რატომრაც მომინდა ერთი ადამაინის შესახებ დამეწერა.
ალბათ გამივიდა მის მიმართ ბრაზი უკვე და იმიტომ.
თუ წაიკითხავ და მიხვდები, რომ შენ ხარ, შეგიძლია PM-ში მომწერო რამდენად გავარტყი

ძალიან, ძალიან ბოღმა და აუტანელი ერთი შეხედვით, პრინციპში მეორე შეხედვითაც და მესამე.
აი მეოთხე შეხედვაზე შეიძლება ეჭვი გაგიჩნდეს, რომ ეს ნიღაბია და თავდაცვის საშუალება.
ბავშვობა თითქოს ნორმალური, ჩვეულებრივი, ოჯახში უმცროსი ან ერთადერთი შვილი.
ინტელექტში პრობლემები არ ქონდა სკოლაში, მაგრამ ბავშვებთან უჭირდა კონტაქტი. მიანც მძიმე ხასიათის ხალხის თავი არ აქვთ სკოლაში.
მერე გაიზარდა, და სადღაც 20 წლის ფარგლებში ვიღაცა შეუყვარდა ძალიან. თავდავიწყებით. მაგრამ ცუდად დამთავრდა ეს ისტორია. შეიძლება გათხოვილიც იყო მასზე. ნუ მალევე გაშორდა. და დიდი კვალი დატოვა ამან. ისედაც ხომ იყო კანფეტკა, და მერე საერთოდ....

ნუ, ხდება ხოლმე.
ამის მერე გავიდა დაახლოებით 6-8 წელი. მას აღარ ქონდა მცდელობა ახალი ურთიერთობის დაწყებისა და ეს იმ კვალის გავლენა იყო.
შეიძლება ავარიაშიცაა მოყოლილი ან ახლბელი ადამიანი ყავს დაღუპული.
რამდენადაც არ უნდა ცდილობდეს ცუდობას, მაინც კარგი ამოდის ხოლმე ზემოთ და უნებურად ვლინდება, უბრალოდ ძნელია დაინახო, რომ ეს კარგი მიზნებით იქნა გაკეთებული. უბრალოდ დაკვირვება უნდა და დაფიქრება.
ფიცხი, აგრესიული - ეს თვისებები უზის ბავშვობიდანვე. იცის, რომ ცუდია ეს, მაგრამ ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი ინდვიდუალურია და აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გაუგებს მას. იმას ელოდება, ელოდება, ელოდება.... არ დაბერდე!
ყავს 1-2 ახლო მეგობარი, რომელბთანაც სულ სხვანაირია. შეუძლია ყველაფერი გაკეთოს მათთვის, იმაზე მეტი, ვიდრე თვალთმაქც "კეთილ" მეგობრებს ჩვევიათ ხოლმე. როგორც ამბობენ, სეუძლია გული ამოგიღოსო. თუ რაღაც ეგეთი
ნუ მოკლედ, შეიძლება ვცდები, მაგრამ ესეთი აზრი ჩამომიყალიბდა მის შესახებ. და ამისთვის საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა. ძნელი ადამიანია. ძაან. მაგრამ ეგეც გაშიფვრას ემორჩილება

ვოტ ტაკ!
ველოდები PM-ში პასუხს, ეგრეა თუ არა
This post has been edited by TETISA on 28 Mar 2009, 17:08