მე გირჩევთ შესანიშნავ ფსიქოლოგს, ფილოსოფოსს, მასწავლებელს და დიდ ადამიანს -ლიზ ბურბოს.
მე ამ ფსიქოლოგს რეკომენდაციას ვუწევ მოზარდის დედის წინაშე.
ყველა ორგანულ დაავადებას თავისი უხილავი ფესვები გადგმული აქვს ფსიქიკასა და ფსიქოლოგიურ დონეებში.
ლიზ ბურბო გახლავთ პიროვნების ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისი პრაქტიკული მოღვაწეობა და ნაშრომები უკავშირდება პიროვნების "მე" ბირთვის კვლევას და იმის ჩვენებას რომ ყველა ავადმყოფობის, კომპლექსის, მშვინვიერი დისკომფორტის- შიშების, აგრესიის, უხალისობა-უხასიათობის, მარცხის განცდის და ა.შ. და ა.შ. მიზეზი არის არის ძალიან სუსტად განვითარებული "მე" ბირთვის ფუნქციის ლაბილურობა.
წაიკითხეთ მისი ნაშრომები:
"5 ტრავმა, რომელიც გვიშლის ხელს ჩვენ თავად ყოფნაში"
"ვინ ხარ შენ?"
"ემოციები გრძნობები და მიტევება"
და სხვ. და სხვ, სადაც გამჭოლ მოტივად გაისმის პასუხისმგებლობის იმპერატივი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე, საკუტარი თავისადმი პასუხისმგებლობის მოთხოვნა და არა პასუხისმგებლობის გატანა ჩვენი თავიდან სადღაც გარეთ- ვინმეს ან რაიმეს წინაშე.
"ჩვენ მხოლოდ იმდენად ვართ მე-ს მქონე ინდივიდები და პასუხისმგებლობის უნარიანი ადამიანები მთელი სამყაროსა და სხვა ადამიანების წინაშე, რამდენადაც ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვახორციელებთ უწინარესად საკუთარი თავის მიმართ"
მე ყველას გირჩევთ, სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვურჩევდი გაეცნოს და ყურად იღოს საკუთარი თავის, თავისი შვილების და აღსაზრდელების მიმართ დამოკიდებულებაში ამ შესანიშნავი ადამიანის და მეცნიერის გამოკვლევები.
რუსულად ეს ვნახე. თქვენც დაძებნეთ
http://flogiston.ru/reviews/books/burbo This post has been edited by luka123 on 27 Sep 2012, 00:40
Каждый имеет право налево.
Кто не со Мною, Я не против.
Храни тебя Господь в сухом прохладном месте.