SELBYაზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებაეს თემა წაიკითხე
ბოლო პოსტებს გადახედე
მერე შემოდი მანდ და დაწერე რანაირი მოთამაშე ხარ.
მარტო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებლება არაფერს ამბობს. ეს ქცევის ფიზიკური მხარეა.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რას განიცდი თამაშისას. იმიტომ რომ ეს ყველა ადამიანის შემთხვევაში სხვა და სხვაა.
ადლერი გეტყოდა, რომ ადამიანი სუსტია. საკუთარი სისუსტის საკოპენსაციოდ მიმართავს აქტივობას და ცდილობს დაამტკიცოს - რაღაც შეუძლია. რადგან სრულიად დაუცველად ჰრძნობს ადამიანი თავს სამყაროში მუდმიად თან სდევს მარტოობის განცდა. ამის დასათრგუნად შესაძლოა გემბლინგსაც შეაფაროს თავი ადამიანმა.
ფროიდი სხვა რამეს გეტყოდა, არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. ბევრი რაღაც სწორად დაინახა ადამიანში, მაგრამ დოგმა ააგო და გზას ასცდა. ალბათ წარსულში დაიწყებდა ქექვას, მიზეზი რომ ეპოვნა.
როლო მეი გეტყოდა, რომ შენ ცხოვრებისგან სიხარულს ვერ გრძნობ. უზნაძეც დაგიდასტურებდა, რომ შენ პიროვნული რესურსები ვერსად ვერ გამოიყენე და ბოლოს ეს ფორმა აირჩიე. ამ ორს ვემხრობი მე. შემოქმედებითობა აკლია შენს ცხოვრებას და შემოქმედებითი ენერგიის გამოვლენას ფორმა სჭირდება. ეს რთული მისაგნებია და გარემოც დიდად გვიშლის ხელს.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ზოგადია, და არაფერს ამბობს.
კონკრეტული ფსიქოლოგი არ ვიცი ვინ გირჩიო, თორემ გირჩევდი.
შემიძლია გირჩიო, რომ წაიკითხო დოსტოევსკის "იგროკი"
გააანალიზო საიდან მოდის აზარტზე დამოკიდებულება და საკუთარ თავს მაგ მოთხრობის მეშვეობით გვერდიდან შეხედო.
წარმატებებს გისურვებ.
თუ რამე კითხვა გექნება დაპოსტე, ვეცდებით გიპასუხოთ იმ თემის იუზერებმა
This post has been edited by unknown lady on 3 Mar 2012, 01:24