ალბათ აქაც გააჩნია რა შემთხვევაში, სიყვარულს ვერ ვხედავთ მაგრამ შევიგრძნობთ, ალბათ იმიტომ რომ ხედვით ვერ შედგებოდა ისეთი მშვენიერება როგორიც განცდითაა,
მაგრამ სილამაზეს რომ ვერ ვხედავდეთ, ვერც შევიგრძნობდით
მე თუ დავბრმავდი, რა მნიშვნელობა აქვს ლამაზ ხედებს, ჩემთვის მაინც უსასრულობა იქნება
მირჩევნია ვხედავდე ვიდრე ტრავმა მქონდეს ეს მაშინ როცა საქმე სამყაროში ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას ეხება
მაგრამ , მირჩევნია განვიცდიდე,და ვიცოდე , ვიდრე ვხედავდე, როცა საქმე აღქმებს და გრძნობებზეა
გააჩნია რას ანიჭებ უპირატეოსობას, ანუ რაზე ხარ ორიენტირებული მაგ შემთხვევაში
pataputina ასვლით თუ ხედებით მიღებულ სიამოვნებაზე
* * *
დავუბრუნდეთ "ხელის დაქნევის თეორიას " ))))
რათქმაუნდა , კარგია როცა იცი და ხედავ კიდეც, ამ შემთხვევაში სრულად აღიქვამ მოვლენას, მაგრამ თვით ფაქტი, რომ ჩვენ ხელს ვუქნევთ ერთმანეთს მაგრამ ვერ ვხედავთ ( თუმცა კი ვიცით)უკვე შემდგარია
ვერ ვხედავთ კრწანისის ომს, მაგრამ მოხდა, და ჩვენი ვერდანახვა სრულიად არ უარყოფს მის არსებობას, ჩვენ ვიცით რომ იყო, თუმცა რომც არ ვიცოდეთ არც ეს უარყოფს მის არსებობას.
არსებობა, დანახვა, ცოდნა, აღქმა, შეგრძნება , ამ ელემენტებიდან მხოლოდ პირველია გადამწყვეტი , სხვების ამოვარდნა მხოლოდ ჩვენს "თვალთახედვას" "აზარალებს"
ალბათ წარმოდგენაც შეუძლებელია ისეთი რამის რაც არ არსებობს, იმიტომ რომ წარმოვიდგენთ იმ ელემენტებით, ფაქტებით, განცდებით, რაც უკვე განგვიცდია , როგორც ახალ კერძს ვერ დაამზადებ იმ პრიპასებით, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, ცვლილება მქოლოდ ქიმიური შემადგენლობაა
* * *
აქედან გამომდინარე, თუ არ დაგინახავს არასოდეს ცხოვრებაში, შენი განცდები და აღქმები ყოველთვის განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც თვალხილული განიცდის
დანახვა ყველაზე ახლოს დგას არსებობის აღქმასთან , დანახვა გონებით და დანახვა თვალით
* * *
ხოდა დავასრულო ჩემი დასვენების აღწერა ))))
ამოდენა კოცონს დავანთებდი

იმედია სამაშველო გემი არ მომადგებოდა
This post has been edited by teoj on 21 Aug 2009, 17:53