ადრე იყო ასეთი თემა ვეძებე და ვერ ვნახე . კარგი თემაა : D
ტერმინის შემოთავაზება
ინფანტილიზმი
ლათ. infantilis
"საბავშვო"
ორგანიზმის განვითარების მეტ-ნაკლები ჩამორჩენა; ადამიანის ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეჩერება ბავშვობის საფეხურზე.
წყარო: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
* * *
თურმე არსებობს :
პარაფილური ინფანტილიზმი — პარაფილიის სახეობაა, რომლის დროსაც ადამიანი სექსუალურ აღგზნებას განიცდის მაშინ, როდესაც ბავშვის საფენები აცვია და ბავშვივით ან ჩვილივით ეპყრობიან. ადამიანს, რომელსაც ბავშვის როლი სექსუალურად აღაგზნებს, „ზრდასრული ბავშვი“ ეწოდება (ზბ). ზრდასრულ ბავშვებს შორის, ყოველი მესამედან ერთი „ბავშვის საფენების მოყვარულია“ (სმ). მათ, ზოგადად, „ზბ/სმ“-ს სახელით მოიხსენიებენ. ასეთი მამაკაცების უმეტესობა ჰეტეროსექსუალია.
ფსიქოსექსუალური ინფანტილიზმი — ფროიდის მიერ შემოღებული კონცეფცია
წყარო:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%...%83%9B%E1%83%98ფრიოდის კონცეპციაზე მომაწოდეთ ინფორმაცია თუ შეიძლება : ))
ეს ინფორმაციაც :
სექსუალური ინფანტილიზმი [ლათ.infantilis - საბავშვო] – სექსუალური განვითარების შეკავება. სექსუალური ინფანტილიზმის მიზეზები შეიძლება იყოს ენდოკრინული დაავადებები (მაგ. ჰიპოტეროიდული ინფანტილიზმი), სომატური პათოლოგია (კუჭნაწლავის ტრაქტის და გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები), აგრეთვე აღზრდის თავისებურებები. ეს შეიძლება იყოს საერთო ინფანტილიზმის ერთ-ერთი გამოხატულება. ამ დროს აღინიშნება სიმაღლეში ზრდისა და საერთო, ფსიქოლოგიური და სექსუალური განვითარების შეფერხება. მამაკაცებთან სექსუალური ინფანტილიზმი წარმოადგენს სქესობრივი ინფანტილიზმის გამოვლინებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეორადი სასქესო ნიშნების სუსტი განვითარებულობა, სასქესო ორგანოების განუვითარებლობა. ავადმყოფები გარეგნულად თავის ასაკზე უმცროსებად გამოიყურებიან. სექსუალური გამოვლინებები (ლიბიდო, პოლუციები, სპონტანური, ადეკვატური ერექციები) საგრძნობლად შემცირებულია, ან საერთოდ არ არის. იზოლირებული სექსუალური ინფანტილიზმი (ნორმალურად განვითარებული სასქესო ორგანოების და მეორადი სასქესო ნიშნების შემთხვევაში) ხშირად ფსიქოლოგიური ინფანტილიზმის გამოვლინებას წარმოადგენს. ეს უკანასკნელი შეიძლება ვლინდებოდეს, როგორც ფსიქიკური დაავადებების (შიზოფრენია, ეპილეფსია), ასევე არასწორი აღზრდის (ჰიპერმეურვეობა მშობლების მხრიდან) დროს. სექსუალური ინფანტილიზმი, ნორმალურად განვითარებული სასქესო ორგანოების და მეორადი სასქესო ნიშნების შემთხვევაში, ვლინდება სექსუალური ურთიერთობების განუხორციელებლობაში, თუმცა სექსუალური რეაქციები შეიძლება შენარჩუნებული იყოს.
წყარო :
http://www.women.ge/minority/library/18.html * * *
ესაც თემა ვიპოვე, მიგვაერთეთ ან რავიცი
Infantilism