ვაი, ხალხო, ახლა ცუდად გავხდი, ისეთი რამ წავიკითხე.
გსმენიათ რამე დელარა დარაბის შესახებ? 22 წლის ირანელი მხატვარი გოგო იყო, რომელიც ახლახანს 1 მაისს დაუსჯიათ სიკვდილით (ჩამოახრჩვეს) სულ უდანაშაულოდ.
5 წლის წინ მამამისის ბიძაშვილი მოუკლავს ვიღაც ამირ ჰოსეინს, რომელიც ამ გოგოს უყვარდა. ამ ამირმა დაარწმუნა დელარა, რომ დანაშაული თავის თავზე აეღო და მას, როგორც არასრულწლოვანს, არ დასჯიდნენ. ჰოდა, სიკვდილით დასჯის განაჩენი რომ გამოუტანეს, მერე კი თქვა სიმართლე, მაგრამ არავინ დაუჯერა. ბიჭს 10 წელი მაინც მისცეს.
ხატვა ციხეში დაუწყია. მთელი ეს ხანი მარტო იჯდა საკანში... გადავირიე, ისეთი ნახატები აქვს. ბოლოს სახლში დაურეკავს, - დედა, მამა, მიშველე, ყულფს ვხედავ ჩემს წინ, უნდა ჩამომახრჩონო, მერე მცველს წაურთმევია ყურმილი და უცნობებია მშობლებისთვის, რომ 10 წუთში განაჩენი სისრულეში იქნებოდა მოყვანილი... ციხეში იმავე წამს გავარდნენ მშობლები და გზაში უკვე სასწრაფო შეხვდათ, რომელშიც დელარას ცხედარი იყო...
გულიღა მერევა, ამაკანკალა. რაო? ცხოვრება მშვენიერიაო?
ისე, ქალებო, გაითვალისწინეთ, რომ სიყვარული ხანდახან საშიში სენია...
http://savedelara.com/Delara_Paintings.html This post has been edited by Nnino on 23 May 2009, 15:58