ვაიმე, მეზარება ნი ტო სლოვო.
ერთ ადგილს ვერ ვწევ სკაიდან.
და მე მივიღე სკამის ფორმა თუ სკამის მოდიფიცირება მოვახდინე არ ვიცი, მაგრამ რომლიღაცა შეიცვალა.
თამო, შენ რაღაც ატეხილი ხარ.

ჯერ ტაბურეტკაო, მერე ქუჩაში მინდაო....
საღამომდე კიდე სიურპრიზებს დაგვახვედრებ მგონი
* * *
ამის დედა ვატირე, ტანსაცმელებიც რაღაცეებს მახსენებენ.
დღეს ზაფხულისები ამოვყარე და ზამთრისები შევინახე.
ხოდა ძველ რამეებს წავაწყდი, რომლებიც ღრმად მედო და არ მახსოვდა.
რატო ვინახავ?
თან სიმღერები მქონდა ჩართული და მიანცდამაინც მაგ დროს დაიწყო ის სევდიანი მაგრამ ძალიან მაგარი სიმღერა.
ვნახე ჩემი ბოლო ზარის საროჩკა. ჩემი დაქალი, რომელსაც ეხლა ველაპარაკე, მწერდა, იმედია არ დამივიწყებო.

რამდენი თბილი სიტყვა ეწერა და არაფრიმეტყველი ამავე დროს.
ცარიელი სიტყვები.
უბრალოდ იმისთვის დაწერილი, რომ ყოფილიყო რამე.
კლასელების, მეგობრების, მასწავლებლების, ნათესავების
და
სიცარიელე.
უუფ
და კიდე ნიშნობის კაბას რაღა უნდოდა აქ? და ქორწილის ფეხასცმელს? არც ერთი არ ამოვიღე ცელოფნიდან. კაბა ზოლიან პარკში მიდევს დაკეცილი სულ ძირში და ფეხსაცმელი რაღაც ჭრელშია გახვეული.
აი რად მინდა?
და რატო ვერ ვაგდებ?
მეტი ხო არ ჩავიცმევ. არა და მიხდებოდა ის კაბა

და მომოწნდა ჩემი თავი მაგაში.
არც მინდა გადაგდება თან. უფრო სწორედ ხანდახან კარგი იქნება თუ არ მექნება ეგენი. მაგრამ ხანდახან ცუდს ვერაფერს ვხედავ მაგათ ქონაში.
სულ იმ სიმღერის ბრალია Any other world
http://www.avoe.ge/music/index3.php?gr=&gd=&ga=&galb=16017 This post has been edited by TETISA on 14 May 2009, 16:07