Showmanხო მარა რაღაც ცუდათ ვარ და თავბრუ მესხმის და გუშინ უკვე გავადინე ზღართანი და ეხლა ცოტა მეშინიასავით ვიჯდე მგონი სახში ისევ ჯობია ,იქნებ გადამიაროს და უკეთ გავხდე
eriqsimaxosრავიცი აბა რამდენიმე რჩევას მოგცემ გავლილი მაქვს მეც სპეციალური კურსი მაგასთან დაკავშირებით .
1
არ შეგატყონ რომ ნერვიულობ , ყურადღება მიაქციე შენს სხეულს ნუ დაისრესავ თითებს და ნუ დაგეტყობა რომ რაღაცას განიცდი ან დაბნეული ხარ.
2
თუ გკითხავენ ნუ იტყვი ,რომ ბევრ გასაუბრებაზე იყავი მანამდე , რადგან შეიძლება იფიქრონ, რომ არ ხარ შესაბამისი კანდიდატი.
3
ნუ აგრძნობინებ რომ მათი შემოთავაზებული სამსახური იმდენად გჭირდება რომ ყველა პირობაზე თანახმა ხარ , ანუ აგრძნმობინე რომ შენთვის აუცილებელია იცოდე დაწვრილებით თუ რას გთავაზობენ და რა პირობები იქნება.
4
თუ გკითხავენ შენთვის რამდენი იქნება მისაღები ხელფასი , ნუ იტყვი დაბალ თანხას და ნურც ძალიან გაწელილს , სავარაუდო თანხა დაასახელე თუმცა არც ცოტა და თქვი რომ ეს თანხა მინიმუმია რადგან შენ პროფესიონალი ხარ და ნებისმიერ საქმეს უდგები პროფესიონალის კუთხით .
5 თუ რამე ისეთ კითხვას დაგისვავენ რაშიც არ ხარ დარწმუნებული ან საერთოდ არ ხარ აზრზე ჯობია არ უპასუხო , თთუ იმ კითხვის აზრზე არ ხარ საერთოდ რა , ანუ თუ ის სფერო შენთვის ჩინურია , ნუ დაიბნევი და კითხვა შეაბრუნე და თქვი ---- " იცით? ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი , ჩემთვის საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრიც მომესმინა" ანუ შეუბრუნე კითხვა ყოველგვარი დაბნეულობის გარეშე .
კიდე დაგიწერ მერე რაღაცეებს .
მე მქონდა ერთი შემთხვევა რომ გავიგონე გასაუბრებამდე როგორ ამბობდა ერთ ერთი უფროსი , რომ ძალიან უყვარს კუსტურიცას ფილმები ხო და როცა გასაუბრება დაიწყო , კითხვა იყო რარაც ასეთი თქვენი გატაცება რა არისო და თავისუფალ დროს რას უთმობთო და უთხარი რომ ძალიან მიყვარს ფილმების ყურება და განსაკუთრებით კუსტურიცას ფილმები

ეგრევე შევატყე რომ შეიშმუშნა და უი მართლაო? კუსტურიცას ფანი ვარო გადავიდა ძალიან მეგობრულ და არაოფიციალურ საუბრებზე , უი რას ამბობთ მეცთქო , ხო და მეკითხება რომელი მოგწონთო განსაკუთრებითო? ხო და რა დამემართა არ ვიცი ისედაც ვნერვიულობდი ბუნებრივია და ვერცერთი კუსტურიცას ფილმის დასახელება ვერ გავიხსენე ხო და კითხვა შეუბრუნე და ზუსტად ის წინადადება უთხარი , იცით? ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი იმდენად მომწონს ყველა თქვენ რომელი მოგწონტთქო? ხო და თეთრი და შავი კატაო თუ რაღაც მითხრა და უთხარი ვაიმე ვგიჟდები მაგ ფილმზე , სცენარი და სიუჟეტი ისეთია მთელი ფილმის ბოლომდე ჩართული ხარ პროცესშითქო

სხვათაშორის ის სამუშაო ვიშოვე , გახარებული სახში წამოვედი , ჩავრთე კომპიუტერი და გადმოვწერე ის ფილმი რომლის აზრზეც არ ვიყავი და უყურე