#10848796 · 13 Sep 2008, 22:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
AGENTELA მე არ ვარ ფსიქოთერაპევტი და პროფესიონალის რჩევასაც ვერ მოგცემ. სამაგიეროდ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრა, რომ ალაპარაკე ეს ადამიანები, სულ ილაპარაკონ, სანამ არ დაიცლებიან. ლაპარაკის გარდა ექსპრესიის კიდევ სხვა ხერხებიცაა, მაგალითად ხატვა, ძერწვა, მოძრაობები (ცეკვა. ეს ალბათ მარტო პატარებთან გამოვა) და ხელოვნების სხვა სფეროები. ანუ მე ვთვლი, რომ მთავარია ამ ადამიანებმა ნებისმიერი ხერხით მაქსიმალურად სრულად გამოხატონ თავისი განცდები. მაგრამ შენც უნდა შეიტანო წვლილი ამ პროცესში, რათა სწორი მიმართულება მიცე ამ გამოხატვის პროცესს.
--------------------
ბაყაყის ბარკლების გემოზე იმან მეკამათოს, ვისაც ის გაუსინჯავს
|