ვერ წამოვალ... მრცხვენია
ბოლო 2 თვეში ღიპი დავიდე და ფორმიდან ამოვარდნილი ხომ არ წარვუდგები ბრწყინვალე საზოგადოებას?!

1 თვე მაინც მინდა ფორმის აღსადგენად
ეჰ... სამწუხაროდ შაბათ-კვირებს ერთი თვით ადრე ვგეგმავ ხოლმე

შაბათს საქართველო-კვიპროსია, უეჭველი უნდა წავიდე...
კვირას ჯგუფელები ვქეიფობთ და სტუდენტობას ვიხსენებთ...
იქით შაბათს, ანუ 18-ში, ძმაკაცის ქორწილია...
კვირას, ანუ 19-ში ქორწილის მეორე დღე
21-ში თანამშრომლის დაბადების დღეა...
24-ში ძმაკაცის...
შაბათს, ანუ 25-ში კლასელები ვქეიფობთ და სკოლის წლებს ვიხსენებთ

კვირას კი26 -ში......
კვირა... კვირა... ჯერჯერობით თავისუფალი მაქვს...
29-ში ჩემი ბიძაშვილების დაბადების დღეა... ტყუპების

30-ში ასევე ჩემი თანამშრომლის...
1 ნოემბერს ჩემი ჯგუფელის და მეგობრის დაბადების დღეა...
1 ნოემბრიდან 12 ნოემბრამდე კი დაუგეგმავი მაქვს დღეები

როგორც ჩანს არ მიწერია მინიმუმ ერთი თვე მაინც ფორმის აღდგენა
Mens sana in corpore sano...