მადლობა თიკა, ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა. მე დიდი ხნის წინ დავასკვენი რომ პროფესია ძალიან ხშირად ცვლის ადამიანებს. და ქვე მივასკვენი

) რომ ეს ლოგიკურია. თუმცა, ხშირად, ვერც ერევა, ტიპაჟს და პროფესიას გააჩნია ალბათ. ზოგჯერ იქით ირგებენ თავიანთ თვისებებზე პროფესიას...ხანდახან პირიქით - იმდენად ყელში აქვთ ამოსული თავიანთი საქმე, ამ თემაზე ლაპარაკიც არ უნდათ. თუნდაც ძალიან უყვარდეთ.. თუმცა მართალი ხარ, ასეთი ადამიანი შეიძლება არ საუბრობს და შინაგანად მაიცნ პროფესიულად უყურებს გარემოს.
პოლიციელები, იურისტები --- ხშირად ჰგვანან ერთმანეთს ქცევებით. მეტი განვცრობა არ მინდა, ხასიათი გამიფუჭდება ))
ვინც მომსახურების სფეროში მუშაობს, ---- ის მიჩვეულია ცხოვრებაშიც დაგეხმაროს თუნდაც არ ევალებოდეს.
მხატვარი და ხელოვანი ხალხი ---- ხო საერთოდ, ეგ პროფესია აღარაა, ადამიანის ტიპაჟია პირდაპირ.
ფსიქოლოგები ---- საქმის მერეც ფსიქოლოგიურად ცდილობენ გაშიფრონ ადამიანები

)
მასწავლებლები ---- - ცუდი არაფერი შემიმჩნევია, ძირითადად, ძალიან კარგად და დალაგებულად გიხსნიან ყველაფერს. ცოტა დამრიგებლურ-მკაცრი ტონი კი სჩვევიათ ხანდახან
ჟურნალისტები და ლიტერატორები ---- გამართულად საუბრობენ სამსახურშიც და ისედაც (ნორმალურები)
დირექტორები ---- შეიძლება არ მბრძანებლობდნენ, სამაგიეროდ ყველგან და ყველაფერში თავდაჯერებულები არიან და ორგანიზებას ან რამეზე/ვინმეზე/ ამბავზე ზრუნვას არაოფიციალურად იღებენ თავის თავზე.
პროგრამისტები --- ცოტა დაბნეულები და თავის თავში ჩაღრმავებულები დადიან ხოლმე (ზერელე დაკვირვება). და მშვიდები და თავდაჯერებულები არიან სხვათა შორის. და ხშირად ძალიან არაორდინალური და მრავალფეროვანი შინაგანად.
ექიმები ---- თუ არ აქვთ მობეზრებული რჩევების გაცემა, სულ ექიმები არიან ყევლა რამეს ეკითხება
და ასე შემდეგ.
წარმატებები პირად ცხოვრებაში