მე ჩემი ფსიქოლოგი მიტარებდა ამ მეთოდის თერაპიას. არ ვიცი კონკრეტულად რომლები იყო ესენი სხვა დანარჩენებიდან, ერთი რამ გავიგე და დავიმახსოვრე კარგად

- მევასება გეშტალტი და ამიტომ მეცინება, ზმნადაც კი ვაქციე მერე - დააგეშტალტე!
დაგეშტალტება, ჩემი განმარტებით, არის დაუმთავრებელი ამბის, სიტუაციის დასრულება, დამთავრება, finish - შენში! ეს შეიძლება იყოს სიტუაცია, რომელიც მოხდა წარსულში და რაღაც, რისი მოლოდინიც გვქონდა, არ შედგა, და სინამდვილეში, ეს დაუმთავრებელი ფაქტები დიიიიიიდხანს, დიდხანს აწვალებს ადამიანს შინაგანად, ან იყოს სიტუაცია, რომელშიც ეხლა ხარ.
ან, ყველაფერი შედგა, თუმცა მაინც გაწვალებს რაღაც, და გინდა ეს შეცვალო, გამოასწორო, დაამთავრო და აღარ იფიქრო ამაზე. სწორედ ასეთ საკითხებს სჭირდება დაგეშტალტება