მომხდარა..
ორი ერთმანეთს გაიცნობს, აიგება თეორიების კოშკები , შეიფუთება მორალით , გაიბანტება "მაღალი" ადაიანობით... მერე წკაპ და ყველაფერი: სიტუაცია, ქცევა , ისე "გაპრიმიტიულდება", გაიფრცქვნება და ჩამოინგრევა... დაიყვანება მარტივზე და მყოფადზე..
როცა ერთი არაფერს ამბობს, არ ნიშნავს ყოველთვის , რომ სათქმელი არაფერია...
როცა აკეთებს დათმობას მზად უნდა იყოს ბუმერანგისთვის..
პასუხისმგებლობის თავიდანა აცილება , სუსტების ხვედრია
საკუთარ თავზე აღება - მაღალსულოვნება
ხშირას სხვისას კი არა , საკუთარსაც განიტიპებენ...
ხმა ყველას აქვს, გონება -არა
გული - ყველას, გრძნობა -არა
შიში... ამპარტავნება, გაუმაძღრობა - ანგრევს
სიყვარული....... უნდა იცოდე როგორ გააშენო..
როცა სათქმელი არაფერია, ან წასვლა სჯობს, ან ჩახუტება
თქმა ყველას შეუძლია, რას იტყვი, ესაა არსებული...
ხშირად ვანგრევთ, იმიტომ რომ გვეშინოდა არ დაგვენგრია..
ვიმალებით, მაგრამ დამალვა არ შეგვიძლია..
"ამ ქვეყანას დაემალება ვინმე?"
* * *
ადამიანს ყველაფერი ბეზრდება, ვგიჟდები შემწვარ კარტოფილზე, მაგრამ ერთი თვე რომ ვჭამო, ბრრრრრრრრრ , ვიცი რაც მოხდება, ამიტომ ვუფრთხილდები ამ "სიყვარულს"
რა ამის პასუხია და... თვალი თვალს რომ მოშორდება გულიც გადასხვაფერდებაო
კიდევ ის..
რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბებიო...
ორივე მართალია, მხოლოდ დროა შუაში....
რა იქნება რომ ვთქვა ახლა, კაცობრიობა მიყვარსთქო?
ის რომ რამდენიმე ხანში ვიფიქრებ რა წამოვროშე, რა სულელი ვიყავითქო?
აქედან გამომდინარე, მე შევიცვლები? ნუ რას უკაცრავად
მარად და მარად
მე და მე
არადა , არ ცხელა ამ ოთახში, მიზეზებეს ვეძებ - აბა რა ხდება?
* * *
ჰო კიდევ... წერა მომნატრებია... მივაწერ ჩემს ზემოთ მყოფ "ვნებათაღელვებს"..

იყო და არა იყო რა... იყო ერთი რეალური მაგრამ ვერგანსხეულებული სამყარო....ერთხელ.. ერთმა პატივცემულმა გზავნილი დატოვა მეორე პატივცემულის მისამართით... მისამართი იყო : მიხვდები ვინც ხარ... მაშინ მივიდა მესამე პატ არა , სულ პაწუკელა , დახედა მისამართს და თქვა... პატივცემულო, ასე ხომ ყველა იფიქრებს რომ ეს მისი მისამართია... მაშინ პასუხად მიიღო, შენ ეგრე ფიქრობ? პატარამ გაიღიმა და გაიფიქრა.. ვნახოთ..
გავიდა დრო.. დრო ამ სამყაროში ისე სწრაფად გადის რომ საათი დღეს უდრიდა... გაირკვა, რომ თურმე ბევრმა, და თანაც ბევრმა ჩათვალა, ეს მისი მისამართი იყო...
საქმე იმაშია რომ ადამიანები, ყოველთვის, ყოველთვის გაიფიქრებენ : "ეს მე მეხება? "რაღაც საერთოს იპოვიან და - დასტურ თამადა! რაც არ დაემთხვა, "ოჰ აქ ვერ გაარტყა, რას უბნობს ეს? "
განწყობა და რეალიზმი
ზღაპრიდან "განსატიპებელთა ბოდვები "
* * *
რა ჯანდაბაა, "ამხელა" კომპანიის, "ამხელა" საიტზე , "ამხელა" ხალხი შევდივართ და , წაგიცდება ფეხი,გეტყვის -"უსაფრთხოების კოდი არასწორეა"
ვუი მართლა? სწორეა თუ სწორია?
* * *
აი აი, სულ ვეძებდი სიტყვას 5 თანხმოვნით, ვარსკვლავის გარდა და
"გაფრცქვნა" , ძლივს არ მივაგენი?

არა ,გაფრცქვნა არსებითი სახელი არაა, სხვა მინდა
* * *
ცივ წყ-ლიანი დეიდები აღარ დეიარებიან აქანე? აროუშავს, ჩემით გავალ
This post has been edited by teoj on 31 Jul 2009, 16:14