ფოტო სტუდენტმა ჯოის ტორეფრანკმა გადაიღო, ფილიპინებში, ქალაქ მანდაუეში, გოგონამ შეამჩნია ბიჭი, რომელიც საშინაო დავალებას "მაკდონალდსის" შუქზე აკეთებდა.
სურათი მალევე გავრცელდა და ადგილობრივმა ტელევიზიამ გადაწყვიტა, მოეძებნა ბავშვი: გაირკვა, რომ ამ ბიჭს დანიელ კაბრერა ჰქვია და ის 9 წლისაა. მამისი გარდაიცვალა და ბიჭი დედასთან ერთად ღია ცის ქვეშ ცხოვრობს, ვინაიდან პატარა ქოხი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ დაიწვა. ოჯახში დანიელის გარდა კიდევ რამდენიმე ბავშვია. კრისტინა, დანიელის დედა, დღეში 2 დოლარზე მუშაობს. დედის თქმით, მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, დანიელი ბეჯითი მოსწავლეა.
ამ ამბის გავრცელების შემდეგ, კრისტინა ესპინოზამ ინვესტორებისგან გრანტი მიიღო და ბიზნესის წამოწყება შეძლო, ხოლო დანიელმა სტიპენდია, მას აქტიურად ეხმარებიან ფილიპინელი პოლიტიკოსები.
მიმაგრებული სურათი
If you judge people, you have no time to love them...