აწმყოში ვერ ქაჩავ? თუმცა შენი ავატარიდან გამომდინარე გექნება შიში იასნია

კაი ჯანდაბას
კიდევ ერთი მონოლოგივით უკვდავი და ერთადერთი სალურსმნე ხორცის ნაჭრებიდან -
ეზაიერეთ(!):
"სიკვდილი, რომლის შიშიც ჩემში სრული გაურკვევლობის, უსარგებლობისა და უნიათობის კატალიზატორად ვლინდება.
კაენი ამბობს ხოლმე, რომ შიში ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ემოციური მოტივაციაა. ის გულისხმობს, რომ შიში მთავარი შემაკავებელი ძალაა, რომელიც მოდის თვითგადარჩენის ბეტონიზირებული ინსტიქტური პროგრამიდან და ამ პროგრამის მოდიფიცირებისთვის ჩვენი პიროვნულობის პროგრამები დღემდე უსარგებლოა.
ერთხელ და სამუდამოდ.
კაენი, ჩემი განმანათებელი გუუე, მესია და აპოკალიფსი.
- შენ ვერ ხვდები, - მიხსნის ის, რომელიც ვიღაცის საფლავზე, როგორც საკუთარ ლოგინზე ისეა წამოგორებული, - არაფერია პასუხი, ან შეიძლება, რომ იყოს პასუხი ყველა კითხვაზე, რადგან უმეტეს წილად არაფრისა და თითქმის ვაკუმისაგან შევდგებით, ფაქტიურად არ და თითქმის ვცხოვრობთ; თითქოს რაღაცას ვაშენებთ, არაფრის ნანგრევებზე, სადაც ახალი, მხოლოდ ახალი ფორმაა, მიუღწეველი დაკმაყოფილებისა და შინაარსის არ მქონე ფორმა, სადაც შინაარსი სიღრმისეული ფორმაა და მხოლოდ.
თანამედროვე ფიზიკის კანონებთან ზიარება, მხოლოდ ნიკოლა ტესლამ შესძლო, დანარჩენები მხოლდო ცდილობენ გაიგონ.
ვერაფერს ვერ ვხვდები, ყოველ შემთხვევაში ბოლომდე ვერაფერს, მაგრამ კაენის მსგავსი მონოლოგებს შემდეგ უნებურად, ჩახველების მსგავსად მინდება, რომ ვთქვა – ამინ!
კაენი გაჰყვრის, იცინის და ხელებს იქნევს. მე ვზივარ, ვიჭმუხნები და ვზივარ.
ჩემი ბნელი, მძიმე, ჩახლართული რეალობა კანაფით გაკვამლული გარემო. წყვდიადიდან ჩამომზერილი ვასკვლავები, მთვარე, მთვრალი და დაბოლილი ბოზები, მე და კაენი და საუბარი შიშზე.
- შიში, - აგრძელებს კაენი და თითით, რომლითაც 10 წუთის წინ მეძავის სწორ ნაწლავში ათამაშებდა, აკეთებს ნახვრეტს საფლავის ნოყიერ საფარში, - მთავარი შემაკავებელი ძალაა. შიში ეს თვითგადარჩენაა და ის არსებობს ყველა ეტაპზე, შესაბამისად, თვითგადარჩენის ინსტინქტის ნეიტრალიზაცია იწვევს შიშის ნეიტრალიზაციას, შესაბამისად, ადამიანი თავისუფლდება, თავისუფლდება ცხოვრებისაგან, სიკვდილისაგან და ეს შეუდარებელია!
კიდევ უფრო ღრმად აღარ მესმის. ალბათ, შიში ეს კარგია. ჩვენ და შესაბამისად, ყველა თითქმის არ ვარსებობთ, ალბათ, და შესაბამისად, შიშისთვის არ გვცხელა, მაგრამ მე მაინც ვერ ვხვდები, ნუთუ რაიმე არის გნსაკუთრებული?
ყველაზე მაღალია იმის ალბათობაა, რომ ყველაფერი იყოს ალბათობა.
- შენ ვერ გინდა, შენ არ გაწყობს მიხვდე, - დამაჯერბელი ინტონაციით და ნახევრად სიცილით აგრძელებს კაენი, - შენ ხარ ის რაშიც გაიზარდე, შენი გამოქვაბული, შაბლონიზირებული კვერცხის ნაჭუჭი. შენს გამოქვაბულში კი ის რაც საშიშია აკრძალულია. შენს ნაჭუჭში კონკია კარგია, დედინაცვალი ცუდი, რადგან სახიფათოა. რადგან ეგრე გასწავლეს. ჩემს გამოქვაბულებში კონკია და დედინაცვალი ერთი ნაკელი და ნაგავია, მათი ინტერესები, მათი ეგოიზმი მათი ტკივილია და მათი არასებობა ჩემს გამოქვაბულში ტოლფასია. მათი არარაობრივობა ჩემთვის არ ღირს შეფასებად.
კაენს საათობით შეეძლო ესრისა საკუთარი და ჩემი ტვინი: “მე ძალზედ შორს ვარ. ადამიანებს კი ეშინიათ შორს, თვიანთი მყუდრო, კომფორტული, უსაფრთხო და თბილი დედა საშოდან თუ სამშობლოდან წასვლის. მათ არ უნდათ თავისუფლება, მათ ის ზოოპარკი ურჩევნიათ, რომელსაც ათასი წლების მანძილზე აშენებდნენ და აქციეს კიდეც თავისი საცხოვრებელი გარემო, - და კაენი საფლავის მიწას, რომელსაც თითი ხვრეტდა მუცელზე იყრის, - მათ არ უნდათ ცვლილება სულის ღიპში, არამედ მუცლის ღიპის ფორმაში. წარმოიდგინე რა განსხვავაბაა მონასა დ აიმ ადამიანს შორის, რომელიც იმ საქმის კეთებით, რომრლშიაც გული არ უდევს მხოლოდ იმის გამო აკეთებს, რომ მშიერი არ დარჩეს, მონაც გადარჩენისთვის აკეთებდა რასაც აკეთებდა და ახლა მითხარი, რომ მონობა გადავარდა, ან იანგარიშე, რამდენი მონა დარჩა მონობის აკრძალვის მერე” და კაენი გაწთლებამდე ხარხარებს, მეც სიცილი მივარდება; კაენის ხმის ჩახლეჩვამდე და ჩემი მუცლის ტკივილამდე, სიცილით ტკივილამდე. კანაფის ქიმია და ჩემი ნეირონ-ნული ხორცის სახალისო ბარბაცი.
იმ ღამის ჯამში ისიც კი არ მესმის მესმოდა რაიმე თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ დღითიდღე მიმძიმს სამსახურში სიარული. ველოდები დღეს, ან მის არ არსებობას, როცა შევეგუები მუშაობას. 8 წელია ველოდები. კაენი არაფერს ელოდება, არაფრეს ელოლიავება.
თავდასხმა გაფრთხილების გარეშე.
"