eriqsimaxosამისთვის დაბოლოება რომ არ დამეწერა , ყავას რა სინდისით დავლევდი დილით


ფარდა ეფარება მთვარეს... შუქი .. შენი შუქი - ქრება..
ბოლო აკორდები გადნა ... სადღაც იკარგება ვნება...
მხოლოდ წარსულია ახლა... მხოლოდ მოგონება რჩება...
თვალებს ვერ ვივიწყებ მხოლოდ.. გხედავ... გსაყვედურობ... ვბედავ...
მე რომ ფრთები მქონდეს... შემოგხედავდი...
აზრებს გავცვლიდით...და მთვარე გაორდებოდა
მე დაუსრულებელი სიმფონიით გავიფანტებოდი..
და შეუმჩნევლად გათენდებოდა!
ღამის წყვდიადში მოვძებნიდი.. თითოეულ შენს ნაწილს...
თუნდ დავიქანცო... მათ ძებნაში.. არად დაგიდევ მანძილს...
ფრთები შემომადნა უკვე... მაინც ვერ გიპოვე.. ვქრები..
ღმერთო! ... რისთვის მომეც თუკი.. მე მას ვკარგავ.. ვხვდები
ძნელი ნოტების ხმები...სინათლე მინდა
ან დიდი ფრთები.. რომ სილამაზეს ძველს..
ჩემი უდროო ფიქრით ვერ დავაცრემლო..
შავ კარებამდე ტკივილი ჩემია.. დღეს!!!
მყოლოდი... რა მოხდებოდა?... ჩემი სინათლე...
ქრები...
მე გავიარე ჩემი გოლგოთა... ძალიან მტკივა .. მტკივა
მხრები...
ათასი წელი... ჩემთვის არსებობდი მხოლოდ....
შენ...
აღარ მყავხარ ვხვდები ... მე აღარ მაქვს ფრთები....
ახლა კი წავალ, სუფთა სინდისით ყავას დავლევ
This post has been edited by teoj on 11 May 2009, 11:33