"ყველა ფიქრობს რომ მან იცის რა არის სიყვარული,ყველა თავისებურად ხსნის მას, ზოგს სიყვარული მიაჩნია სექსუალური ლტოლვა,მაგრამ სექსუალურ ურთიერთობებში იმედგაცრუების შემდეგ ისინი იმედგაცრუებულმნი რჩებიან სიყვარულშიც.ზოგს კი სიყვარული მიაჩნია განწყობა,მდგომარეობა,რომელიც შეიძლება მოვიდეს ადამიანთან ან და წავიდეს,რომ მას ადამიანისთვის მოაქვს ან ბედნიერება ან უბედურება
მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ არის სიყვარული,ეს არის უპირატესობის მინიჭება,ასევე არ არის სიყვარული და არის უპირატესობის მინიჭება,როდესაც დედა ართმევს სხვის ბავშვს პურს და აძლევს თავისას,იგივე ხდება როდესაც ადამიანები რელიგიური ან პატრიოტული მოტივით კლავენ სხვა ადამიანებს
გიყვარდეს ნიშნავს აკეთო სიკეთე,პოტენციური სიკეთის სამიზნეები ბევრია და მან შეიძლება ადამიანს შეუქმნას შინაგანი კონფლიქტი ,არ იცის ვის ემსახუროს და რა დოზით,სახელმწიფოს თუ ხალხს,სამშობლოს თუ მეგობრებს,მეგობრებს თუ ცოლს,ცოლს თუ მამას,მამას თუ შვილებს,შვილებს თუ საკუთარ თავს?
ხშირად ერთი სიყვარულის დამკაყოფილება ეწინააღმდეგება მეორეს,ადამიანი კი ყოველთვის ირჩევს იმას რაც მისთვის უფრო სასიამოვნოა,და ბოლოს გამოდის რომ ადამიანმა ასეთი არჩევით სიყვარული გახადა სიყვარულად მხოლოდ საკუთარი თავის და ის შთანთქავს ყველას და ყველაფერს.რადგან თუ არა ეხლა,მომავალში შეიძლება მას მოუნდეს ის რისი გაცემაც ეხლა პრობლემა არ არის მისთვის
ნამდვილი სიყვარული ეს არ არის მიდრეკილება რომელიც დროებით ზრდის ადამიანის სარგებელს,სიკეთეს,კეთილდღეობას,როგორც ვინმე პირის ან საგნების სიყვარული,არამედ სწრაფვა იმ სიკეთისკენ რომელიც არის ადამიანის გარეთ ,რომელიც რჩება ადამიანში მის მიერ ცხოველური სიკეთის უარის თქმის შემდეგაც
სიყვარულია როდესაც ადამიანი მას არ გადადებს სამომავლოდ,თუ არის სიყვარული ის ვლინდება მასზე მოთხოვნის დროს,იმ წუთში,თუ არ გამოვლინდა ე.ი არ არის სიყვარული
სიყვარული მხოლოდ მაშინ არის სიყვარული ,როდესაც ის წირავს თავს მსხვერპლად,როდესაც ადამიანი უთმობს მას არა მარტო დროს ან ენერგიას,არამედ მთელ თავის არსს,, მთელ მის სიცოცხლეს"
ლევ ტოლსტოი
This post has been edited by daniel_kowalski on 20 Aug 2012, 18:03