#33845407 · 10 Nov 2012, 09:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართლოსი
| QUOTE | | ვერ ვნახე, ჩამიგდე ლინკი |
...ვერც მე ვერ ვნახე, ეტყობა არქივშია კაი ხნის წინ დავპოსტე....გავიხსენებ და ისევ დავდებ.
unknown lady
| QUOTE | | მაგრამ დროში ძალისხმევა რომ შევძლო, სრულად გამოვლენას შევძლებ |
...დროში ძალისხმევით ხომ შინაგანად იზრდები, საკუტარ თავში ინტეგრირდები და შენში ენტროპიას ამცირებ ....მაგრამ "გამოვლინებას" ადრესატიც, სჭირდება, ანუ ყოველივე იმას, გამოძახება უნდა, რაც შენში ფორმირდა....შეძლებ, როგორ არ შეძლებ, მაგრამ რამდენად ექნება ამას აღიარებითი ფორმა, ეს სხვა საკითხია.
| QUOTE | | აი ადამიანი კვდება იქამდე, ვიდრე სრულად დაიბადებოდეს |
... სოკრატეს უთქვამს - უნდა მოკვდე, რათა დაიბადოო....ანუ რაღაც უნდა მოკვდეს ადამიანში, იმისათვის, რომ მასში ცნობიერება დაიბადოს..! ანუ, სოკრატესა და პლატონის მიხედვით, მეტაფიზიკური სიკვდილი, დაბადების დასაბამია......ამიტომაა ძველი ბერძნული აზროვნება მსოფლიო "ფილოსოფიის" არტერია...ყოველ შემთხვევაში, მე ასემიმაჩნია. ...აიღე 300 სპარტანელი ერთი ეპიზოდია, მაგრამ სამაგიეროდ დიდი აქცენტია სამყაროში!...ისევე, როგორც უდიდესი აქცენტია მაცხოვრის ჯვარცმა...ვიდრე "ღვთის რჩეულ ბეკეკოთა" საკუთარი თავის სიბრალულის მრავალსაუკუნოვანი ისტორია-ბიბლია!
....წავიდნენ ძველი ბერძნები, მაგრამ დატოვეს პრომეთეოსი, ისევე როგორც წავიდნენ ძველი კავკასიელი ქართველნი და დატოვეს ამირანი და ოქროს საწმისი!
....მახსოვს "რუსეთუმე და კრემლის ემისარ" მამარდაშვილს ჰკითხეს...მაინც რა გამოარჩევს ქართველებსო?!...ამ "ქარტველთმოძულე" კაცს კი ასე უპასუხია - სულის რაინდული თვისება ...მაშინაც კი იყოს "ბედნიერი", როცა ამისი არავითარი საფუძველი არ გააჩნიაო!. იაპონური "ძენი"-ს ფილოსოფიაშიც ასეა...მებრძოლის ბედნიერება მისი შესრულებაში სიკვდილია....ლექსი ბაკურზე - ბაკური შესრულებაში მოკვდა, მაგრამ დატოვა სიმღერა, რომელმაც კვლავწარმოქმნა 300 არაგველი! ....ქართველებმაც გავუძელით ისტორიულ დროს, რაც ფარაონებმა ვერ შესძლეს, ჩენ შევძელით... ისტორიული დრო "დავამარცხეთ" (ჯერ-ჯერობით). :)
|