შევეცდები აგიხსნა.
ჯერ რა არის ბრაზი?
ბრაზი არის აბსოლიტურად ჯანმრთელი და ბუნებრივი, მეტიც,საჭირო ემოცია. რომელიც მერყეობს უბრალო გაღიზიანებიდან მრისხანებამდე.
როგორც ყველა სხვა ემოციას, მას თან ახლავს ფიქიკური და ფიზიოლოგიური ცვლილებები (გულის აჩქარება, წნევის და ადრენალინის მომატება).
ბრაზი შეიძლება გამოიწვიოს როგორც გარეგანმა, ისე შინაგანმა ფაქტორებმა. შენ შეიძლება გაბრაზდე კონკრეტულად ადამიანზე (მაგ.ლექტორზე, ) ან რაღაც მოვლენაზე (მაგ. გადადებული ფრენა, რიგი და ა.შ) ასევე ბრაზი შეიძლება გამოიწვიოს მოგონებამ ან ტრამვულ სიტუაციაზე ფიქრმა.
ბრაზი საჭირო ემოციაა, ის გვეხმარება თავი დავიცვათ სიტუაციებში, როდესაც გვიტევენ. ასე რომ, გარკვეული რაოდენობით ბრაზი აუცილებელია, რომ გადავრჩეთ. აბა წარმოიდგინე, ვიღაც გირტყამს , შენ კი უემოციოდ დგახარ, არ ბრაზდები . (მექანიკური ფორთოხალი წაიკითხე)
მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ არ შეიძლება ფიზიკურად ან სიტყვიერად გავუსწორდეთ ყველას, ვინც გვაღიზიანებს. ამისთვის არსებობს კანონი, სოციალური ნორმები, შინაგანი ცენზურა, რომელიც გვიწესებს ზღვარს, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა სიბრაზის დროს.
რა განაპირობებს ბრაზს ადამიანში, რატომ არიან ზოგი უფრო ბრაზიანები, ზოგი კი ნაკლებად?
სამი ფაქტორი.
1.გენეტიკური, დამტკიცებულია, რომ ადრეული ასაკიდან ზოგი ვაცშვი თანატოლებზე მეტად მიდრეკილია აგრესიისკენ.
2.სოციალური გარემო, ბავშვობიდან გვინერგავენ, რომ ბრაზი ცუდია. და უნდა დამალო. არ უნდა გაბრაზდე. ანუ ბრაზი აღიქმება, როგოც ნეგატივი. სინამდვილეში კი ბრაზი ისეთივე ემოციაა, როგორც მხიარულება, მწუხარება, შიში და სხვა. უბრალოდ უნდა იცოდე ბრაზის სწორედ გამოხატვა . როგორც სიცილით გამოხატავ მხიარულებას, ან ტირილით - მწუხარებას.
3/ოჯახური ურთიერთობები და გარემო.
ბრაზის მართვის სამი მიდგომა არსებობს :
1/ expressing - გამოხატვა
2/supressing- შეკავება
3/calming- დამშვიდება, ნორმალიზება
1/ ბრაზის გამოხატვა მტკიცე, მაგრამ არა-აგრესიული ტონით ყველაზე ჯანსაღი გამოსავალია. .ამისთვის უნდა გაიაზრო იმ სიტუაციაში რისი მიღწევა გინდა, რა არის შენი მიზანი და იმოქმედო ისე, რომ არ დაკარგო არც საკუთარი თავის და არც სხვისი პატივისცემა. იყო მტკიცე, მაგრამ არა აგრესიული და მომთხოვნი.
2/ შეკავება. ჩახშობა, გადატანა. ეს ხდება, როდესაც ყურადღება გადაგაქვს რამე პოზიტიურზე, ერთვები სხვა საგანზე, ბრაზს იკავებ და ბოლოს ივიწყებ. ამ მიდგომის საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ გარეთ გატანის ნაცვლად ბრაზი რჩება შენში, ილექება და შესაძლოა გამოიწვიოს დაძაბულობა, დეპრესია ..
გამოუხატავმა ბრაზმა სხვა პრობლემებიც შეიძლება წარმოშვას. თანდათან ჩამოგაყალიბოს მტრულ და ცინიკურ ადამიანად. დიდი რაოდენობით შეკავებული ბრაზი იწვევს პათოლოგიურ აგრესიულ- პასიურ ქცევას. როდესაც უმიზეზოდ ესხმი თავს ადამიანებს, აძლევ ცინიკურ შენიშვნებს. გამუდმებით აკრიტიკებ. შესაბამისად გიძნელდება ადამიანებთან ურთიერთობა.
3/ დამშვიდება. ეს შეგიძლია გააკეთო შემდეგნაირად
-ღრმად სუნთქვა ( არა მკერდით, არამედ დიაფრაგმით).
-ნელი გამეორება დამამშვიდებელი ფრაზის ( relax, take it easy).
-წარმოსახვის ჩართვა - ვიზუალიზაციას უკეთებ დამამშვიდებელ სცენას, მოგონებიდან ან ფანტაზიიდან.
-იოგას მსგავსი მშვიდი ვარჯიში - კუნთების დაძაბულობის მოსახსნელად.
დაგეხმარება იუმორიც.
მაგალითად , ზიხარ ლექციაზე და ვინმეზე ბრაზობ და დიქრებში ლანძღავ ცუდი სიტყვებით.
ნუ აქ ვერ დავწერ ცენზურაა, ავიღოთ ყველაზე ლაითი რამე მაგალითად ერთუჯრედიანი არსება ფიქრობ ვინმეზე, ჩართე წარმოსახვა და ვიზუალიზაციი გააკეთე, რომ ეს ადამიანი მართლა არის ერთუჯრედიანი და ესე გამოიყურება. (ცუდ სიტყვებზეც იგივე ) და ეს ბოლოს გაგაცინებს.
ან
ბრაზიანი ადამიანები უმეტესად არიან ძალიან მომთხოვნები ყველას მიმართ. უნდათ ყველაფერი ისე იყოს, როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ. წარმოიდგინე, რომ ხარ ze-arseba, იმპერატორი ან რაღაც ესეთი.. შენ გეკუთვნის ქუჩები, სუპერმარკეტები, მთელი უნიერსიტეტი.. სადაც არ უნდა მიხვიდე ყველა შენ გემორჩილება და მოწიწებით გხვდება.. ამ წარმოდგენის დროს აუცილებლად გაგეცინება და მიხვდები, რამდენად მოსაწყენი იქნება, ყველაფერი რომ ესე იყოს. და სასაცილო. და შენი სიბრაზის მიზეზიც სასაცილოდ მოგეჩვენება.
აირიდე სიტუაციები, რომლებიც გაბრაზებს. თუ ნერვებს გიშლის საცობი, შემოვლითი გზა აირჩიე, ან თუ ნერვებს გიშლის არეული ოთახი, კარები გამოკეტე.. ყველაფერს რქებით ნუ დაეჯახები.
მოკლედ, გაიაზრე, რომ ბრაზი ბუნებრივი, ჯანსაღი ემოციაა. უნდა გაბრაზდე. მაგრამ უნდა ივარჯიშო ბრაზის სწორედ გამოხატვაზე. შეკავება და აგრესიით გამოხატვა = დესტრუქციულია, პირველი შენთვის, მეორე გარშემომყოფებისთვის და ასევე შენთვის.
შეგიძლია გააკეთო Cooling , ასევე დაიხმარო იუმორი.
წარმატებებს გისურვებ
* * *