მმმმმ, ეს ფრაზა მომეწონა

ადამიანებთან ურთიერთობით ყალიბდება "ცხოვრება"

ნუ უპირველესად მაინც ოჯახის წევრები: ბებია რომელმაც გამზარდა, მისი ძალიან დიდი წილია ჩემში, ჩემს ხასიათში, გარეგნობაშიც. მზრდიდა სითბოთი, ხალისით, სიყვარულით და როგორც ოჯახისწევრები ამბობენ მისი "გაფუჭებული" ვარ

) მეხმარება დღემდე - მიუხედავად იმისა რომ უკვე ამ ქვეყნიდან წავიდა....
დედა - რაღაც ასაკამდე ფაქტიურად ცხოვრების მთავარი წარმმართველი, დღეს დიიდი მეგობარი და მრჩეველი.
მამა - თბიიიიილიიიიი

ბიძა - მისი ცხოვრებით და გარდაცვალებით დავინახე და ვისწავლე დამოკიდებულებები და ურთიერთობები ადამიანებთან. მისი სხვებთან მეგობრობა და გაცემული სითბო მე მიბრუნდება უკან.
ძმა - უF, მეტი საქმე არ მაქვს, უფროსი ვარ და იქეთ მქონდეს ზეგავლენა რა

)) ზრუნვა, დათმობა და გაზიარება მასწავლა.
ჩემი ძველი თანამშრომელი და დღეს ჩემი უფროსი მეგობარი - ცხოვრების რაღაც მომენტში "თვალი ამიხილა" და დამანახა, რა მჭირდებოდა ყველაზე მეტად და ნაბიჯის თავისუფლად გადადგმა გამაბედინა.

"ხალხი" - სახელებითაც კი არ გამოვყოფ, ადამიანები - რომელთან ურთიერთობისას საკუთარი თავის დაცვა ვისწავლე და მივხვდი რომ თუ რამეს გინდა მიაღწიო საკუთარ ფეხებზე მყარად უნდა იდგე.
მეგობრები - ბავშვობიდან მოყოლებული... ყველა რაღაც წილ ვცვლით ერთმანეთის ცხოვრებას და ერთმანეთზე ზეგავლენა გვაქვს. ერთმანეთით ვარსებობთ და ერთმანეთისგან ვსწავლობთ მთავარს......
და "ისინი" კიდევ, მთავრები, ხომ ახდენენ და ახდენენ ზეგავლენას და ცვლიან კი არა და ხანდახან თავდაყირადაც აყენებენ ცხოვრებას....

)))
"I don't mind living in a man's world, as long as I can be a woman in it".
Рио-де-Жанейро — это хрустальная мечта моего детства, — не касайтесь ее своими лапами!
born to be OFF-ROADER.