არ დამტოვო მარტო, მე ხომ ადამიანი ვარ , მოვიწყენ და სევდას მივეცემი ო
* * *
მე და მე , ორი ვერტექსი ...
helix ის ბოლოებში გადავნაწილდით ..
ერთი XO;Y0;ZO ,მეორე XO;Y0;Z8 კოორდინატებით, ზამბარა არც ისე სქელია, როდესაც enable ჩართულია, სულ რაღაც 1 ჩაიწერა thickness გრაფაში, ამიტომ ის ორი ერთმანეთს უახლოვდება და შორდება, სიმძიმის მიხედვით....
მე და შენ, ორი ვერტექსი.. მოვხვდებით ერთ პოლიგონზე,ალბათ... იქნებ ისე რომ ერთმა ეიჯმა დაგვაკავშიროს , უხილავ ხელს ვთხოვ რაც შეიძლება მეტი weld მისცეს, რომ ერთმანეთს მივუახლოვდეთ და დაგვაკოლაფსოს, რომ ერთ ვერტექსად ვიქცეთ, ჩვენი პოლიგონი გამოძერწოს და ცილინდრის საკუთრება გავხდეთ, ერთად ვიაროთ ამ ბორბლით ...
შემდეგ შიფტ +s ით გავმრავლდებით, გავხდებით 1000 , 10 000და მეტი,მანამ, ვიდრე მაქსი გაუძლებს, სანამ არ გაჭედავს და ერორს ამოაგდებს.. ჩვენ დავრენდერდებით , ვირეი სანის ოქროსფერ შუქის ქვეშ, და სამუდამოდ ლამაზები დავრჩებით...
განსატიპებელის 3d ბოდვები