მე მაპატიეთ, გაურეცხავ კარტოფილზეა ლაპარაკი, თუ გარეცხილ მოხარშულზე?
თუ ამ უკანასკნელზე, მე ვარ ასეთი (გაურეცხავობისათვის თავი (ახალდაბანილი) ვერ გავიმეტე)!
მამენტ ალაგ-ალაგ მწვანე ვარ (მოყინული) და ზედმეტი თავდაჯერებულობის გამოსახატავად კისერმოღრეცილი დავდივარ - ცხოვრებას ალმაცერად ვუყურებ...
ვოცნებობ (ჩუმად, რა თქმა უნდა) კეთილშობილ, რძიან პიურეობაზე (გვერდით რომ ფაფუკი კოტლეტების მოდებას ითხოვს)...
იტოგში, სახლში მინდა, მაგრამ ეს სხვა თემიდანაა...
ოჰ, სინიორ ხორხე, თქვენ არ იცით, მე როგორ მეზიზღება საკუთარი თავი...
მთავარია, არ ვიმჩნევ...