ძალიან ცუდად ვარ, მხოლოდ სუიციდზე ვფიქრობ.
ერთად დამატყდა თავს ბევრი პრობლემა, მატერიალურიც, მორალურიც. პრობლემები ბოლო წლები გრძელდებოდა, მაგრამ ახლა საბოლოოდ მომიღო ბოლო ერთმა ამბავმა. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გავუძლებდი და ეს თუ მოხდებოდა, იმავე დღესვე არ მოვკვდებოდი.
ვიბრძვი, მინდა სიცოცხლე, მენანება სიკვდილისთვის ჩემი თავი, მაგრამ ვგრძნობ აღარაფერი გამოდის, ვეღარ ვუმკლავდები... დღეში ოცჯერ მეცვლება განწყობა და ბოლოს მაინც იმ აზრამდე მივდივარ, რომ თავი უნდა მოვიკლა.
აქამდე ვფიქრობდი, რომ რამე გამოვიდოდა, იქნებ დროს ეშველა, მაგრამ არაფერი გამოდის... არც გარეთ გასვლა მინდა, არც ვინმესთან კონტაქტი, მამენტ, არც არავინ მყავს, უბრალოდ, მოძრაობების გაკეთებაც მეზარება ოთახში შეკეტილს. ვგდივარ მთელი დღე საწოლზე, ან ლეპტოპს უაზროდ მივჩერებივარ. დღითი დღე უარესად ვხდები, ორი დღის წინ სერიალის ყურება მაინც შემეძლო, ახლა ეგეც აღარ შემიძლია.
მაგრამ მაინც ვფიქრობ, იქნებ გადაიაროს ამ ყველაფერმა და მერე სხვანაირად შევხედო ამ ამბებს, იქნებ გადავურჩე თვითმკვლელობას... მატერიალურად მძიმედ ვარ, მაგრამ ბოლო სულ სხვა ამბავმა მომიღო, მატერიალური მდგომარეობის გამოსწორებაც რომ ვეღარაფერს უშველის ჩემში.
ვის მირჩევთ ფსიქოლოგს? ფული ამ ეტაპზე არ მაქვს, მაგრამ შეიძლება ახლო მომავალში მქონდეს, რაღაცას ვყიდი ქონებას და...
ლევან შატბერაშვილთან ადრე ნამყოფი ვარ - სახლი ჰქონდა ყირაზე, ყველაფერს მტვერი ედო, ლეპტოპი ხუთი საუკუნის გასაწმენდი, თავად შარვალი უკან ნახევარზე ჩახდილი, აჩაჩული, დაჩაჩული.. რაზეც მინდოდა ლაპარაკი, არ მალაპარაკა, მერე 50 ლარი გამომართვა, დასამშვიდებელი წამალი იყიდეო და გამომიშვა...
ვინმე სხვა მითხარით, კარგი ფსიქოლოგი და ისე ფსიქიატრიც მჭირდება ალბათ, არ ვიცი... წამლებიც მჭირდება... სასოწარკვეთილებაში ვარ

სრულ სიცარიელეს და გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობ...