სიკეთის გაკეთება ძალიან ძნელია ადამიანისათვის.
ერთი პერიოდი, როცა ეკლესიურ ცხოვრებას ვეწეოდი (რამაც 6 თვემდე გასტანა) მამაომ მკითხრა, რას აკეთებ სიკეთესო, მე უთხარი ცხოველები მიყვარს უზომოდ და ვეხმარებიმეთქი
და ვისაც ცხოველები უყვარს ძალიანო, იმას ცოტა ადამიანებტან უჭირსო, ადამიანსაც გაუკეტეო, ეგ ცოტააო
თან ეცადე უცხო ადამიანს გაუკეთო, სულ უანგაროდ, მეორედ რომ ვეღარც ნახავო
მერე ვიპოვე ფორუმი ჩარჩ.გე და იქ არის საქველმოქმედო ფონდი, ხოდა ერთი წერდა რომ არ მაქვს ბურთის ყიდვის საშუალება და იქნებ მინმემ ამიხდინოს ეს ოცნებაო, ლოგიკურად ვიფიქრე, რომ გაჭირვებული ოჯახი იყო და ბავშვს ბურთსაც ვერ ყიდულობნენ და დაურეკე და უთხარი მოგიტანთქო
გადავწყვიტე კარგი ბურთი მეყიდა და ნუ მარაზიაში რომ შევედი, რაღაც 200 ლარიანი ბურთებიც იყო, მაგდენი არ მქონდა და ვიყიდე 50 ლარიანი ბურთი
ვიუტანე და აღმოჩნდა, რომ უბრალოდ აი ზუსტად ძალიან ძვირიანი ბურთი უნდოდა, თორემ არანაირი ისეთი გაჭირვებული ოჯახი არ იყო, რომ ბურთი ვერ ეყიდათ
ხოდა, აქ 50 ლარი და 200 სატრაბახოდ კი არ დავწერე, ხო არ მიცნობს არავინ აქ, უბრალოდ იმაზე დამწყდა გული, რომ სიხარულს ველოდი ერთი და იმედგაცრუება ვნახე, მეორე, იმ 50 ლარით მართლა ვისაც უჭირდა, იმას დავეხმარებოდი, მოკლედ დავიბენი
და ტან მტავარი ის იყო, რომ ხომ შემეძლო 10 ლარიანი ბურთიც მეყიდ,ა მაგრამ რაღაც სურვილი გამიჩნდა, ფული არ დამეზოგა ამ საქმეში, რადგან ვიფიქრე, თუ ვჟმოტავ, რაღას ვყიდულობ საერთოდმეტქი და რაც მქონდა იმ მომენტში, სულ ეგ იყო
და ისევ ცხოველებს დაუბრუნდი
როგორც გინდათ, ისე გაიგეთ, უბრალოდ მართლა გულით დავწერე რაც განვიცადე
თავი ისე დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვიგრძენი, რომ რა ვიცი
მერე, რომ დავფიქრდი, ეს იყო ანგარებიანი სიკეთე, მე ამას იმიტომ ვაკეტებდი, რომ იმ მომენტში მინდოდა ცემი ცოდვებსი კომპენსირება მომეხდინა
სიკეთე მხოლოდ მაშინ არის სიკეთე, როცა უბრალოდ აკეტებ და არ ფიქრობ
უბრალოდ მოუსმენ ადამიანს
რცევას მისცემ
მე დამეხმარა ერთხელ ერთი, ბარში ვიჯექი და ვტიროდი და ბევრნი ისხდნენ, მოვიდა ერთი ბიჭი, მაგიდაზე ყვავილები ქონდათ, ის მომიტანა და მითხრა, ჩვენთან გადმოჯექი და ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნებაო
არასოდეს დამავიწყდება
ისე თბილად მითხრა, ისეთი თბილი ბიჭი იყო, უფრო ავტირდი
This post has been edited by lostwoman on 22 Sep 2008, 00:42