გამარჯობა
ძალიან საინტერესო თემაა ბევრი ფსიქოლოგი ადამიანის აღნაგობას მისი კალიბრირებისათვის იყენებს...
თუმცა ვფიქრობ რომ მთლიანად მასზე დაყრდნობა არ შეიძლება

ამ პოსტში ძირითადად საუბარია ჰიპოკრატისეულ დაყოფაზე ეს დაყოფა ერთ–ერთი პოპულარულია, თუმცა მე შემოგთავაზებთ ერნსტ კრეჩმერისეულ ტოპოლოგიას, თემა ძალიან ვრცელია თუმცა მე შევეცდები რომ მაქსიმალურად მოკლედ და გასაგებად გადმოვცე

კრეჩმერის ტოპოლოგია:
ე. კრეჩმერმა თავის ნაშრომებში შეიმუშავა თავისი ტოპოლოგია, რომლებიც ემყარება სხვადასხვა ფსიქიატრიულ და ანთროპოლოგიურ დაკვირვებებს, ის შეეცადა ეპოვა კავშირები რომლებიც არსებობებ ადამიანის სხეულის აღნაგობასა და მის ფსიქოლოგია შორის. ანუ ის შეეცადა ეპოვა რაღაც ლოგიკა, რომელიც სხეულსა და ფსიქიკას კარგვეული ლოგიკით დააკავშირებდა.
დაკვირვებების საფუძველზე მან დაასკვნა რომ არსებობს ადამიანის სამი ძირითადი ვარიანტი, რომლებიც შესაძლებელია იყოს სხვადასხვა კომბინაციებშიც.
ესენია:
ასთენიკური, ათლეტური, პიკნიკური

პიკნიკური ადამიანები გამოირჩევიან თავის მუცლის განვითარებით, ცხიმიანობით, სიმაღლე საშუალო ფართო სახე და მოკლე ყელი, მასიური მუცელი( ცოტა მომრგვალო პიროვნება

)
მიდრეკილნი არიან ნაადრევი თმის ცვენით გამოირჩევიან მხნეობით მოუსვენრობით ჟესტიკულაციებით, არიან პრაქტიკული ადამიანები და ა.შ.
ათლეტური ტიპის ადამიანებს გააჩნიათ განვითარებული კუნთოვანი ქსოვილი (მიდრეკილები არიან დაკუნთულობისაკენ

), არიან მოქნილები ფართო ბეჭებით და ვიწრო თეძოებით საშუალოზე მაღლები არიან.
ასთენიკური ადამიანები არიან გამხდრები, მაღლები ვიწრო მხრებით და თხელი ხელებით ფერმკთალი კანით, ბრტყელი მკერდი არიან სათუთოები არ ახასიათებთ კუნთების განვითარება და სხვა.
ეს სისტემა პირველ რიგში შემუშავებულია ფსიქიკური დაავადებისადმი მიდრეკილების დიაგნოსტიკისათვის. მისი და ბევრი ფსიქოლოგის აზრით ფსიქიკური დაავადება ვლინდება ორ უკიდერუსობაში – შიზოფრენიაში და ციკლოთიმიაში. ანუ რომ წარმოვიდგინოთ დიაგრამის თავში არის შიზოფრენია ხოლო ბოლოში ციკლოთიმია. ხოლო ზემოთ მოცემული ტოპოლოგიით გებულობდნენ საით ჰქონდა გადახრა

კრემჩერი მიიჩნევდა რომ ასთენიკური ადამიანები უფრო შიზოთომიური ხასიათისა არიან, მათ აქვთ თავისი სამყარო, ცდილობენ ის დამალონ სხისგან, არიან ნაკლებად კონტაქტურები და სხვა. ამ ადამიანებში ბევრია გამომგონებელი, იდეოლოგიური ხელმძღვანელი, მქადაგებელი ალბათ ხვდებით როგორი ტიპიცაა

პიკნიკური ადამიანები არიან ციკლოთიმიკური ხასიათის, ისინი არიან მოძრავნი, ცნობისმოყვარულნი და სხვა ესმით იუმორი...
ხოლო რაც შეეხებათ ათლეტიკურებს არიან წყნარები, არ ახასიათებთ მოქნილი აზროვნება, არ არიან დებრესიულები ზომიერი მიმიკა და ჟესტიკულაციები.
შენიშვნა: ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ შესაძლებელია ასთენიკურ ადამიანს განუვითაროს ვთქვათ კუნთები(მაგ ვარჯიშის შედეგად და სხვ.) ამიტომ ადამიანის ტოპოლოგიის დასადგენად საჭიროა კომპლექსური მიდგომა

ვიმედოვნებ თემის გააქტიურებას და ბევრ საინტერესო პოსტს
This post has been edited by compi_01 on 29 Aug 2014, 19:54