ქარი ქრის, ღამეა, მთვარეა
დარდია მოგონებები მწარეა
აქ აწმყო ვერაფერს გვპირდება
მომავლის იმედი გვიკვდება
საშინელ ფიქრებში ჩაფლული
ამ ქვეყვის ავ კარგში ჩართული
ვსუნთქავ და მე მესმის ქართული
ლამაზი ბგერებით დართული
იქ, სადღაც შორს, მღერის გიტარა
სხვის ბედის ჯოკერმა იტარა
მის გულში მზის შუქმა იდარა
მე კიდევ არ ვიცი მინდა რა
ეს ქარი ხელს მიშლის მაწვალებს
მიფანტავს ფიქრებს და მაწამებს
მიწეწავს თმებსა და სულს
მისრისავს გრძნობას და გულს
მინდა რომ დავწერო ფიქრი
მე ისევ სივრცეში მივქრი
არ მინდა დაშვება თავქვე
მინდა რომ მე დავრჩე აქვე
ელვა რომ ცას ორად გახევს
გრუხუნი სიწყნარეს დახევს
მიწვდება მთასა და ბარს
დალეწავს სამოთხის კარს
ქარი ქრის, როგორც ზღვა ღელავს
და გრძნობას საამოს ქელავს
ვუცქერი მაღლა და ფიქრი
კვლავ დაბრუნებას ბედავს
ცაზე რომ ვარსკვლავი მოწყდა
და ქარმა წაიღო შორს
სისწრაფით მაგონებს ძერას,
შევარდენს, არწივს და ქორს
....................................................
კარგად არ მახსოვს , რაც არის ეგ არის