ზვიოსსული
უსახლური

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5533
წევრი No.: 63234
რეგისტრ.: 2-June 08
|
#10865422 · 15 Sep 2008, 13:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"... - საუკეთესო მეგობარი, - მზერას იატაკისკენ ვხრი, რომ მოვიფიქრო, - ნუ საერთოდ მეგობარი გყავს... იმიტომ გეკითხები, რომ რატომღაც მგონია, მე მგონია არავინ... - კი, - ისე ზერელე და თან სხარტი ინტონაციით იძახის კაენი. შემდეგ კი საკმაოდ ჩაფიქრიანებული დუმილს არღვევს, ზედაც არ მიყურებს ისე მეუბნება – შევეცდები რაიმე მოგიყვე. კაენი პირს აცმაცუნებს, ქათქათა კვადრატული პირსაწმენდი თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას ასრულებინებს. კაენი ყვება: - მაშ ასე, წარმოიდგინე ეზო, - მისი მზერა ბარის ინკრუსრტირებულ ჭერშია აპყრობილი, - მტვრისა და ქვიშის მოყვითალო საფარით და იქვე დგას ხაკისფერი, დიდი მტაცებელი, ადამიანი-მაიმუნის მაგვარი ბანჯგვლიანი მხეცი სახელად გვიდო. კაენი მორიგ პაუზაც აკეთებს, თვალებში წამით მაშტერდება, თითქოს ამოწმებს, როგორ მივიღე იმის დასაწყისი რასაც მიყვება, თუ მეუბნება. ჩვენს მაგიდაზე უკვე არც ვიცი რამდენი ცარიელი სასმისი დგას და რამდენიც ნახევრად ცარიელი, არა და ოფიციანტი რატომღაც არ გვეკარება. - გვიდო, - იგივე შემართებით გრძელებს კაენი, - რომელსაც დიდი წაწვეტებული ყურები და პატარა წაბასრებული რქები აქვს. შენ ალბათ გაინტერესებს ვინ არის გვიდო. გვიდო ჩემი მენეჯრია. გვიდო მუდამ გაღიმებულია და თვალ ბასრად გამომჭოლი მზერით იღრიჭება. წარმოიდგინე, ისე დგას, გაქვავებული, თითქოს მიწის ამოტეხვა უნდოდეს. ჩაჭედილივით. კაენი მორიგ პაუზას აკეთებს, ფიქრისთვისსავით დაისევ სადრაც გადაგდებული მზერით აგრძელებს: - გვიდო მთლად შიშველი არ არის, მაგრამ მთლად ჩაცმულსაც ვერ დაუძახებ. ჩვენ ვდგავართ. უბრალოდ ვდგავართ. ჩვენ ახლა აქ უბრალოდ არ ვზივართ, ვლაყბობთ, ვჭამთ, მივედ-მოვედებით, მე და გვიდო კი უბრალოდ ვიდექით. თითქმის უდანაშაულოდ. ჩვენი დგომა არფერს კონკრეტულს არ ემსახურებოდა და არაფერს კონკრეტულს არ გამოხატავდა, თუმცა მაქსიმუმი რაც შეიძლება გამოეხატა ურთიერთ შემაკავებლობაა. თუ ხვდები რას ვგულისხმობ? კაენის კითხავაზე მე ვიჭყანებისავით, კაენი კი ხელით აკეთებს მოძრაობას, რაც ნიშნავს “დაიკიდე”. - ყველაფერი რაც აღმემატება, - ახლა უკვე ისევ ჩემს თვალებშია გადმონაცვლებული და ოდნავ დაჯერებული, მორბილებული ტონალობით აგრძელებს, - რაც სასურველია, რაც მაკლია ყველაფერი მიზიდავს, როგორც პლანეტა მიზიდავს და არ მიშვებს. ვებღაუჭები, მებღაუჭება და ურთიერთ ბღაუჭი ქმნის ჩვენს სიყვარულს. პლანეტის და მისი მობინადრის სიყვარულს. ბრძოლას. მთელს კაიფს, აზრსს და ამის იქით. ჩამტკბარი მტკლაშა-მტკლუში. ღაწვებში; გემოვნებით. ეს სხვა სიყვარულია. წარმოიდგინე, ჩემს და გვიდოს თვალებში მიწიერი და კოსმიური სიცარიელეა და ვიძირებით. ცივად. ღრმად. სამარადისოდ. სამყარო უსასრულოა და იგი ჩვენში ასევე უსასრულოდ ირეკლება, მაგრამ სარკე ჩემსა და გვიდოში გაბზარულია და იქმნება საფრთხე დასეროს სული და ადენინეს ნაღველის ნიაღვარი, შარდის შადრევანი და ასხმევინოს სისხლი. წუწებად. წურწურით სამომავლო შედედებისკენ. თან, გვიდოს სუნი ასდის. ადამიანებთან მცხოვრები ცხოველის სუნი, რომელიც დიდი ხანი ცხოვრობდა მარტო. ჩვენ ვდგავართ და აი გვიდო მეუბნება: “ყველაფერი კარგად არის”. ანუ, მალე აღარ იქნება, ვასკვნი მე და ამავედროს, სრული სიცხადით განვიცდი, რომ გვიდო ჩემი სამეგობრო არსებაა. “შეგვიძლია ახლავე დავიწყოთ - აბმობს გვიდო, - ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია”. გადარჩენის შანსები არაფრის ტოლფასია. გვიდოს თვალები და სახე ოდნავ მაღლა იწევა, - კაენმა ამ დროს საუბარში სხეულის და განსაკუთრებით ხელების მოძრაობაც ჩართო, - შემდეგ კი მზისკენ იმზირება და მის რადიაციულ გამოსხივებაში იჭუტება და ასე ინაბება. მისი შავი, არაკონკრეტიზირებული თვალები. – კაენმა თავადაც ასწია თავი, - მე და გვიდო საუკუნოვანი წარსულიდან გადმოჩეკილი ორ ფერხთ მდგომიარე არსებები ვართ და ჩვენ ვაპირებთ შევძლოთ. გვიდოს სახე რაღაც მაიმუნის, ადამიანის თავის ქალის და ეშმაკის შუალედური ვერსიაა. იფიქრე, მეუბნება თვალმოჭუტული და განაბული არსება, შეიგნე და აცნობიერე მთელი ძალით. ამ დროს მე უნებლიედ მაფიქრდება: წყვდიადის აკვანში ცნობიერება იძინებს და იდეურ ხაზვათა მონახაზებით მეობა მეობას ვეღარ ივიწყებს-სავით. რატომღაც. როცა სხვას მივჩერბივარ, - “მინდა დაგარწმუნო” მზერით მეუბნება კაენი, - ანდა მასზე ვფიქრობ ჩემი თავი აღარ მახსოვს და ამიტომ არ ვარსებობთ. უკვე დაახლოვებით ერთი თვე იქნებოდა, რაც გვიდოსთან ერთად არაფერზე ფიქრით ვერთობოდი და ამ არაფრობაში გავიცანი ადელაიდა, ადელა არა, ადელაიდა სხვაა, - ნიმფასავით მოხდენილი, ფერიასავით გრძნეული და სასურველი, როგორც არავინ თუ არა ქალი. გვიდო გაშეშებული დგას და მზეს ემზერება, რადგან მას სხვა არაფერი გააჩნია. ის თავისუფალია. ჩემთან მეგობრობსავით. ერთობა და არაფერზე ნერვიულობს. მას ნერვული უჯრედები სტრესის მიმართ ატროფირებული აქვს. 99%-ით. მე ვცდილობ ვისწავლო იგივე მისგან და მეც ვდგავარ და ვცდილობ განვიცადო ყოველივეს არარაობრივობა, რადგან ადვილია იყო რაღაც თუ გარშემო არარაობაა. მაფიქრდება, ამაოება ამაოდ არ არსებობს. - არადა აღიქვა არარაობა არც თუ ისე ადვილია. ყველაფერი რაც გიზიდავს, ყველაფერი რასაც თვლი, რომ გიყვარს, ან მოგწონს, ან განერვიულებს, ყველაფერი უნდა გადაიყვანო გემოს, შეფასების, განსჯის, სიამოვნების, დავრდომილობისა და ყველაფრის მიღმა. ნუ გეგონება, რომ ეს ადვილია. ნურასოდეს ნუ გეგონება. კაენის დამრიგებლობა სასაცილოდ მეჩვენება. - არ ვიცი რატომ, მაგრამ გვიდო ფიქრობს, რომ მე შევძლებ, - კაენს კვლავ სერიოზული ტონი აქვს მე კი ცოტა მოუხელთებლობის შეგძნება მეწყება, - ჩვენს გარშემო მთავარი საეკლესიო შენობის მთავარ, მზით დაფიცხებულ და გაფიჩხინებულ, ქვაფენილიან ეზოში ოთხი მღვდელი ფუსფუცებს და მუშაობენსავით. აქვეა ერთადერთი ქალი, რომელიც ამ ტერიტორიაზე მოიპივება. წარმოიდგინე, არავინ არავის აქცევს ყურადღებას და ყველა თავის უნიათო ჰრმონიაში განისვენებსავით. ზოგი ხვეტავს, ზოგი ახალგაზრდა ხის ტოტებს კვნეტს, ერთადერთი მდედრი კი აკვირდება მღვდლების საქმიანობას. ხან ერთს უცქერს, ხან მეორეს, მას კი ყურადღებას არავინ აქცევს და ყველა ჩემს, გვიდოს და მდედრს გარდა თავდავიწყებით მუშაობს. გვიდოს ვაშორებ მზერას და ჩემი ტვინი აღიქვამს ქალის გამო-სახეულებას... გამოსხეულებას. “ბიბლიით, ყველა უსიამო-ვნება ქალითნ იწყება, - ამბობს გაქვავებული გვიდო – თუმცა, ქალითვე მთავრდება”. ერთადერთი ქალი ამ რელიგიურ ცენტრში მღვდლების თვალიერებით კაიფობს და მისი თვალები ჩემსაში გრდმოდინდება. ჩემი შეგრძნება: სისინივით განაბულობა. ზედსართავები: უკიდურესობა, საფრთხე, სულსავსე ხორცი. საფლავივით ღრმა და ნაბურუსევი თვალები. უმი ხორბლისფერი კანი. თითქმის ნულზე გადახოტრილი თმები. მოთეთრო-მოკრემისფრო, თასმებიანი გრძივი კაბა. ეს ქალი ცივილიზაციიდან 40 კილომეტრის მოშორებით არსებულ ბერების მონასტერში უჩანთოდ არის მოსული. ზაფხულის თბილი, მშრალი ნიავი მის შიშველ სხეულზე გადაცმულ კაბაზე ჰაეროვან, უცაბედ ტალღებს აჩენს და აქრობს და მე მგონია, რომ ეს მდედრი სადღაც ადრეც მყავს ნანახი, ან მინდა, რომ მეგონოს, რომ მყავდეს, ნანახი. კაენის პროზაულ-ლიტერატურულ-ლირიული შეყვან-შემოყვანილობები გაკვირვება-გაღიმებულობის შუალედებში მტოვებს, მაგრამ ჩემი ყურადღება მხოლოდ მის მოსმენადაა მოქცეული. - ბერთა მონასტერის უდრტვივნელობა და უდაბნოს გაუდაბურების განწყობილება ყველაფერს ედება, ეპოტინება და აღწევს სიღრმეში. ესეთი იყო ჩემი განწყობა, რაც მნიშვნელოვანი იყო და არის, ალბათ მერე მივხვდები, შენ საერთოდ გახასიათებს, თუმცა... – კაენის კიდევ ერთი ჟესტი კატეგორიიდან “დაივიწყე და დაიკიდე”, - მღვდლები, რომლებსაც შეუმდგარ არსებებეად ვთვილით თვლიან, რომ არანორმლურებს არ უნდა მოსთხოვონ ის რასაც ისინი საკუთარ თავს სთხოვენ. სიყვარული. შემწყნარებლობა. მორჩილება. ისე, მორჩილება ადებილებს ხოლო დებილები არავის იმონებენ. რა უნდა მათ ჩვენ, ჩვენნაირები რომ ვიყოთ? იმ ადგილას არაფრისთვის მივდიოდით, რომ დავისვენო ყველაფრისგან, მაგრამ არა. მაშინ არა. ადგილი სადაც შემიძლია არარაობრივობის გემოს შეგრძნება იმ დღეს გადაზედმეტებულია ქალით. ერთადერთი მდედრი უდაბნოში მდგარ მონასტერში. ერთადერთი მდედრი 40 კილომეტრის რადიუსში და აქ მე ვარ ერთადერთი მამრი, რომელსაც უნდა, ან შეუძლია, რომ უნდოდეს მისი გაჟიმვა და არა მხოლოდ. უკვდავების მიღწევა და გამრავლების ინსტინქტის დაძლევა დროში ერთად მოხდება და მე განვაგრძობ მოკვდავებულობას და ვშორდები არარაობის სრულყოფილების განცდას, რადგან სიკვდილი სრულყოფილებას ვერ ემსგავსება და ამიტომ ვერ არის არარაობრივი. აქ, გაუდაბურებულ უდრტვივნელობაში მე უნდა გამეცნობიერებინა და განმეცადა ყოველმხრივი სიცარიელის მაშტაბები. გვიდოსთან, ანუ არავისთან ერთად უნდა დამეკარგა საკუთარი მე, სუბიექტურობის სივიწროვე და მაქსიმალურად დავკარგულიყავი ყვლაფრით თანასწორ და არარაობრივ ერთიანობაში. ყველაფრისთვის. ყველაფერთან ერთიანობისთვის. მართლა რაღაცისთვის. ეს ჩემი ცხოვრების დანიშნულებაა, რადგან სხვა არ გამაჩნია. “განდეგილები იმალებიან ცდუნებისაგან, - ამბობს კვლავინდებურად გაშეშებული გვიდო, - რადაგნ ეშინით.” იმ ადგილზე პირველად რამოდენიმე თვის წინ მივედი და მრავალფარდოვანი ძიების შედეგად აღმოვაჩინე, რომ ეს ის ადგილია. ეს სიტყვა კაენმა განსაკუთრებით ხაზგასმით გამოთქვა, ამოისუნთქასავით და გააგრძელა: - მთელი წელი ეძებ ადგილს სადაც შენი არსება კარგავს ყველაფერს. შენ იქცევი სიცარიელედ, რომელიც ეძებს შევსებას და რაც უფრო იზრდება დაკარგულობა, მით მეტია მოძიების მოთხოვნილება. გვიდო ამბობს: “გარემოზე და საკუთარ თავზე შურისძიება, გამთლიანების ძიებაა, რომელიც ბოლოს ქმნის ბოლო მიზანს: ძიება, პოვნა, შეცნობა, გადამუშავება და განთავისუფლება”. რატომღაც მაფიქრდება: ეს ყველაფერი სიტყვებია? - მე მხოლოდ არარობის თავისუფლება მინდოდა. ძალიან მინდოდა. ძალიან. გვიდომ მითხრა, რომ არ არსებობს ისეთი ფსიქიკური მოვლენა, რომლის მდომარეობა და ფუნქციონირება არ იქნებოდა დამოკიდებული ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქის მუშაობაზე, შესაბამისად, არ არსებობენ ისეთი ფასიქიკური თვისებები, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი დიდი ნახევარსფეროთა ფიზიოლგიურ თვისებებზე. შესაბამისად, არ არსებობს დამოკიდებულება და განწყობა, რომლის შეცვლაც, ან მიღწევაც შეუძლებელი იქნება. მატერიალიზმი მოხელთებადია და იმედიც უფრო ხეშეში ხდება და მიზანიც ბიოლოგიურად აღქმადად იშლება გონებაში. ყველეფერი ჩემშია გამოთაყვანებული იერით, გაქარწყლებული განწობით და უკვდავებაზე ფიქრით მე უფრო მეტი მგონია ჩემი თავი ვიდრე ამ მღვდლებს, გარშემო, რომ მუშაობენ, მაგრამ მათგან განსხვავებით ვიღაც ქალში მე ვხედავ რაღაცას. გაურკვევლობა სტიმულია აღმოაჩინო, როგორც განვითარების კატალიზატორი კომპლექსები. აღადრეთ ფილსოფიური იდიოტომები.... წესები, ნორმები, ტრადიციები, კანონები... გვიდო კი მშვიდად მეუბნება, რომ ადამიანის მიერ აღმოჩენილი არც ერთი კანონი არ არის უნივერსალური, რადგან, მისი აღმომჩენი არ არის უნივერსალური. რას გეუბნება ეს ადამიანის აღმოჩენებზე? კანონზე? მაფიქრდება: იცოდე კანონი და იქნები დაცული; კანონისგან. - აქ, იმ ადგილზე, - კაენი უკვე სრულიად შეჭრილია როლში და მგონი გვიდოს მე გვიდოს ნაცვლად ველანდები, - არავინ გეკითხება არაფერს. არავინ გთხოვდა არაფერს. არავინ არაფერს გავალდებულობდა და შენგანაც არავინ არაფერს არ მოელოდა, თითქოს სიცოცხლეც კი. მოთხოვნილებების მინიმუმი გადადიოდა განთავისუფლების მაქსიმუმში. ელემენტარული ბიოლოგიური მოთხოვნილებები – საკვები, წყალი, ჰაერი და გასაძლისი ტემპერატურა. სისადავე, რომელიც სრულყოფილებისა და თავისუფლების ილუზიაში გძირავს. მღვდლები აქ საუბრობენ მხოლოდ ღვთიურ სიყვარულზე და მიტევებაზე, ან საერთოდ არ ლაპარაკობენ. მღვდლები იკვებებიან მინიმუმით. მოიხმარენ საგნების მინიმალურ რაოდენობას, ისევე, როგორც ნებისმიერ მოთხოვნილებას და მათი ცხოვრება მაქსიმალურად თავისუფალია საჭმლისგან, ტანსაცმლისგან, სასმელისგან, კომფორტისგან, განსაკუთრებულობისგან, შეჯიბრობითობისგან, გამორჩეულობისგან, პირველობისგან, მუდმივი გართობის მოთხოვნილებისგან, თვალთმაქცობისგან. მათთან შედარებით მე კიდევ უფრო არაფერი ვარ. შავი და თეთრი, როგორც მონასტრის ბინადარნი, ფერფლი და კოსმოსი; და არა როგორც საყოფაცხოვრებო სიჭრელე. მე და გვიდო თვალმიბნედილნი ვდგავართ და ვცდილობ ვიფიქრო მაქსიმალური მაშტაბებით, მინიმალური დეტალიზაციის საპირისპიროდ, მარადისობის მიმართულებით. ჩემს გონებაში პროექცირდება სრული სპეტაკი სინათლე, გარდამავალი აბსოლიტურ წყვდიაში. და პირიქით. და ისევ პირიქით. და ისევ. კაენი მცირედ შეყოვნებას აკეთებს, თითქოს ძალებს იკრებს, რომ იმავე შემართებით გააგრძელოს: - წარმოიდგინე, მზე აცხუნებს. სითბო სიცხეში გადადის და სიცხე სითბოში. ნიავი ქრის და მიწის ზედაპირზე უდაბნოს მტვრის და ქვიშის ყვითელი ბურუსი ჩნდება და ქრება. როგორც მე. ლანშაფტი მნიშვნელოვანია. გარემოყოფიერება. შემდეგ კი რაღაც წყდება და ჩემი ყურადღება წამით კონცეტრირდება იქვე მჯდომიარე, ერთადერთ ქალზე. ყველაფრის თავიდან დაწყება მიწევს. გვიდო ამბობს, რომ ვერ აღვიქვამ სამყაროს მთლიანობას და ყველაფერი მგონია დაწყებულად და დასამთავრებლად. ალბათ ვერ ვხვდები, რომ სამყაროს ერთიან უსასრულობაში ვერ იარსებებს დასაწყისი, ანდა დასასრული. ასე, რომ მე აღარ ვთვლი, რომ ყველაფერი დაიწყო, როცა დამეხოცა ყველა ნათესავი, რომელსაც ვიცნობდი, ან რომ ყველაფერი დაიწყო, როცა ოთხი დღის შემდეგ გამიჩნდა გვიდო, არამედ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ერთი მთლიანობის შემადგენელი ნაწილია, რიგითი, არა განსაკუთრებული, არ არასებული. მერე ეს მღვდლები. ლანდები და მოჩვენება. უსახურ ანაფორებში, გაბურძგნული თმებით, გრძელი წვერებით. კვარის და ჩალის სუნით. თავისი მოკრძალებულობითა და განცხოვრებული გამოხედვებით. მღვდლები არ საუბრობდნენ არც თავიანთ წარსულზე, არც მომავალზე და არც ჩემს წარსულზე და არც მომავალზე არაფერს კითხულობდნენ. მახსენდება: “ჩვენ ყველანი ერთი ღმერთის შვილები ვართ”. - გვიდო ყოველთვის მარტო ცხოვრობდა და ამბობს, რომ ყველანი ყოველთვის მარტო ვცხოვრობთ, მაგრამ ზოგიერთებს სჯერათ, რომ ერთად ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰგონიათ ასე. გვიდოსთან ერთად დგომა, ისე, უბრალოდ, სრული, წმინდა ეგზისნტენციალური თვალსაზრისით, არის რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი. უბრალოდ იდგე. იდგე და კიდევ იდგე. უმოძრაოდ. უბრალოდ. იდგე. იყო. ეს იყო დაახლოვებით რამდენიმე თვის წინ და ჩემი სანათესაოს ამოწყვეტიდან დაახლოვებით უფრო მეტი თვეების შემდეგ. მე და გვიდო გავდივართ და ვიკარგებით ქალაქ გარეთ და ყოველ გასვლაზე ვცდილობ დავიკარგო და გადავიდე სადღაც, უკეთეს მდგომარეობაში. მე აღარასოდეს ვიქნები იგივე და ვიქნები რაღაც სხვა. პოეზია და ფიზიკა არსებითად ერთი და იგივეა, კოსმიურ, სამყაროსეულ, უნივერსალურ, უსასრულობისა და სხვა მსგავსი მაშტაბური სემანტიკური კატეგორიებისათვის. ქალაქში, სახლში, უცნობ-ნაცნობებთან მე აღარ ვბრუნდები. ვბრუნდები ახალი, სხვა მე. გარდაცვლილი. შეცვლილი. ცვალებადობა და ორგანიზმის მუდმივი განახლებადობა, ბიოლოგიური გომეოსტაზი – ცვალებად გარემოში მიაღწიო საკუთარი ცოცხალი ორგანიზმის მყარ ბალანსსა და თვითრეგულაციას. ვაღებ პირს რათა გვიდოს ვუთხრა, რომ უნდა წავიდეთ, რადგან აქ ეს მდედრი ზის და ხან არ ზის და მე არ შემიძლია არაფერი, როცა ეს ქალი აქ მემჩნევინება. უინტერესო მღვდლებთან შედარებით ეს ქალი აღმოჩენად მეჩვენება. გვიდო იხედება სავაროუდო მდედრისკენ, შემდეგ აბრუნებს თავს ჩემსკენ და გაკვირვებული მიყურებს. უხმოდ იძვრება ადგილიდან, მიდის მანქანისკენ, ხტება ღია საბარგულზე. ჩვენ ვბრუნდებით ქალაქში. კაენის გვიდოს მე არ ვგავდი, არც კაენი ჰგავდა ჩემს, ან ჰგავდა, მაგრამ მე საბარგულზე არ ვიჯექი, როცა მანქანით სასროლ მოედანზე მივდიოდით ფანჯრიდან ოთხი, ჯარისკაცებივით ჩამწკრივებული მამარი დავინახე. ქუჩის მეორე მხარეს სახეთ იდგნენ და ერთდროულად, სინქრონში შარდავდნენ. მათ ასევე სინქრონულად გამოაყოლეს თვალი მანქანას. პროცესი მოძრავ ფანტანს გავდა. ..."
--------------------
უდიპლომო ფსიქოპატი
|