გაციებული ვარ 2 კვირაა უკვე და ისე შევეგუე მგონი რომ როცა გამივლის ცუდად გავხდები სიცხის გაეშე

საშიში არაფერია, სიცხის დროს პულში აჩქარებულია, მაგრამ არავინ მომკვდარა უბრალო გაციებით, არც გულის უმნიშვნელო აჩქარებით და საერთოდ სიკვდილი ბევრად უფრო რთული მისახწევია ვიდრე ეს გვგონია.
ყველანაირმა სინდრომმა გამიარა და ძალიან ადვილად ვაკონტროლებ აზრებს რომელიც დღემდე ტრიალებს თავში როცა დაძაბულობაა ან რაიმე ცუდი შეგრძნება, იმდენად სასიამოვნოა იმის გააზრება რომ შენ ამის მართვა შეგიძლია რომ თითქოს სიხარული შენში აღარ ეტევაო,
სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით აღფრთოვანებაა, უნდა დაიჯერო რომ ხარ პიროვნება რომელიც ყველაფერს შეძლებს და ამისთვის მზადაა,
რაც შეიძლება ბევრი ემოცია უნდა დაიხარჯოს დღის განმავლობაში, სიცილით, მიმიკებით, სიხარულით, გაბრაზებით, "ბუფერი" უნდა გაიწმინდოს სრულად, ამას მოაქვს სიმშვიდე, თავისუფლება და თითდაჯერება.
ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მე შემეძლო ვყოფილიყავი ისეთი როგორიც ადრე ვიყავი, მაგრამ ეხლა ზუსტად ვიცი რომ მე შემიძლია, ერთი ცუდი შედეგი აქვს ამ ყველაფერს, თითქოს შეგრძნება დავკარგე ნერვიული, არ ვბრაზდები, ადამიანების უგუნურებაზე არანაირი რეაქცია აღარ მაქვს, ვფიქრობ რომ ის ისეთია და იმიტომ იქცევა ისე, მისთვის ისაა ჭეშმარიტება და ამიტომ ამტკიცებს საპირისპიროს, არ მეხება მე სხვისი აზრები და მიტომ როგორც უნდათ ისე იფიქრონ და იაზროვნონ,
მიხარია ადამიანებთან ურთიერთობა მაგრამ რაღაც გაურკვეველი დისტანცია მიჭირავს, ვისმენ ყველას რჩევებს ცხოვრებასთან დაკავშირებით, ღიმილით ვეთანხმები და ისიც ბედნიერია და მეც

დავუბრუნდი ჩემს პროფესის და მთელს აზრებს იქ ვუკეთებ რეალიზებას, ვზივარ ნეტში და ყველაფერზე ვაგროვებ ინფორმაციას, მნიშვნელოვანია თუ არა ეს ჩემთვის მინდა რომ ვიცოდე, რაც შეიძლება ნაკლებ დროს ვტოვებ იმისთვის რომ დავჯდე და უაზროდ და უქმად გავატარო დრო,
ვკითხულობ და მერე ვსეირნობ რომ ჩმებური ლოგიკით დავალაგო და გავიაზრო,
მოკლედ ავტონომიურ რეჟიმში ვარ გადართული და არანაირად არ ვითხოვ დამოუკიდებლობას

უბრალოდ ჩემთვის ვარ,
არც ადამიანებს ვარ მოწყვეტილი და არც ცხოვრებას, უბრალოდ არის რაღაც რასაც სხვებთან ერთად ვიაზრებ და არის ისეთი რამ რაც მხოლოდ ჩემს აზრებშია, ყველანაირ სიამოვნებას ვიღებ ცხოვრებისგან (ნორმების ფარგლებში

)
წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას, საშინელებაა პანიკა მაგრამ აქვს პლიუსები რომლებიც ძალას და ლოგიკას გვმატებს, ფიქრს აღრმავებს და ზღვა ინფორმაციას აგროვებს ჩვენში,