psyxoაგერ იხილე კიდე გენდერული თანასწორობის პრეტენზიის მქონე ქვეყნის სინამდვილე :
სუფთა ქართული პონტი (post #13567987)მხოლოდ საქართველოში არ იცრებიან იმის გამო რომ ნემსით სხეულში ანტიქრისტეს კოდი შეჰყავთ.
მოხლოდ საქართველოში "იძლევა" ან "არ იძლევა" გოგო.
მხოლოდ საქართველოში უფუჭებს ბიჭი გოგოს მომავალს სექსით
მხოლოდ საქართველოში არსებობს სიტყვა "შეაცდინა"
მხოლოდ საქართველოში შეიძლება არსებობდეს "ზედსართავი სახელი" გოგოსთან მიმართებში "კაცთან ნამყოფი".
მხოლოდ საქართველოში არსებობს ფრაზა "კარგ ბედში ჩავარდა"
მხოლოდ საქართველოში შედიან მეზობლებთან მაგიდებისა და სკამების სათხოვნელად, როცა დიდძალ სტუმრებს ელიან.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება სთხოვოს მეზობლემა მეზობელს დენი გადამაყვანინე შენი სახლიდან დროებით სანამ დავალიანებას გადავიხდიო და თან მისი წილიც მეზობელს ახდევინოს.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება მეზობელი შევიდეს მეზობელთან დასარეკად დღეში უთვალავჯერ ჭორაობის მიზნით და არა გადაუდებელი საქმის გამო და კითხვაზე რატომ არ იდგამ ტელეფონს გიპასუხოს, თვეში 100 ლარამდე მომდიოდა დავალიანება და დავიღალეო.
ქრისტიანული სამყაროდან მხოლოდ საქართველოში შეიძლებ სწირავდნენ საკლავს სალოცავებს და მოჭრილ სისხლიან თავ-ფეხს სალოცავის ტერიტორიაზე ყრიდნენ.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება იკითხოს გინეკოლოგმა გათხოვილი ხარ თუ ქალიშვილიო.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება ლანძღოს და აგინოს მშობიარეს კაცმა გინეკოლოგმა მშობიარობის დროს და თან დამცინავად ჰკითხოს ქმართან რომ "იმასშვრებოდი" ხო კარგი იყოო.
მხოლოდ საქართველოში არ უნდა შეხედო ძმაკაცის დას ამურის თვალით.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება არსებობდეს ანდაზა "ბავშვი მტრად გაზარდე და მოყვარედ გამოგადგებაო"
მხოლოდ საქართველოში არსებობს სიტყვა "დედაკაცი".
მხოლოდ საქართველოში ეკითხებიან ქალს რატო არ თხოვდები.
მხოლოდ საქართველოში ეკითხებიან ბავშვს დედა უფრო გიყვარს თუ მამა და ეღრიჯებიან შეაგინე ან დააფსი ბიძიას თავზეო.
ბედნიერი ერის ბედნიერი წარმომადგენლები:
This post has been edited by GITANA on 26 Apr 2009, 01:41
მიმაგრებული სურათი