროს, და თქვენ გეღვიძებათ ბედნიერს და ენერგიულს. ხოლო მისი დონის ცვალებადობა (სწრაფი ამაღლება და დაქვეითება) იწვევს მომეტებულ მღელვარებას, აღგზნებას, მრისხანების შემოტევებს და აგრესიას, ძილის დარღვევას. მუდმივად დაქვეითებული სეროტონინის დონე იწვევს აპათიას, მოწყენილობას, მეხსიერების გაუარესებას, ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვას და ქრონიკულ უძილობას. ამას გარდა, სეროტონინის დეფიციტი იწვევს კუნთების ქრონიკულ ტკივილებს, შაკიკს და კუჭნაწლავის პრობლემებს. მაშ როგორ დაიბრუნოთ კარგი განწყობა და ოპტიმიზმი? იმის მიუხედავად, რომ დღეს აფთიაქებში შეიძლება ისეთი პრეპარატების შეძენა, რომლებიც ხელოვნურ სეროტონინს შეიცავენ, განსაკუთრებული აზრი მათ მიღებას არ აქვს. იმისათვის, რომ ამ ნივთიერებამ იმოქმედოს, ის უნდა გამომუშავდებოდეს მხოლოდ თავის ტვინის მიერ. ამიტომ, მისთვის აუცილებელია ჰორმონების მთელი ნაკრების მიღება(მაგ.: ინსულინის დაესტროგენის), ასევე ტრიპტოფანის, В და Е ვიტამინების, კალცის, მაგნიუმის, ფოლის მჟავის, სელენის და რამდენიმე სხვა ნივთიერების. ასე მაგალითად, ტრიპტოფანის წარმოსაქმნელად თქვენს მენიუში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ცილა. ინსულინზე პასუხისმგებლები არიან რთული ნახშირწ###ბი, ხოლო ესტროგენის წარმოება შეუძლებელლია მკაცრი დიეტების დროს.
სეროტონინს კიდევ ეძახიან "სიყვარულის ჰორმონს". საქმე იმაშია, რომ სხვა ჰორმონის – დოფამინისაგან განსხვავებით, რომელიც მოკლევადიან ვნებაზეა პასუხისმგებელი, სეროტონინი აგრძელებს გამომუშავებას ორ შეყვარებულ ადამიანში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სახელდობრ სეროტონინი აძლევს ხანგრძლივად ერთად მყოფ წყვილებს აუცილებელ ეიფორიის შეგრძნებას, თუნდაც არც ისეთ ძლიერს, სამაგიეროდ მუდმივს. ასე რომ დიეტას დეპრესიის წინააღმდეგ, რომელიც ეხმარება სეროტონინის გამომუშავებას, შეიძლება ეწოდოს "ხანგრძლივი სიყვარულის დიეტა".
ულტრა-იისფერი სხივები, ასევე ზოგიერთი პტოდუქტი, ეხმარება ორგანიზმს სეროტონინის დონის ამაღლებაში. ასე რომ, თუ თქვენ ფიგურას ყარადღებას აქცევთ, და ამასთან გაზაფხულის დეპრესიას უფრთხით – შეცვალეთ ერთი ჯერი კვება სოლარიუმში ვიზიტით. ქალებისათვის სეროტონინის დონე პირდაპირკავშირშია მენსტრუალურ ციკლთან. განსაკუთრებით მწვავედ მისი დეფიციტი იგრძნობა ციკლის დაწყების წინ.
სეროტონინის ნორმალურად გამომუშავებისათვის თქვენს მენიუში უნდა შედიოდეს ცილები, ცხიმები, ნახშირწ###ბი, ასევე სხვადასხვაგვარი ვიტამინები და მიკროელემენტები. რაც ნიშნავს, რომ ხანგრძლივი დიეტისას, რომლის დროსაც ზემოთ ჩამოთვლილი სიიდან რომელიმე მათგანი გამორიცხულია, შესაძლოა უკიდურესად ნეგატიურად აისახოს თქვენს განწყობილებაზე.
* * *
დეპრესიიდან გამოსვლა (ნაწილი I) დეპრესიაზე შეიძლება დიდხანს მსჯელობა ან უბრალოდ არაფრის თქმა. მნიშვნელობა არ აქვს, ამით არაფერი შეიცვლება, სანამ მოქმედებას არ დაიწყებთ. ამ სტატიაში თავმოყრილია რჩევები დეპრესიის ხლართებში გაბმულთათვის. აღნიშნული მასალა შეიცავს ინფორმაციას წიგნებიდან, სტატიებიდან, და რაც მთავარია აღებულია თავად ცხოვრებიდან, იმ ადამიანების გამოცდილებიდან, რომლებიც ებრძოდნენ დეპრესიას, ეს გზა ია-ვარდით მოფენილი არ იყო, ისინი ხშირად ეცემოდნენ, მაგრამ მაინც დგებოდნენ და აგრძელებდნენ გზას.
* დეპრესიაში ყველა ცდა ძნელად განსახორციელებელია * მართალი ხარ * ზოგჯერ ის ძალიან ბევრ ძალას გვართმევს, იმედს არ გვიტოვებს * დიახ, ასეა * ის საშინელი და უსასრულოა * დიახ, დიახ, შენ მერამდენედ მართალი ხარ
მაგრამ ამის მიუხედავად, ცადე ამ ნაბიჯის გადადგმა. . საკუთარი თავისთვის, იმ გარემოსთვის, რომელშიც ცხოვრობ, შენი ცხოვრებისთვის, რომლის შეცვლა ჯერ კიდევ შეგიძლია, თუ ...ამ ნაბიჯს გადადგამ. ამგვარად, რაც უნდა სამწუხარო იყოს, დღესდღეობით დეპრესიიდან გამოსვლის სწრაფი საშუალება არ არსებობს. დეპრესიისგან თავის დაღწევა მართლაც- თავის დაღწევაა. ის გულისხმობს მოძრაობას, მოქმედებას და ძალისხმევას და თუ მზად ხართ ამისთვის დავიწყოთ. ექსკურსი ფსიქოლოგიაში
დასაწყისისთვის ავღნიშნოთ, რომ ადამიანები იყოფიან ორ ტიპად. ადამიანების ერთი ტიპი- ინტროვერტი ( შიგნით მიმართული)- ინსტიქტურად “მიდის საკუთარ თავში”, როცა მათ გარე სამყაროსთან უწევთ კავშირი, მეორე ტიპი -ექსტრავერტი ( გარეთ მიმართული)- კი ესწრაფვიან გარემოსთან კონტაქტს. სიტუაციიდან გამომდინარე თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ამ ორი მიდგომიდან ნებისმიერის არჩევა, მაგრამ უპირატესობას მხოლოდ ერთს ანიჭებს. ხმაურიან კომპანიაში ექსტრავერტი თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში, ინტროვერტისთვის კი ეს საშინელი სასჯელია. ინტროვერტის მიჯაჭვულობას ყველაფერ დიდი ხნის ნაცნობზე, ექსტრავერტი წყობიდან გამოყავს.
თანამედროვე შეხედულებების უმრავლესობა ადამიანში გამოყოფს განსაზღვრული რაოდენობით ინტროვერტის და ექსტრავერტის თვისებებს, რასაც უბრალო პროცენტულ თანაფარდობამდე მივყავართ და “სუფთა” ტიპების არსებობას მაქსიმალურად ამცირებს. მაგრამ პრობლემის საფუძვლიანი შესწავლა სხვა რამეს გვიჩვენებს.
ადამიანის ტიპს პირველ რიგში მისი სტრესზე რეაქცია განსაზღვრავს. არახელსაყრელ გარემო ზემოქმედებაზე ინტროვერტი საყრდენს საკუთარ თავში ეძებს, საკუთარ სულიერ ენერგიას მიმართავს, ხოლო ექსტრავერტი გარეთაა მიმართული, ცუდად ყოფნისას იგი განტვირთვას გარე სამყაროსთან კავშირით ცდილობს, რომელიც მისთვის ენერგიის წყაროა. მნიშვნელობა არ აქვს სად- დისკოტეკაზე, ხმაურიან კომპანიაში ან ტელეფონზე მეგობართან საუბრისას. ინტროვერტი ხალხს მოერიდება და ამჯობინებს მარტო ან ძალიან ახლო მეგობრების წრეში დასვენებას.
ექსტრავერტი არის ადამიანი, რომელიც მიმართულია გარე მოვლენებსა და საგნებზე, მისთვის გარე სამყარო ერთადერთი რეალურად არსებულია, ამაშია ექსტრავერტის ძალა და სისუსტე. ის ხშირად ვერ გრძნობს მუდმივ შინაგან დიალოგს, რადგან მიმართულია გარედან მოსულ ინფორმაციაზე. ინტროვერტისთვის შიდა სამყარო და მუდმივი შინაგანი დიალოგი მშობლიური სტიქიაა. იგი სამყაროს შეიცნობს საკუთარ გონებაში შექმნილი წარმოდგენების დახმარებით.
დასავლური საზოგადოებისთვის აღმოსავლურისგან განსხვავებით უფრო მისაღებია ცხოვრებისადმი ექსტრავერტული მიდგომა, დეპრესიისადმი მიძღვნილი სტატიების უმრავლესობა ექსტრავერტებისთვისაა განკუთვნილი. თუ დეპრესიაში ჩავარდნილი ინტროვერტი წაიკითხავს მსგავს სტატიას ჟურნალში, რომელიც სთავაზობს “სისულელის თავიდან ამოგდებას” ექსტრავერტისთვის განკუთვნილი მეთოდებით, მიიღებს უარყოფით შედეგს.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ ინტროვერტი ხართ თუ ექსტრავერტი, რადგან მათი დამოკიდებულება დეპრესიისადმია განსხვავებულია. იუნგის ( სხვათა შორის ინტროვერტის) თეორიის მიხედვით, ტიპის განსაზღვრა არ არის ძნელი-მთავარია გაანალიზოთ თქვენი სიზმრები- ინტროვერტის სიზმარში მეტი კონფლიქტები წარმოიქმნება, ვიდრე ექსტრავერტებისაში. სირბილი და ფიზიკური ვარჯიში
“თუ შენ არ დარბიხარ, სანამ ჯანმრთელი ხარ, მოგიწევს სირბილი, როცა ავად გახდები” (ჰორაციუსი). შეიძლება იმის მტკიცება, რომ ვარჯიში ეხმარება ყველას და ყველანაირი დეპრესიისას. თუმცა არსებობს ორი მომენტი: ფიზიკური დატვირთვა ნამდვილად იძლევა დეპრესიიდან გამოსასვლელ ძალას, მაგრამ სად უნდა ვიპოვოთ ძალა ვარჯიშების დასაწყებად? როცა სულში სიცარიელე და სიცივეა, გარეთ ბნელა და ყინვაა, ძნელია ადგე ლოგინიდან და სარბენად წახვიდე. ადვილია საკუთარ თავს მისცე პირობა, რომ ყოვედღე ივარჯიშებ, მაგრამ ამის შერულება ძალიან ძნელია. ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თავს არ იდებს ამ “გმირობის” ჩასადენად და დეპრესიაში მყოფზე რაღა ვთქვათ.
ფაქტი ფაქტად რჩება. ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისა ხელს უწყობს ენდორფინების გამომუშავებას და დადებითად მოქმედებს განწყობაზე. ბევრი ფსიქიატრის აზრით, რეგულარული სირბილი არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე ფსიქითერაპია ან ანტიდეპრესანტები. ამასთან გაუმჯობესება ხდება არამარტო ბიოლოგიური პროცესების შეცვლის შედეგად, თანდათან იცვლება საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება, იზრდება თვითდაჯერებულობა.
ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა დეპრესიით დაავადებულა ადამიანთა დიდ ჯგუფზე. პირველი ჯგუფი იღებდა ანტიდეპრესანტებს, მეორე- ასრულებდა ფიზიკურ ვარჯიშებს კვირაში 3-ჯერ ნახევარი საათი. მესამე -პრეპარატებით მკურნალობას უთავსებდა ფიზიკურ დატვირთვას. 4 თვის შემდეგ შესამჩნევი გაუმჯობესება აღენიშნებოდა სამივე ჯგუფის ნახევარზე მეტს. მეათე თვისთვის დეპრესიის სიმპტომები კვლავ გაუჩნდა პრეპარატის მომხმარებელთა 30 %-ს, მეორე ჯგუფში- 40%-ს, მესამეში-10 %-ს.
ღრმა დეპრესია გადატანილმა ადამიანებმა იციან, რომ დეპრესიის მუდმივი თანამგზავრია ნეგატიური ფიქრები. მათგან გათავისუფლება უსარგებლო შრომაა, ისინი ყველა მოქმედებას აკონტროლებენ, არ გაძლევენ გულისყურის მოკრეფის საშუალებას და გვართმევენ უკანასკნელ ძალებს. მაგრამ არსებობს ერთი კარგი საშუალებაა-სირბილი. ზოგიერთისთვის ის შეიძლება პანაცეად იქცეს. სირბილისას მთელი ყურადღება მასზე მიმართეთ. მალე იგრძნობთ, როგორ გაიხსნება მეორე, მესამე სუნთქვა, ჩნდება ძალები. . . ასეთი სირბილი გონების თავისებური მოტყუებაა- ამ დროს მას დრო არ რჩება ჩვეული ფიქრებისთვის.
დილით ადგომა ძნელია, შიშით ხართ შეპყრობილი, წევხართ, ითვლით ბოლო წამებს, ელოდებით მაღვიძარას ზარს და შემდეგ უნდა ირბინოთ, რისთვისაც ძალა არ გაქვთ, როგორც ერთი ბრძენი იტყოდა:” თუ ადგომა არ შეგიძლია-დაეცი იატაკზე”. შიმშილი
არის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური მეთოდი. საბჭოთა ფსიქიატრიაში არსებობდა სამკურნალო შიმშილობის სპეციალური მეთოდიკა დეპრესიიდან გამოსვლისთვის. ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტები შიმშილობენ ექიმების ზედამხედველობით 2-3 კვირა და იკურნებიან. ასეთი მეთოდიკა ძალიან პოპულარულია ქალებს შორის, რადგან შველის არამარტო დეპრესიას, არამედ ზედმეტ კილოგრამებსაც. შიმშილობის დროს ირთვება ძლიერი გამწმენდი მექანიზმები სხეულის და სხვა სისტემების დონეზეც. ადამიანი ხომ უბრალოდ სხეული არ არის, არამედ სული და სულისკვეთებაა.
შიმშილობას თან ახლავს გარკვეული წინააღმდეგობა და საშიშროება. შიმშილობისას პრაქტიკულად შეუძლებელია ნორმალური რიტმით ცხოვრება, ძლიერი სისუსტის და სხვა არასასიამოვნო მოვლენების გამო. ამასთან შიმშილობისას ბევრი უნდა იმოძრავოთ და იყოთ სუფთა ჰაერზე. რაც მთავარია-დაუშვებელია დიდი ხნით შიმშილობა, რადგან შლაკების ბოლომდე გამოდევნამ ლეტალურ შედეგი შეიძლება გამოიწვიოს. შიმშილობა მთელი მეცნიერებაა, ამიტომ პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ.
ზოგიერთი შიმშილობის შემდეგ მეორე უკიდურესობაში ვარდება. ვითარდება საჭმლის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა ( ბულიმია), რაც თავისთავად სერიოზული დაავადებაა და მკურნალობა ჭირდება. ბულიმია ძირითადად სუსტი სქესის დაავადებაა.( 10 დაავადებულიდან 9 ქალია). ძილის დეპრივაცია
დეპრივაცია ანუ მარტივად რომ ვთქვათ უძილობა ერთადერთი მეთოდია, რომელსაც ადამიანი გამოყავს ღრმა დეპრესიიდან რამდენიმე სთ-ში. ეს მეთოდი შიმშილობის მსგავსად დანერგილია ზოგიერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში. ამ მეთოდების ბიოქიმიური მექანიზმები, რომელიც დაკავშირებულია ნახშირმჟავა ოქსიდის დეფიციტთან სისხლში, მსგავსია.
უძილობით ადამიანის გონებაზე ზემოქმედება ახალი გამოგონება არ არის. ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა იცოდნენ, რომ უძილო ღამე გართობასთან ერთად გარკვეული დროით ათავისუფლებს ადამიანს დეპრესიის სინდრომებისგან. ძილის დეპრივაცია მივიწყებული იქნა და მხოლოდ 1970 წ. ხელახლა აღმოაჩინეს ერთ-ერთ ფსიქიქტრიულ კლინიკაში, რის შემდეგაც მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. დღეს იგი მედიკამენტოზური მკურნალობითაა შეცვლილი, რომელიც სწრაფად არ მოქმედებს, მაგრამ უფრო საიმედოა.
აღნიშნული მეთოდიკა საკმაოდ მარტივია. უბრალოდ ტოვებთ ერთ ღამეს ანუ დასაძინებლად არ წვებით, არამედ ფხიზლობთ მთელი ღამე და მომდევნო დღე. შემდეგ ღამეს ჩვეულებრივ იძინებთ. სიფხიზლის პერიოდი გრძელდება 36-40 სთ. მთავარია გადალახოთ ძილის პერიოდი, რომელიც ჩვეულებრივ დილიდ საათებში იზრდება. აუცილებელია აქტიური მოქმედებების მონაცვლეობა, მაგ. სახლის დალაგება, ვარჯიში და ა.შ. ცვლილებები მდგომარეობაში შეიმჩნევა დილის 3-4 სთ-ზე. ძილის მოთხოვნა გადაგივლით, ჩნდება ენერგია და ძალა. დარჩენილი Dღამე და მომდევნო დღე ასე გადაივლის. მიუჩვევლობის გამო შესაძლოა თავი შებოჭილად იგრძნოთ, პერიოდულად ძილი მოგერევათ, რომელსაც უნდა ებრძოლოთ, რადგან თუ მცირე ხნითაც ჩაგეძინათ, ეფექტი დაიკარგება. მყარი ეფექტის მისაღებად უნდა ჩაატაროთ რამდენიმე სეანსი, დაახლოებით 6-8.
ძილის დეპრივაციისას შედიხარ ე.წ. გონების შეცვლის მდგომარეობაში. დიდი ხნით დაუძინებლობის მეთოდს იყენებდნენ გესტაპოში და იგი ყველაზე საშინელ წამებად ითვლებოდა. ძილის დეპრივაციას იყენებენ ზოგიერთი შამანური რიტუალის დროს. მაგ. ითვლება, რომ 5 დღის უძინარი ქალისთვის იხსნება სულების სამყარო და იგი შეწირული ხდება. სინამდვილეში ამდენი ხანი სიფხიზლე ადამიანის ფსიქიკას არ შეუძლია, ვეღარ კონტროლდება საკუთარი ქმედებები, ხდება ხშირი და მოკლე ჩავარდნა ძილად. ირევა რეალობა და სიზმარი. იწყება სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები, რასაც შამანთა კონცეპცია ხსნის სულების არსებობით.
უმრავლესობა ძილის დეპრივაციის გამოყენების შემდეგ აღნიშნავს მის დადებით ეფექტს პირველივე ცდიდან, თუმცა იშვიათად საჭიროა რამდენჯერმე გამეორება, ამიტომ პირველი წარუმატებლობის შემდეგ ნუ გადაუსმევთ ამ მეთოდს ხაზს. თუმცა მეთოდიკა კარგად შეისწავლეთ. სინათლის თერაპია
ეს პროცედურა შეიძლება პანაცეად იქცეს სეზონური დეპრესიისას ანუ როგორც მედიცინაში უწოდებენ სეზონური აფექტური მოშლილობა. მისი სიმპტომები ჩნდება, როცა ორგანიზმი განიცდის მზის სინათლის ნაკლებობას. (ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში).
განწყობაზე ამინდის გავლენას განიცდის მოსახლეობის საკმაო ნაწილი (30-40%), რაც დეპრესიულ მოშლილობაში გადადის 5-10 %-ში. დაავადების სიხშირე მატულობს ჩრდილოეთის განედის მიმართულებით. აშშ-ს სამხრეთ შტატებში სეზონურ დეპრესიას განიცდის მოსახლეობის 1-2%, ჩრდილოეთ შტატებში იზრდება 100%-მდე.
სინათლის თერაპიის დროს ადამინზე მოქმედებს კაშკაშა ნათურის (10 ლუქსი) სინათლე, რაც უდრის გაზაფხულზე ფანჯრიდან შემოსული მზის სხივის რაოდენობას. ამგვარად ხდება ბუნებრივი სინათლის წყაროს -მზის- კომპენსაცია ხელოვნურით. მკურნალობა გრძელდება 4 კვირა. გაუმჯობესება ხდება მე-3 დღიდან 2 კვირის ვადაში. პროცედურის ხანგრძლივობა იცვლება ნახევარი საათიდან რამდენიმე სთ-მდე დღეში.
აშშ-ში და ევროპაში იყიდება სპეციალური ნათურები, რომლის სინათლე ახლოა მზის სხივების სპექტრთან და სეანსის ჩატარება შეიძლება სახლის პირობებშიც. ჩვენთან ამ მიზნით შეიძლება ძლიერი ნათურების გამოყენება. არსებობს აგრეთვე სინათლის ხელოვნურად გახანგრძლივების მეთოდი. დასავლეთში იყიდება მოწყობილობა, რომელიც ნათურას თქვენ ადგომამდე 2 სთ-ით ადრე ჩართავს.
სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, სინათლის თერაპია ეხმარება სეზონური დეპრესიით დაავადებულთა 2\3-ს. თუ თქვენ დარჩენილ 1/3 მიეკუთვნებით. მოგიწევთ საკუთარი ცხოვრების რიტმის აწყობა ამინდი ჭირვეულობაზე. მზიანი დღეების ქუჩაში გატარება ან ზამთარში შვებულების გატარება მზიან ქვეყნებში, მაგ. კანარის კუნძულებზე. რაც საკმაოდ ძვირადღირებულია. ფსიქოთერაპია
ფსიქოანალიზი არის აღსარება ცოდვათა მიტევების გარეშე (ჩესტერტონი). აშშ-ში ყველა ნორმალურ (მით უმეტეს ნაკლებ ნორმალურ) ადამიანს ყავს თავისი ფსიქოთერაპევტი. ჩვენთან ეს ნაკლებად მიღებულია. ობივატელური შეგნება ადამიანებს ყოფს “ჯანმრთელ” და “ფსიქიკურად დაავადებულ” ადამიანებად. (ცოტა ხნის წინ მედიცინაშიც მიღებული იყო მსგავსი დაყოფა). ამ ლოგიკით “ფსიხებს” ჭირდებათ იზოლირება “ნორმალურებისგან”. თავად ფსიქიკური ნორმის გაგება კონკრეტული არ არის. ფსიქიკური ავადმყოფობა კი ჩვეულებრივ, “ნორმალურ” ადამიანშიც იწვევს ძალიან კონკრეტულ ასოციაციას.
სინამდვილეში სულიერი პრობლემების მქონე ადამიანების მხოლოდ 5-7 %-ია ფსიქიკური გადახრებით. მათ ე. წ. “დიდი” ფსიქიატრია მკურნალობს, უმრავლესობა კი ისე იცხოვრებს, რომ მედიცინასთან შეხება არც ექნება. დანარჩენი 93-95 % არის “მცირე” ფსიქიატრიის პაციენტი ე.წ მოსაზღვრე მდგომარეობებით. ეს არის ნაირგვარი ნევროზები, ემოციური სფეროს და ქცევის მოშლა, ფსიქიკური ტრამვის შედეგები, ხასიათის შეცვლა და სხვა. ამ გადასახედიდან ჩანს, რომ “ნორმალური” ადამიანების უმრავლესობას ესაჭიროება ფსიქოთერაპევტის ან ფსიქიატრის დახმარება. ფსიქოთერაპიაში არსებობს 200-მდე მიმართულება. მათ შორის გამოიყოფა ორი ძირითადი: პირველი-ფსიქოდინამიკური ანუ ინსაიტორიენტირებული ( ამ ჯგუფში შედის ყველასთვის ცნობილი ფსიქოანალიზი), რომელიც ეხმარება პაციენტს ინსაიტის (გონების განათების) მიღწევაში, პრობლემის მიზეზის ჩაძიებაში, რომლის ფესვები ხშირად ბავშვობაში მიდის. მეორე კატეგორია-კოგნიტური (ქცევითი) თერაპია, რომელიც მიმართულია კონკრეტულ ცვლილებებზე ადამიანის ქცევასა და აზროვნებაში.
თუ დეპრესია ისეთი მძიმეა, რომ პრობლემები წარმოიქმნება სამსახურში ან სხვა სფეროებში, ადამიანს შეიძლება არ ეყოს სულიერი ძალა უფრო მეტზე, ვიდრე ეს თერაპია სთავაზობს. ეს თერაპია აქცენტს აკეთებს თავად ადამიანის მხარდაჭერაზე და არა მისი მდგომარეობის შეცვლაზე.
შეუძლია თუ არა ფსიქოთერაპიას დეპრესიისგან საბოლოოდ განკურნება? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში დაავადებების მიზეზების მოსაძიებლად საკმაო დროა საჭირო. ხშირად კი, როგორც იუნგი აღნიშნავდა, ბევრი რამ გამართლებაზეცაა დამოკიდებული. მსუბუქ ფორმებში ფსიქოთერაპიას შეუძლია დეპრესიის მდგომარეობის გაკონტროლების სწავლა. მტკიცე გარანტია განკურნების არ არსებობს. დეპრესიისას გვეჩვენება, რომ ყველა სესია უშედეგოა, რადგან არაფერი იცვლება, მის შედეგებს დეპრესიიდან მთლიანად გამოსვლის შემდეგ იგრძნობთ. ასე თუ ისე მხარდაჭერა აუცილებელია. როცა მერყეობთ და უხერხულ მდგომარეობაში ხართ, მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანის ყოლა გვერდით, რომელმაც იცის რა გააკეთოს თქვენ მხარდასაჭერად, მცირე იმედის შენარჩუნება. ფსიქოთერაპიის კურსი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა ან წელიწადი, ყველაფერი დამოკიდებულია ექიმზე, პაციენტზე და კონკრეტულ სიტუაციაზე.
This post has been edited by salo_salo___ on 10 May 2009, 16:14
|