როგორც მახსოვს ეს დაფნეს კომპლექსი ნიშნავს ქალის მიერ კაცების სიძულვილს. უსიამოვნებას გრძნობს კაცის დანახვაზე, მნიშვნელობა არ აქვს რა ურთიერთობა ექნება.
ქალი გაურბის საწინააღმდეგო სქესს. იზიზღებს. განცალკევდება, არ აქვს სექსუალური სურვილები (ამ დროს არც გადახრა აქვს)
გამომწვევ მიზეზად ასახელებენ ბავშვობის ტრავმას, მშობლების მხრიდან მკაცრ მოპყრობას, ინცესტს და.ა.შ. ან ბავშვობაში ეჩხუბებოდნენ თუ ინტიმური ურთიერთობები აინტერესებდა.
ცხადია, ეს დაკავშირებები შეუძლებელია მეცნიერულად დამტკიცებული იყოს. უბრალოდ აღნიშნავენ ქალის მიერ კაცებისგან განცალკევებას დაფნეს კომპლექსით. სიმართლე გითხრა არ მახსოვს პირველად ვინ დაარქვა.
ალბათ ფროიდის მერე, ნეოფროიდიანელებმა. ცნობილი ოიდიპოსის და ელექტრას კომპლექსების მერე გააჯაზეს და მოიგონეს იმის კომპლექსი, ამის კომპლექსი

მოკლედ ფროიდის თემაზეა იმპროვიზაციები
ეს დაფნე მითოლოგიური პერსონაჟია. აპოლონს შეუყვარდა. ამან არაო, გაიქცა და ხედ გადამაქციეთო შეევედრა ღმერთებს.
სულ ეს არის
* * *
პოლიტიკის განყოფილებაში ვპოსტე და მე მგონი სასწრაფოდ ფსიქოლოგი მჭირდება
This post has been edited by unknown lady on 16 May 2012, 00:58