ხალხნო
მეც მჭირდება რჩევა. არ ვიცი რა სახის დახმარება მჭირდება - კონსულტაცია, თერაპია თუ სხვა რამ, მაგრამ ის კი ვიცი რომ დახმარება მჭირდება
ჰოდა როგორ მივხვდე ნევროპათოლოგს მივმართო, ფსიქოთერაპევტს თუ ფსიქიატრს?
ერთი წინადადებით გამიჭირდება იმის გადმოცემა თუ რა მდგომარეობაში ვარ. უფრო ნერვულ აშლილობას და მუდმივ შფოთვას ჰგავს.
დიდო ხანია ასე ვარ. იმდენად დიდი ხანი, რომ ვერ ვხვდებოდი რომ ცუდად ვიყავი. ახლა მივხვდი რომ ეს არ არის ნორმალურო მდგომარეობა და მინდა დავიწყო მოქმედება. თუმცა საიდან დავიწყო ის არ ვიცი