piccolinaაგერ, მოვქექე ვინც იყო იმ თემაში, paradox-ას არ ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ფსიქოლოგია, დასაწყისშივე მოვუშთეთ ამ განყოფილებაში პოსტვის საშუალება და სურვილი

29 ვერ შემოდის ფორუმზე,
გოდესს ვახსენდებით ხოლმე ხანდახან,
მე და შენ კი ვართ აგერ, თუმცა მე დიდად არ მაქვს პრეტენზია ფსიქოლოგობაზე.
DrJohnes-იც აქ არის ერთგულად და საყვარლად.
დანარჩენები:
NIII_
matutta
Tikooooo
tia
N/G
paradise_seeker
Nensi_1988
EXHALATING
Ms_marusia
ze kaci
Nuna
gvantsuli
სტუდენტები არიან, 2-2 პოსტი აქვთ ამ განყოფილებაში. რამდენიმე გამონაკლისის გარდა. მაგალითად NIII_ (რომელიც არამგონია, ჩეთის გამო აღარ შემოდიოდეს, თვითონ იყო პირველი გამჩეთებელი

) დანარჩენები, ან საერთოდ არ პოსტავდნენ არასოდეს, ან არ მიეკუთვნებიან იმ კატეგორიას, ვიზეც შენ გწყდება გული

nalur და მიხაკო მართლაც გაქრნენ სადღაც, თუმცა არც სხვაგან შემიმჩნევია მათი პოსტები, მგონი დრო არ აქვთ.
BadbadGirl შემოდის იმავე ინტენსივობით, როგორც თავიდან.
Showman დიდი კითხვის ნიშანი.
***tikusa*** არ შემინიშნავს ფორუმზე დიდი ხანია. ასევე კითხვის ნიშანი.
TETISA აქ არის და საკმაოდ წარმატებულადაც

)
ვინმე ხომ არ გამომრჩა?

))))))
პს.
როგორც მთხოვე, თემას გადავხედე და იმ იუზერებზე გავაკეთე კომენტარები, ახალ დამატებულ იუზერებს, ფსიხოს, სტალკერს, რულესს, ბენზოხერხს, აემ დორეს, მარგუშას, პატრიციას, მნათეუსს და ასე შემდეგებს არ ვთვლი.
მე ვთვლი, რომ განყოფილებაში არის 10-15 იუზერი, რომლებსაც გაეგება რაღაც ამ სფეროში, რომლებსაც შეუძლიათ საინტერესო დისკუსიები გამართონ, წამოჭრან ახალი და საინტერესო საკითხები და ა.შ.
პირადად მე არც არასოდეს მქონია მოლოდინი, რომ თბილისის ფორუმზე ფსიქოლოგიის განყოფილება იქნებოდა მეცნიერული კვლევების და პროფესორების თავშეყრის ადგილი.
უბრალოდ არ არის ფორუმზე კი არა, თბილისში, ამის რესურსი,
გარდა ამისა არ არის დაინტერესება საზოგადოების მხრიდან.
იმ ფორუმზე და იმ საზოგადოებაში, სადაც გაყოფილება "კულტურა და ხელოვნება" და "მეცნიერება და განათლება" სულს ღაფავს და 3 თემაა აქტიური, კიდე კარგად არის ეს განყოფილება

რაც შეეხება ჩეთს - როდესაც ერთი მოდერი "ურჩ" და "დაუმორცილებელ" იუზერებს მიმართ ვორნის, ბანის და იმ ბერკეტების გარდა, რაც ადმინისტრაციის მიერ არის "ბოძებულ-ხელდასხმული" მოდერებისთვის, თვითნებურ მეთოდებს მიმართავს და ლიმიტებს უწესებს იუზერებს, რამდენ ხანში ერთხელ გახსნან ახალი თემა და რამდენი კვირა არ დაპოსტონ ამ განყოფილებაში, შეიძლება ჩემი დამოკიდებულება ლოიალური ჩანს. თუმცა სწორად მიმაჩნია ეს სტრატეგია ზემოთხსენებულ ფონზე

)))))
ეს არის ჩემი ბოლო პოსტი ჩეთის და განყოფილების წარმატებული ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით.
არ მიმაჩნია ამ თემაზე თუნდაც არგუმენტირებული კამათი სწორად ეხლა, აწ უკვე ყოფილ მოდერთან, რომელსაც რაღაცნაირად ბრალმდებელის ფუნქცია აქვს და "აი განყოფილება თავზე გვექცევა, მე რაც შემეძლო გავაკეთე, არ გამოდის და წავედი" პოზა

)))))
სწორია - თუ თვლი, რომ არ გამოდის, უნდა წახვიდე. მე ვთვლი, რომ გამოდის, 100 თუ არა 80% იმის, რაც შეიძლება ამ ფორუმზე ფსიქოლოგიის განყოფილებისგან გამოვიდეს.
თუ მეც შენს აზრზე დავდგები, დავიხურავ ქუდს და ვინც უკეთესად იზრუნებს ამ განყოფილების კეთილდღეობაზე, იმას გადავაბარებ ჩემს სკამს და მანტიას.
ჭირი იქა, ლხინი აქა