გავაანალიზოთ ნახატი.
ეს არის 5 წლის ბიჭის ნახატი. დავალება მივეცი შემდეგნაირი: "დახატეთ ოჯახი. "
ჯგუფში ბავშვების უმეტესობამ გაიგო ჩემი ინსტრუქცია. ამ ბავშვმაც გაიგო, იმიტომ, რომ გავამეორებინე როცა ვნახე რომ რაღაც სხვა დახატა და მშვენივრად ქონია გაგებული ჩემი დავალება. მაგიდაზე ეყარა სხვადასხა ფერის ფლომასტერი, ანუ არ იფიქროთ, რომ ეს ფერები იმიტომ აქვს აღებული, რომ სხვაზე ვერ მიუწვდებოდა ხელი. ეგ გამორიცხეთ. ციფრებით აღვნიშნე ის რაც შეიძლება ფურცელზე ვერ გაარჩიოთ და აქ ავხსნი. მე ადგილზე მივაწერე იმ ბავშვის ახსნები. მაშ ასე.
ესაა პირველი გვერდი

წტელი ერთიანი - "თვითმფრინავია. დაბომბა"
თუ ამჩნევთ, ძალიან ბევრი კრესწიკი აქვს დახატული. როცა ვკითხე თუ რას ნიშნავდა, მითხრა, რომ ესაა stop. იმ აქციების შემდეგ, რაც თბილისში ტარდებოდა რუსეთის წინააღმდეგ გასული იყო დაახლოებით 1 თვე (მაქსიმუმ 2). საერთო ჯამში ამ ნახატზე რაც დახატა, ესენია (მისი თქმით) სტოპ, აფეთქება, თვითმფრინავი და დაბომბვა.
ამის შემდეგ, თვითონ გადმოაბრუნა ფურცელი და იქაც დაიწყო ხატვა.

გამოსახულია: 2 - რაკეტები, 3 - ხე და მიწა, 4 - აფეთქებები, 5 - არაფერი (ანუ როცა ვკითხე ეს რა არის თქო, ესევე მიპასუხა)