Nato Gelashvili And J. Chelebadze And TSU-s Bichebi - Isev Icvimebs
ისევ იწვიმებს და ჩამოწვება ღრუბელი გულზე
მიმატოვებენ კარჩაკეტილს ოთახში მარტო
ფრთებმოტეხილი ცხოვრებაში ვის რად ვუნდივარ
ფრთები მაჩუქეთ, ფრთები მაჩუქეთ გაფრენას ვლამობ
ისევ ფიქრები დაიწყებენ სულში ბორიალს
თვალებს დაალბობს უსუსური ცრემლის სისველე
როგორ გეძახდი, როგორ გელოდი, გეშველა მსურდა
ვერ მომისწარი, ვერ მანუგეშე, ვეღარც მიშველე
არ მომატეხოთ ფრთები .. არ მომატეხოთ ფრთები ..მტირალს
დღეს ხომ მე ისეც ვკვდები, დღეს ხომ მე ისეც ცაში მედება ბინა
არ მომატეხოთ ფრთები..არ მომატეხოთ ფრთები მტკივა
დღეს ხომ ისედაც მიმაბარებენ ღამსი წყვდიადს
ისევ იწვიმებს, კვლავ ჩამოწყვება ღრუბელი გულზე
და ვეღარავინ ვერ უშველის ნატკენ იარას
დღეს მოგონებად დარჩა უკვე ჩემი ღიმილი
ყველას ვინც თურმე სიცოცხლეში ასე მიყვარდა
არ მომატეხოთ ფრთები.. არ მომატეხოთ ფრთები მტირალს..
დღეს ხომ მე ისეც ვკვდები, დღეს ხომ მე ისეც ცაში მედება ბინა
და ლეგენდებად ვრჩები, და მოგონებად ვრჩები წყვდიადს
ჩემი სული კი ჩუმად მიჰყვება ღამის ნიავს
ისევ იწვიმებს კვლავ ჩამოწვება ღრუბელი გულზე
ჩემი ცხოვრება დასრულდება თითქოს არც იყო
რამდენი რამე დამრჩა კიდევ თურმე უთქმელი
ვერ მოვასწარი, იქნება სჯობდეს თან რომ წავიღო
იქნებ არც იყო..

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
პოპი როგორ არ შეიძლება

რომ გინდა დაწერო ეს უკვე დასაწყისია
This post has been edited by teoj on 5 May 2009, 01:28