#13154855 · 29 Mar 2009, 23:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ruglen Holon
QUOTE | შავლეგა
QUOTE | მესიზმრება: ვარ გაცხარებულ ომში, არის ტყვიების ზუზუნი და ერთი ამბები, ვარდება ბომბი და ფეთქდება ძალიან ძლიერად. ეს აფეთქება წამიერად მაღვიძებს, იმიტომ რომ რეალურად მოხდა - ჩემი სახლიდან 150-იოდე მეტრში კორპუსში გაზის გაჟონვის გამო ბინა აფეთქდა დილით ადრე (საბედნიეროდ არავინ დაღუპულა). აფეთქების ტალღა ძალიან ძლიერი იყო და მთელი უბანი გააღვიძა ალბათ. ახლა საქმე რაშია. მოგეხსენებათ, ადამიანის სიზმარზე მოქმედებს გარემო პირობები - ტემპერატურა, ხმაური, ქარი და ა.შ.. სიზმარზე განსაკუთრებით მოქმედებს ხმები, რაც მძინარეს ჩაესმის ყურში. არაერთხელ დამსიზმრებია სატვირთო მანქანის გრიალის ან სხვა მკვეთრი ხმის გამო ომი და მსგავსი კატაკლიზმები. ეჭვგარეშეა, რომ ზემოაღნიშნული სიზმარი ომზე გამოიწვია იმ აფეთქებამ, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ სიზმარში ომი უკვე "კაი ხნის" დაწყებული იყო, ხოლო აფეთქება სიზმრის ბოლოს მოხდა... |
ზუსტად იგივენაირი მოვლენა რაც მობილურზე დამემართა. და მეც მანდ გავიჭედე როცა დავიწყე ფიქრი ჯერ სიზმარში მოხდა ის რაც ჩემს გარეთ მოხდა თუ ჯერ ჩემს გარეთ და მერე სიზმარში. მარა სიზმარი დიდი ხანი გრძელდებოდა და გარეთ რაც მოხდა იმან წამიერად გამაღვიძა....
|
მთავარი კითხვა ესაა: როდის დამესიზმრა სიზმარი? მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ როდესაც აფეთქდა ჩემს უბანში სახლი, მომენტალურად გადახარშა გონებამ და წამის მეაათედებში დამესიზმრა სიზმარი ომზე რაც სიზმარშივე იმავე აფეთქებით დასრულდა (როგორც ყუმბარა ომში) ან გონებას მართლა შეუძლია მოვლენების წინასწარ განჭვრეტა...
This post has been edited by შავლეგა on 29 Mar 2009, 23:48
--------------------
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი! კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი! კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი! ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი!!! (C) შოთა
|